ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოში H1N1 ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვის კომისია შეიკრიბება პარასკევს და გააკეთებს ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა საქართველოში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ივნისიდან მოყოლებული ვირუსით დაავადების31 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. "ქვეყანაში ყველანაირი მარაგია და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს",-აღნიშნა კვიტაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველომ უკრაიანას დახმარება გაუწია, როგორც მედიკამენტებით, ისე სხვა სამედიცინო საშუალებებით http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ელაპარაკე ეხლა ამას.