-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
ბიჯო,მაგას ეკონომისტობა რად უნდა? რას აწარმოებს ქვეყანა მოკლედ მითხარი მეთქი.
-
არ უნდა მორჩეს კაცო ეს მარაზმი? ხელისუფლებამ მართლა თავზე გადაიჯვა.
-
ილია მეორე: ”ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის თბილისის ექვს წერტილში, 13 ნოემბერს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, მომლოცველები შეიკრიბებიან და მეტეხის ხიდისკენ დაიძვრებიან, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 4 საათზე პარაკლისს გადაიხდის. გუშინ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა, სამღვდელო პირებსა და მღვდელმთავრებთან შეხვედრის დროს, ამ დღესასწაულზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ ქვეყანაში, ერთდროულად ასი ათასზე მეტი ადამიანი ყოფილიყო წამებული:- ”ამიტომ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს დღესასწაული და ჩემი აზრით, ყველა მომქმედი ტაძრიდან უნდა წამოვიდეს მრევლი და მოვიდეს მეტეხის ხიდთან. იქ იქნება პარაკლისი, იქ იქნება ღონისძიება”. სამებაში გამართულ შეხვედრაზე, მისმა უწმინდესობა სამღვდელო პირებს ასეთი თხოვნით მიმართა:- ”ერთი რამ მინდა გთხოვოთ - ლოცვის დროს არავითარ შემთხვევაში არ იყოს პოლიტიკური სიტყვები და გამოსვლები”. 13 ნოემბერს მომლოცველები შეიკრიბებიან დიდუბის პანთეონთან, სპორტის სასახლესთან, ვაკის პარკში, სასტუმრო ”რედისონთან”, გადასასვლელ ხიდთან, მეტროსადგურ ”ისანთან” და გაემართებიან მეტეხის ხიდისკენ, ასი ათასი მოწამის წამების ადგილას, სადაც, როგორც ზეოთ აღვნიშნეთ, 16 საათზე მისი უწმინდესობა პარაკლისს აღავლენს. გუშინდელ შეხვედრაზე პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც ისაუბრა: - ”თქვენ მოგეხსენებათ, ეკლესია არის ჩვენი ყოფის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩ[ენი ცხოვრების საფუძველი. უფალი ბრძანებს - კლდესა მას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, ცოდვას ებრძვის ეკლესია. ჩვენი ეკლესია ამ ბრძოლაში გამოცდილია. ჩვენმა ეკლესიამ და ჩვენმა ხალხმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და ღვთის მადლით, აი, ამ დღემდე მოვედით. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ეს ჩვენი იმედები აუცილებლად განხორციელდება. მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ეკლესია მაინც თავის სიმაღლეზე, ჩვენი ერის სულიერი აღმზრდელი იქნება. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლონი ვართ. ჩვენში ნაკლი არის და ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობთ. დადგა ისეთი დრო, როცა ზოგიერთი, რა თქმა უნდა, მტერი საქართველოს ეკლესიისა, ეძებს ნაკლს, რომელიც თითქოს მარტო ჩვენშია, მათში არ არის, ასე გამოდის; ეძებს ნაკლს და ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებს პრესას, ტელევიზიას, რადიოს. მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა. მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ გადასცეთ მრევლს, რომ დღეში თორმეტჯერ მაინც წავიკითხოთ 50-ე ფსალმუნი და 90-ე ფსალმუნი; ერთი არის სინანულისა და მეორე დაცვა ხილული და უხილავი მტრებისაგან. უფრო მძიმე დღეები უნახავს ეკლესიას და ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირეველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის. აი, მე უკვე მომდის თანაგრძნობა. მაგალითად, რომის პაპის წარმომადგენელი გვიგზავნის თანაგრძნობას. ისედაც მრავალი პრობლემები გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს და ეს უფრო ამძიმებს ამას. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობდა, ცოდვილთაგან პირველი მე ვარო, მაგრამ, სინამდვილეში ის იყო დიდი ადამიანი და წმინდა ადამიანი. ადამიანი, რომელიც მიაღწევს სულიერებას, იმას მეტი ბრძოლა აქვს და შეგვეწიოს უფალი, აი, ამ ბრძოლაში. მინდა გთხოვოთ ყველას - გადაეცით მოძღვრებს და მრევლს, რომ უფრო კონტროლის ქვეშ, თავისი თავის კონტროლის ქვეშ იყვნენ და არ დაუშვან ისეთი მოქმედება, რომელსაც გამოიყენებს მტერი, ეკლესიის წინააღმდეგ, სამღვდელობის წინააღმდეგ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და ღმერთმა მოგვცეს მადლი, მადლი უძლურსა, მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი”. წადით აუცილებლად,რომ ამ ხელისუფლებამ დაინახოს რა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს და ეგება დააყენოს ერთი ადგილი.
