დიღომში მდებარე ფეხბურთის მოედანზე წუხელ უბედური შემთხვევა მოხდა. სტადიონზე ფეხბურთის კარის ძელის ჩამოვარდნის შედეგად 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა. თვიმხილველთა ინფორმაციით, ბავშვი კარს ჩამოეკიდა, კარის ძელი ჩამოვარდა და ბავშვი ქვეშ მოყვა. იგი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სტადიონის მეთვალყურე ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ კარი სათამაშო მოედანზე მუდმივად ჯაჭვით იყო დამაგრებული, თუმცა გუშინ ასე არ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ანალოგიური უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ ნუცუბიძის ფერდობზეც მოხდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 დედაქალაქის მერია თბილისში სპორტული მოედნების უსაფრთხოების გადამოწმებას იწყებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ე.ი. სანამ ორი ბავშვი არ იმსხვერპლა ამ შტანგებმა მანამდე არ უნდა შეემოწმებინათ არა? თბილისის მერიას ეხება და ამიტომ აქ დავდე.