ეს შარმა დადო იქით და როდის გაუწიეს პოლიციას წინააღმდეგობა? თბილისის საქალაქო სასამართლომ ~მოძრაობა 7 ნოემბრის~ წევრს ირაკლი კორძაიას ადმინისტრაციული სასჯელი - 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, დაჩი ცაგურიას მსგავსად ირაკლი კორძაიასაც ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაედო, (აუ რა ბლენა საქართველოში?: ) რისთვისაც ის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება ჯაბა ჯიშკარიანს, მისი საქმის განხილვა სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მასაც 500-ლარიანი ჯარიმის შეფარდების შემდეგ გაათავისუფლებენ. ~მოძრაობა 7 ნოემბრის~ ლიდერები ირაკლი კორძაია, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი რუსთაველის გამზირზე დღეს საღამოს დაკავეს, როდესაც პარლამენტის წინ ბუტა რობაქიძის პლაკატებით ხელში პროტესტის გამოსახატად მიდიოდნენ. ხვალ რობაქიძის მკვლელობიდან 5 წელი სრულდება. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა ~ინტერპრესნიუსს~ განუცხადა, რომ ჯიშკარიამა, ცაგურიამ და კორძაიამ მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი დაარღვიეს, როდესაც პარლამენტის წინ აქციას მართავდნენ.