-
კარგი.მაგ ბიუჯეტის შესავებ ხარჯებში შედის გარე პროდუქციაზე მოგება.ანუ გარედან შემოტანილი პროდუქციის განბაჟება,მოგებული თანხის პროცენტი და ა.შ.მოკლედ მითხარი,რა დარგები არის განვითარებული საქართველოში და ამას გვერდს ნუ უვლი.
-
საქართველოს საგარეო ვალი 4 მლრდ 628 მლნ 962 ათასი ლარს შეადგენს 18.05.2009 21:36 დაიჯესტი .საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით 4 მლრდ 628 მლნ 962 ათას ლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მრავალმხრივი კრედიტორებისგან საქართველოს მიერ აღებული ვალი საანგარიშო პერიოდში 2 მლრდ 932 მლნ 093 ათას ლარზე ფიქსირდება, მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – 1 მლრდ 591 მლნ 965 ათასი ლარი, ევროგაერთიანება 125 მლნ 074 ათასი ლარი, აზიის განვითარების ბანკი 120 მლნ 949 ათასი ლარი, საერთაშორისო სავალუტი ფონდი 1 მლრდ 025 მლნ 373 ათასი ლარი. ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს ვალი 857 მლნ 606 ათასი ლარია, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კი – 825 მლნ 050 ათასი ლარი. სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტები 30 აპრილის მდგომარეობით 14 მლნ 213 ათას ლარს შეადგენს, მათ შორისაა გერმანია 6 მლნ 078 ათასი ლარით, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 8 მლნ 135 ათასი ლარით. 2008 წლის 30 აპრილს საქართველოს საგარეო ვალის ოდენობა 3 მლრდ 349 მლნ 113 ათასი ლარი იყო. 2009 წლის მარტის ბოლოს კი – 4 მლრდ 697 მლნ 281 ათას ლარს. http://www.polity.ge/georgia/economics/581...28--962---.html ეს ინფორმაცია ზუსტია ვინმემ იცით?
-
რა ამაზე მეტი არ არის გრანტები? http://img33.imageshack.us/img33/7665/40814044.png იმასაც მიაქციე ყურადღება,რომ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ(რა თქმა უნდა დაკრეშვით)ამ ობიექტების სამშენებლო ფასები 60%–ით იმატებს.
-
http://www.mof.ge/default.aspx?sec_id=3159&lang=1 ომმა როგორ დააზარალა როცა 07 წლის შემდეგ გაზრდილია კიდევ.ეს გეგმაა და დეფიციტი არა გვაქვს საერთოდ? ეხლა ვნახავ კარგად.
-
აბა ჯერ დადე ეგ ინფორმაცია და მერე ვიღაცა ეკონომისტს დავიხმარებ.
-
სახელობითი გამოკითხვა რუსეთთან დაკავშირებით
lasha1997 replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი,მაგრამ ხალხის აზრი როცა იცი რაღა საჭიროა მეთქი? -
მაგას არ გეკითხები და სხვაგან ნუ მიგყავს ბაზარი. ბელადი ამბობს და ე.ი. გვატყუილებს? კორუფციაზე შენ არ გითქვამს.მე ვთქვი იმ თემაში,(მეზარება ძებნა და სათაურიც არ მახსოვს ზუსტად)რომ ეკონომიკა საერთოდ არა გვაქვს მეთქი და ვალებზე ვართ დამოკიდებული მეთქი,რაც შენ შეიცხადე.
-
სახელობითი გამოკითხვა რუსეთთან დაკავშირებით
lasha1997 replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იგივე პასუხები რაც შენ გაქვს,მაგრამ რა აზრი აქვს ამ გამოკითხვას? -
მანდ არა ვარ თორემ წამოვიდოდი აუცილებლად.ესეთ ფაქტებზე საზოგადოებამ თუ არ გამოხატა პროტესტი, ერთ დღეს ყველას გვცემენ.
-
ადრე ერთ ეკონომიკის თემაში დავწერე,რომ ეკონომიკა არა გვაქვს მეთქი და მხოლოდ კრედიტებით და დონორების ფულებით ვარსებობთ მეთქი,შეიცხადე. ისაც ვსთქვი,რომ ამ ფულს უაზროთ ანიავებენ მეთქი და აი შენ სტატია და გადახედე აბა.არ დაიწყო ოღონდ საიტზე აქცენტის გაკეთება. : http://www.ambebi.ge/ekonomika/12587-qthit...rebis-fuli.html როგორ იხარჯება დონორების ფული ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის (63% - დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი, კრედიტია, დანარჩენი კი გრანტები) გამოყოფის საკითხი გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული. თანხის ერთი ნაწილი მთავრობამ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღო, ნაწილი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაანაწილეს. ფული უმეტესად გზებისა და დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და რემონტზე დაიხარჯა. ამ უწყებებმა სამუშაოებისთვის კომპანიების შესარჩევად 200-მდე ტენდერი გამართეს. კოალიციამ, რომელშიც 7 ორგანიზაცია, მათ შორის ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ევრაზიის ფონდი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა" გაერთიანებული, 20 ტენდერის მონიტორინგი მოაწყო. ტენდერის ჩატარებისას და თანხების ხარჯვისას არაერთი დარღვევა აღმოჩნდა. ირინა ლაშხი (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"): "თითქმის ყველა ტენდერი დარღვევებით არის მოწყობილი. ხშირად ტენდერის პირობები იცვლება - თანხები იზრდება, ჩასატარებელი სამუშაოები მცირდება. ბევრ შემთხვევაში გზების მშენებლობაზე კომპანიების შესარჩევი ტენდერი იმაზე ადრე გაიმართა, ვიდრე მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა. არის შემთხვევები, როცა დონორს გზის კონკრეტული მონაკვეთისთვის კრედიტის გამოყოფა ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ ტენდერი ჩატარებული იყო. მაგალითად, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. მსოფლიო ბანკს, რომელმაც ეს პროექტი უნდა დააფინანსოს, საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. ამ ორგანიზაციამ თავდაპირველი პროექტი ქართულ მხარეს დაუწუნა და მისი ხელახლა დამუშავება მოითხოვა. გზების, სახლების მშენებლობისთვის ქვიშა და ღორღია საჭირო, რასაც მდინარის კალაპოტებიდან იღებენ. ამ ინერტული მასალის მოპოვებაც შესაბამისი ნებართვების გარეშე მიმდინარეობს". თამარ გურჩიანი ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "დონორების გამოყოფილი ფულით ბოლნისში, მარნეულსა და გორში დაახლოებით 4.603 ობიექტი აშენდა და გარემონტდა. გარემონტებული შენობების ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებებში მათი ზუსტი რაოდენობა არ ჩანს. ტენდერების უმეტესობა - 169 ტენდერი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამართა. მათი უმთავრესი პრობლემა დაუგეგმაობა და თანხების უყაირათო ხარჯვა იყო. სარემონტო სამუშაოები არ ხორციელდებოდა კანონის დაცვით და არ იყო ეფექტური. აშკარა მაგალითი: სახელმწიფო შესყიდვები პრივატიზებულ ობიექტებზე განხორციელდა. მაგალითად, გამოცხადდა კონკურსი, მოეწყო ტენდერი და წლეულს მარტში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ორსართულიანი სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პრეზიდენტის ბრძანებით 2008 წლის ნოემბრიდან პრივატიზებული იყო. გამოვიდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კერძო საკუთრებაში არსებული შენობის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რემონტზე თანხა არამიზნობრივად დახარჯა. ხშირია შემთხვევები, როცა პრეტენდენტი ტენდერზე წარმოადგენს ერთ ფასს, კონკურენტებზე უპირატესობას მოიპოვებს, რადგან გადამწყვეტ კრიტერიუმად მიჩნეულია ფასი და არა ტექნიკური რესურსები, კომპანიის გამოცდილება და სხვა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი სამუშაოს ღირებულება 40-50%-ით და ზოგჯერ უფრო მეტადაც იზრდება. ჩვენ დავითვალეთ ყველა ტენდერი და ლოტი და ტენდერის შემდეგ დაფინანსება ყველგან გაზრდილია. საპროექტო ორგანიზაცია შპს "ოპიზართან" თავდაპირველად ხელშეკრულება 1,183 მილიონი ლარის სამუშაოებზე გაფორმდა, ტენდერში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირაში მას სამუშაოს ღირებულება დაახლოებით 63%-ით, 1,925 მილიონ ლარამდე გაუზარდეს. იგივე მოხდა "ნიუ ენერჯისთან" დადებულ ხელშეკრულებაშიც. ტენდერში გამარჯვების შემდეგ მას გაწეულ სამუშაოში თავდაპირველზე 58%-ით მეტი გადაუხადეს. წლეულს გამართულ ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "არქსტუდია