-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
შენ კარგად მსჯელობ ხოლმე,მაგრამ სმაილებს იყენებ უზომოდ ბევრს.ეს ისე მეგობრულად გეუბნები და რამეს გავახერხებთ ერთიანი ძალებით.ოდნოკლასნიკებში (მოღალატის იარლიყი ამერტყმეოდა იქით ) მივწერ ვიღაც ვიღაცეებს და ვნახოთ რა გამოვა.
-
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეტყობინება ვერ გაიგზავნება, რადგან მიმღების PM ყუთი სავსეა. ლაშა წაშალე ხოლმე პმ–ი. -
ალასანიას მე არ ვიცნობ პირადათ,მაგრამ ჩემი ბიძაშვილის სკოლა აქვს დამთავრებული და ბევრი საერთო ნაცნობები გვყავს. ხო რავი თუ გვინდა ეს ფორუმი ფორუმს დავამსგავსოთ,გავინძრეთ ცოტა.
-
ბიჯო,სუბართან დოსტუპი არავის არა გაქვთ? გასაგებლარია.
-
წაიკითხე რასაც ამბობს?
-
"სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან" "სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის პანკისის ხეობაში ჩაყვანა" ირაკლი ალასანიას ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩენას ოპოზიციონერი კოლეგები აღტაცებით არ შეხვედრიან. "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერის საპრეზიდენტო, შემდეგ კი მერობის კანდიდატად დასახელებამ ყველას დაანახვა, რომ ოპოზიციურ მინდორზე არცთუ მოკრძალებული მოთამაშე და რეალური კონკურენტი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედულებები ზოგჯერ ოპოზიციონერი კოლეგებისაგან დიამეტრულად განსხვავებულია, მოხდა უცნაურობა, - პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა თბილისის მერად მისი კანდიდატურის დასახელებას მხარს უჭერს. ოპოზიციის ბოლო თავყრილობაზე ირაკლი ალასანია თავისი გეგმით წარდგა. ბრძოლის ხაზი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე გადის. სააკაშვილის საქართველოსგან გამიჯვნა ხელისუფლებისაგან სააკაშვილის გამიჯვნით წარმოგვიდგენია და ეს მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს. სხვა პოლიტიკური ძალებისაგან კონკრეტული გეგმა და წინადადებები ვერ მოვისმინე. - ტელევიზიით გავიდა თქვენი საკმაოდ მკვეთრი პასუხი გუბაზ სანიკიძისადმი - შეკითხვებს კი ნუ მისვამ, მითხარი, შენი გზა რა არისო... ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენგან ასეთი განცხადების მოსმენა. - არ მინდა ვინმეს დარჩეს წარმოდგენა, რომ იქ განსაკუთრებულ კონფრონტაციას ჰქონდა ადგილი. მხოლოდ ჩვენ-ჩვენი პოზიციები გამოვხატეთ. - ანუ გუბაზ სანიკიძე არ დაგმდურებიათ? - არა მგონია. პოლიტიკური ძალები სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან გულწრფელად გველაპარაკა. - გულახდილი საუბრების გარდა საზოგადოება ელოდებოდა, რომ სწორედ ამ შეკრებაზე გამოჩნდებოდა, ვინ არის შეურიგებელი და ვინ მიდის სააკაშვილისკენ. - შეურიგებლობა არ არის პოლიტიკა და ის შეთავაზება, რაც საზოგადოებას უნდა გაუკეთოს პოლიტიკოსმა. ოპოზიცია ისედაც შეურიგებელია ამ უსამართლობისადმი. ამ ბრძოლის გზაზე აუცილებელია კონკრეტული გეგმა და იმის განსაზღვრა, თუ რა გზით მივდივართ. როგორ ვათავისუფლებთ მედიას, სასამართლოს და მთლიანად საქართველოს. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ ამის შესაძლებლობას არჩევნებში გამარჯვება მოგვცემს. - მიუხედავად იმისა, რომ დიალოგს ემხრობით და მონაწილეობთ სხვადასხვა კომისიის მუშაობაში, რატომ არ დაესწარით უშიშროების საბჭოს სხდომას? - ეს აბსოლუტურად თანამიმდევრული ნაბიჯი იყო. როდესაც განვაცხადეთ, რომ პოლიტიკურ პროცესში ვიწყებთ მონაწილეობას და ხელისუფლებას შევთავაზეთ ჩვენი ხედვა საარჩევნო სისტემაზე, მისგანაც პასუხს ველოდით. ცალმხრივ თამაშს არ ვაპირებთ. შემხვედრი ნაბიჯებიც უნდა დავინახოთ ხელისუფლებისგან. თუ პროგრესი დავინახეთ, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგრძელდება. მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებით არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, საზოგადოებას ნდობას ვერ აღვუდგენთ. ლაპარაკის დრო დამთავრდა. რადგანაც ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, ამიტომაც ვთქვით უარი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. მომავალ კვირას დანიშნულია საარჩევნო კომისიის სხდომა, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მუშაობა და რა ნაბიჯები მოჰყვება ჩვენს წინადადებებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია უკანონოდ დაკავებულებისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საკითხი. რადგან ჩვენი მოთხოვნების უმეტესობა არ შესრულდა, სწორედ ეს აყენებს ხელისუფლებას გამოუვალ მდგომარეობაში. საერთაშორისო თანამეგობრობაც ითხოვს ხელისუფლებისაგან საპასუხო ნაბიჯებს. ხელისუფლება აქამდე აცხადებდა, - ოპოზიცია არ მოდის დიალოგზე, ამიტომ ცალ კარში ვერ ვითამაშებთო. ეს ბერკეტი უკვე ჩამოვართვით ხელისუფლებას. ვერ გეტყვით, რით დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიგვეღო. - ითქვა, რომ მერის პოსტზე, შესაძლოა, ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოთ. არადა იყო ეჭვი, რომ ეს თემა წინააღმდეგობას გაამწვავებდა ოპოზიციაში. - ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა იმდენად კონკრეტული კანდიდატურა, რამდენადაც იმ იდეის მხარდაჭერა, რომ ცვლილებები არჩევნების გზით მოხდეს, მაგრამ არჩევნებამდე აუცილებელია მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა. აქ დაქსაქსულობა არ უნდა შეგვეტყოს. ამ გზაზე ოპოზიციის ერთად დგომა იქნება წარმატების განმსაზღვრელი. თუ სხვას უკეთესი რამ შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას, დაასაბუთოს, აგვიხსნას და შესაძლოა, ჩვენც დავუჭიროთ მხარი. - ნოემბრის აქციებში მონაწილეობას აპირებთ? - აქციების ორგანიზატორებმა უნდა განგვიმარტონ, რა მიზნით ატარებენ აქციას. 7 ნოემბერი ის დღეა, როცა საზოგადოებამ ძალადობას პროტესტი უნდა გამოუცხადოს; ის დღეა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახეს, როგორ დასცილდა სააკაშვილი ერთ დღეში დემოკრატიული რეფორმების დაპირებებს, რომელსაც საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევდა. ის, რომ ხალხს არჩევანის უფლება დაუბრუნდეს, არის საკითხი, რისთვისაც შეიძლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარება. - ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მდგომარეობა ტალიავინის კომისიის გამოქვეყნების შემდეგ დამძიმდა? - ხელისუფლების მდგომარეობა დამძიმდა ამ დასკვნის გამოქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შემდეგ. მისი დამოკიდებულება ნათელია, - სააკაშვილი გამიჯნულია ქვეყნისაგან. საქართველოს უნდა დავეხმაროთ, სააკაშვილს უნდა მოვთხოვოთ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. ზეწოლა გარედან მიდის და ის ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის შიგნით. - თქვენი აზრით, რამდენად დროულია და საჭირო "პატრიოტის აქტის" მიღება? - ზოგადად გავეცანი შინაარსს და ამ აქტის მიღების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისედაც არის სახელმწიფოს უფლება-მოვალეობა. არსებული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა. სხვათა შორის, ზოგიერთი სტრუქტურა ბოროტად იყენებს ამას პოლიტიკურ ოპოზიციასთან საბრძოლველად. ასეთ ვითარებაში დამატებითი აქტის მიღება საჭიროდ არ მიმაჩნია. - თქვენით თუ არიან დაინტერესებული სპეცსამსახურები? - რა თქმა უნდა, შემინიშნავს ეს ინტერესი აქციების დროსაც და მას მერეც. იმ ოპერატიულ შესაძლებლობებს, რაც შს სამინისტროს და უსაფრთხოების სტრუქტურებს აქვთ, ოპოზიციის ლიდერებზე თვალთვალისთვის, ცხადია, მაქსიმალურად იყენებენ. - ბოლო დროს რუსეთიდან აბსურდული ბრალდებები გაისმის "ალ-ქაიდასთან" საქართველოს კავშირის შესახებ. ითქვა, რომ შესაძლოა, ამან პანკისში დაძაბოს ვითარება. - ეს რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართული პოლიტიკაა საიმისოდ, რომ საქართველოს საზღვარგარეთ იმიჯი შეულახოს და მსოფლიოს დაანახვოს, - საქართველო არშემდგარი სახელმწიფოაო. გარდა ამისა, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურებისგან ინფორმაციული შემზადება აქტიური ქმედებისათვის. პრევენციული ზომები გადაუდებლად და სასწრაფოდ არის მისაღები. ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიის საშუალებებს ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უნდა დაუხატონ ოპერატიული ვითარების რეალური სურათი პანკისის ხეობაში. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი. იზო რიკაძე http://www.kvirispalitra.ge/politic/1072-q...amthavrdaq.html რავი მე თითქმის ვეთანხმები არჩეულ გზაში და თქვენ რას იტყვით.
-
ხელისუფლებაში გაიჩითა კაცო უკვე? ეგ ის არის არა ციხე რომ ახეხინეს? ორი რამიშვილია მე მგონია და ვერ ვიმახსოვრებ. შეიძლება ტელევიზიებიდანაც მოვიწვიოთ ვინმე.
