სააკაშვილი – რუსეთი საქართველოს ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება (19 მაისი, 2011) 21:48 19-05-2011 ფოტო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იერჟი ბუზეკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჩხერეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ტყეში მცირეწლოვან ბავშვებს დასდევს და ფიზიკურად უსწორდება. “ნუთუ ამხელა სახელმწიფოს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მეზობელი, ბევრად უფრო მომცრო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტყეში სხვადასხვა პროდუქტების საკრეფად გასულ ბავშვებზე გამოაცხადოს ბუკვალური ნადირობა. რა ჰქვია იმ ფენომენს, ვინც ტყეში უსაფრდება იქ მოსიარულე ბავშვს იმისთვის, რომ ფიზიკურად გაანადგუროს. ყველამ იცის რა ჰქვია ამას – ისინი წარმოადგენენ ამხელა სახელმწიფოს რესპექტაბელურობაზე პრეტენზიის მქონე შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სტრუქტურებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.