პერისტილმა" სატენდერო წინადადების ღირებულებად 77 ათასი ლარი აღნიშნა, თანხა შემდეგ გაურკვეველი მეთოდით გადაანგარიშდა და საბოლოოდ 83,5 ათასი ლარი გადაუხადეს. კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" სამუშაოში დაბალი ფასის, 1,11 მილიონი ლარის მოთხოვნით მოიპოვა უპირატესობა და ტენდერის შემდეგ სერვისის ფასი 44%-ით გაზარდა. ცალკე პრობლემაა დონორებისგან მიღებული ფულის ბიუჯეტში ასახვა. თითქმის შეუძლებელია დადგენა, მშენებლობა დონორების ფულით დაფინანსდა, თუ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რაც ხელთ გვაქვს, ბადებს ეჭვს, რომ დარღვევები დანარჩენ ტენდერებშიც არის". მონიტორინგის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ის სახლებიც დაათვალიერეს, სადაც დევნილები არიან შესახლებული. აღმოჩნდა, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ და ზოგჯერ სანახევროდაა ჩატარებული. თამარ კორძაია ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიკლინიკის შენობაში. კანალიზაციის სისტემა მოშლილია და შესახლებულ დევნილებს წყალი საწოლებზე ჩამოსდით. საერთო საპირფარეშოში წყლის გუბეები დგას და ანტისანიტარიაა. როცა დაგებული პარკეტი ერთი წლის შემდეგ მოძრაობას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში 9 კოტეჯი ინდმეწარმე "ბესარიონ გაბიძიშვილს" გაარემონტებინეს, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი, 50 ათას ლარამდე გადაუხადეს. ეს შენობები ავარიულია, ჭერი წყლისგანაა ჩამონგრეული. სოფელში არ არის საშუალო სკოლა და მისასვლელი გზა დაზიანებულია, ამიტომ დევნილები ამ კოტეჯებში დღემდე არ შესახლებულან. მსგავსი მდგომარეობაა გორის, მარნეულისა და სხვა რაიონებში გარემონტებულ შენობებში. თითქმის ყველგან დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ჟონავს წყალი, კედლები დახეთქილია და შპალერი შეულესავ კედლებზეა გაკრული. გამოდის, დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი, დევნილები კი უკმაყოფილო არიან". მუნიციპალური განვითარების ფონდი მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება და მათ დასკვნებსაც სუბიექტურს უწოდებს. ფონდში ახალგაზრდა იურისტების მასალები გამოითხოვეს და როგორც აცხადებენ, თუ ფაქტები არ დადასტურდა, არასამთავრობოებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ. ლაშა გოცირიძე (მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი): "დევნილებისთვის სახლები მოკლე დროში, დაახლოებით თვე-ნახევარში აშენდა და შეუძლებელია, ასე უცბად აშენებული სახლები იდეალური იყოს. ხარვეზები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. ჩვენი მოთხოვნაა, თუ ერთი წლის განმავლობაში ხარვეზები გამოვლინდება, მშენებელმა საკუთარი ხარჯით უნდა გამოასწოროს. ყველა ხარვეზი წლის ბოლომდე გამოსწორდება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ის რეტროაქტიურად დაფინანსდა. ანუ, მთავრობას უფლება აქვს გადაწყვიტოს, გზის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობის თავისი სახსრებით დაფინანსება, მოაწყოს ტენდერი და შემდეგ დაელოდოს დაფინანსებაზე დონორის გადაწყვეტილებას. ამით კანონი არ ირღვევა". კოალიციის წევრების თქმით, დოკუმენტებით კონტროლის პალატაც დაინტერესდა, თუმცა მასალებს ჯერ არ გაცნობია. თავის მხრივ, არასამთავრობოები ამბობენ, რომ მათგან რეაგირებას არ დაელოდებიან და ტენდერების შესწავლას განაგრძობენ. ნონა ქვლივიძე "ეკოპალიტრა"
-
ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე
lasha1997 replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და ამ ხალხს როგორ უნდა გააგებინო რა გინდა? მასმედიაში ფულის გარეშე ვერაფერს ვერ იზამთ. -
lasha_alo თუ ეს სიმართლეა,მაშინ გადავიკიდებთ ვიღაცეებს დამატებით.
-
ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე
lasha1997 replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili ესე ციტირებას რომ ახდენ,შეგიძლია მის ქვემოთ გააგრძელო პოსტვა და ერთ პოსტში ჩაატიო ციტატაც და პოსტიც. -
ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე
lasha1997 replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili მერე,ფინანსების გარეშე რა შეუძლიათ რომ გააკეთონ? -
ეროვნულ პარტიათა ალიანსი . რას ფიქრობთ ამ ალიანსზე
lasha1997 replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერ შედიან. -
საქართველოს პატრიარქი ხვალ ბაქოში ჩაბრძანდება
lasha1997 replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩვენს ისტერიჩკებს ეს უნდოდათ კიდევ?