-
თეა თუთბერიძის მორიგი ამაზრზენი გამოხტომა
lasha1997 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგასაა რომ ვამბობ,ამათ პადიესტში მოფსმა დემოკრატიაში ერევათ მეთქი. -
წინადადებთ შემოვდივარ,ვინმე ხელისუფლებიდანაც მოვიწვიოთ,თორემ ცალკარა გამოგვდის.თუ გვიკადრებენ რა თქმა უნდა.
-
რა როლი ეკისრება რესპუბლიკურ და მემარჯვენეების პარტიებს ალასანიას ალიანსში მომავალი არჩევნებშის დროს? ეს კითხვა იქიდან გამომდინარეობს,რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააგროვა გასავლელი ხმების რაოდენობა.
-
ვიცი,მაგრამ ბელადს ეგრე ჰგონია. შენ ნახე ჰოლივუდზეც მაგას იტყვის მალე.
-
ნაცარს გვაყრი ღია თვალებში? : ახალი ერა დაიწყოო,იგივე გამოდის. :
-
სახელს და გვარს არ დავასახელებ(აი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ არის ვინ სთქვა ეგ.
-
იაქტიურეთ ამ თემაში,რადგან უფრო გაუადვილდეს ბატ.დავითს პასუხების გაცემა. ბატ.კახა კუკავამ ონლაინ კონფერენციაზე ამ ფორუმზე სთქვა,რომ ის გთავაზობთ პრაიმერ არჩევნებს ქალაქის მერის ერთიან კანდიდატურაზე და რა აზრის ხართ ამ შემოთავაზებაზე?
-
კეტებს არავინ არ ურტამდა თავში მაგ ხალხს იასნად(ჰოლივუდის ფილმში უნდა ეთამაშათ ),მაგრამ იგივე გამოდის.ანუ ინტერესის გარეშე როგორც სტადიონზე იყო ხალხი მისული,ისე არ მივიდოდნენ მეთქი.კარგათ იცი რასაც ვბაზრობ,მაგრამ ზურგზე არ ეცემი კატასავით.კარგი ეგრე იყოს როგორც შენ გინდა.
-
შენ კამპიუტერშიკი ხარ და ისინი მასკებს იკეთებენ შიგა და შიგ.აი ამაშია განსხვავება. მეორეც.მე გითხარი,რომ ხალხს ძალათი მიიყვანენ მეთქი, რაც დადასტურდა გაძეძგილი ყვითელი ავტობუსების სახით.
-
მე ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდები და დიდ პატივს ვსცემ ამ ქვეყანას,მაგრამ რაც უწერია უმეტესობა სიმართლეა. საკუთარ თავს უნდა მივხედოთ,დიდი ქვეყნების დახმარებით და არა მათი კარნახით თუ რა უნდა გავაკეთოთ.ამის რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას,მაგრამ ტვინი არა აქვთ პოლიტიკოსებს. რაც ფული გახარჯეს პიარში,ის ფული ეკონომიკაში რომ ჩადებულიყო დღეს ნორმალურად ვიქნებოდით.
-
საქართველოში თუ არ ილანძღები,არ იფურთხები და დედას არ იგინები,რეიტინგიც არა გაქვს.
-
Saturn გააერთიანე იმ თემასთან.მე არ მითქვავს პირადათ შენზე წაგიყვანენ მეთქი.თუ არა და დადე ფაქტები. აი ესე შეგყავს ხალხი შეცდომაში.ფაქტები მოვიდეს და დაიდოს.მე შენს თანამშრომლებზე ვსთქვი.
-
ეგ არ ყოფნის საქმეს.დარწმუნდი, რომ მართალს ვამბობდი? :
-
ეგ გასაგებია,მაგრამ სხვა ქვეყნები თავის სასარგებლოთაც იღებენ რაღაცას,ჩვენ კი ვკარგავთ მხოლოდ უტვინო „პოლიტიკოსების“ გამო.ყვარყვარეს რომ ჰკითხო ჩვენი დიპმისია უძლიერესია მსოფლიოში და სხვასაც სთავაზობს დახმარებას ამ მხრივ. :
-
დაისვენე და გვიცქირე ჩვენ.
-
რატომ,გადავიღალეთ ძალიან? : თუ ვინმე მოვიწვიეთ,ანუ დაგვთანხმდა, არავითარი პაუზა არ არის საჭირო.
-
სოფლებიდან წამოიყვანეს ხალხი? : დროშები მანდ დაურიგეს თუ თან ჰქონდათ?
-
ბატ.დავით,ყველამ ვიცით რომ ხელისუფლებას რეგიონებში დიდი რეიტინგი აქვს.ეს არის გამოწვეული სახელმწიფო და არა მარტო სახელმწიფო(„კერძო“) ტელევიზიების ტყუილების პროპაგანდით და ინტერნეტის არ ქონით რეგიონებში. რას აპიერებთ ამ მხრივ,ანუ გადიხართ თუ არა რეგიონებში ხალხს სიმართლე რომ გააგებინოთ? იყავით თუ არა თქვენი პარტიის წევრები რაჭაში მიწის ძვრის შემდეგ?