ლევან თარხნიშვილი საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებების განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს. ეს განცხადება თარხნიშვილმა ცესკოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც 27 სექტემბრის პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კომისიის წევრები შეირჩა. თარხნიშვილის ამ პოზიციამ სხდომის მონაწილეთა შორის ერთგვარი ცხარე დისკუსიაც გამოიწვია იმ კუთხით, რომ ე.წ. "ვიდეოთვალი" მეტი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო, თუმცა ცესკოს თავმჯდომარეს პოზიცია არ შეუცვლია. მეტიც, იგი მომხრეა, რომ ყველა არჩევნები "ვიდეოთვალის" გარეშე ჩატარდეს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თარხნიშვილს მეტი თანამოაზრე აღმოაჩნდა და გადაწყდა, რომ ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები მხოლოდ ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში განთავსდება, ოზურგეთსა და და გურჯაანში კი პარლამენტის შუალედური არჩევნები "გაუმჭვირვალედ" ჩაივლის. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...36&Itemid=1