ეს დეპრესას პოსტია. საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გუშინ, საღამოს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს გიორგი ვარამაშვილს, დათო ლაზაშვილს და მიშა ცანკაშვილს მიკროავტობუსები წაართვეს. მძღოლები თბილისი - გურჯაანის რეისს ასრულებდნენ, როცა სამართალდამცავებმა ისინი სოფელ ჩალაუბანში გააჩერეს, მიკროავტობუსებიდან მგზავრები ჩამოყარეს და მანქანები მიზეზის დასახელების გარეშე, ევაკუატორებით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. გიორგი ვარამაშვილი, ერთ-ერთი მძღოლი: „9 მაისს, „ქართული პარტიის“ დაკვეთით, გურჯაანიდან, დიდების მემორიალიდან წავიყვანე ხალხი თელავში, ერეკლეს მოედანზე. მერე ისევ უკან წამოვიყვანე. პარტიამ მომსახურებაში ფული გადამიხადა. იმ დღეს არაფერი პრობლემა არ შემქმნია. 10 მაისს, დილით, ჩვეულებრივ წავედი რეისში, გურჯაანიდან - თბილისში. საღამოს, უკან რომ ვბრუნდებოდი, საპატრულო პოლიციამ გამაჩერა ჩალაუბანში. მიზეზი არ უთქვამთ. მანქანიდან მგზავრები ჩაიყვანეს, ევაკუატორი გამოიძახეს და მანქანა წაიღეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ვკითხე, მანქანას რატომ მართმევდნენ და მითხრეს, თელავში ჩახვალ და იქ გეტყვიანო. სახლში 8 სული მყავს შესანახი. არვიცი რა უნდა ვქნა“. http://ick.ge/ka/articles/5969----video.html პ.ს. მიშისიტები იტყვიან ტყუილიაო... დავუჯეროთ...თუ არა?! ყველა იმ პოლიციელის კეთილებს ##################,ვინც კანონს უსამართლობის ჩასადენად იყენებს.ეს კიდევ ჩემი კომენტარი.