Jump to content
Planeta.Ge

lasha1997

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    14.624
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი lasha1997

  1. თამარ ჩერგოლეიშვილის მიღწევების შესახებ, რაც მოვიძიე, მხოლოდ ის არის, რომ ის გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორია. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/36601-idiotia-tsertili.html?goSite=401073#ixzz1P1YBzUHn ესენი დღეს საქართველოს ელიტად ითვლებიან არა?
  2. სტოუნს რა სჭირს ჩვენი გასაჭორი და ამ დებილმა ვერ ისწავლა,ვინ უნდა მიიპატიჟოს პრეზიდენტის სასახლეში. რამდენი ქვეყნის პრეზიდენტია მანდ ნამყოფი? ბერდება,მაგრამ მაინც მაგარი ნაშაა.
  3. აქაც იჭერენ,თუ სპეციალურ მაღაზიაში არ იყიდება ეს ფილმი.მაღაზიებია ნეონის ნათურებით,მაგრამ ფანჯრები დაბურულია და თინეიჯერებს არ უშვებენ შიგნით.
  4. ხო რავი აბა გიორგი და მიდი მიაწექი.ეგება ისინი გეხვეწებოდნენ საქართველოში ჩამოგვიშვიო?
  5. babuagiorgi ეხლა ნანი უნდა წავიყვანო და მერე ვიბაზროთ თუ არ დაიძინებ.ფეისბუკით შენ პარტიას ვერ ჩამოაყალიბებ,რადგან მან უმეტესწილად მხოლოდ უსაქმურები პოსტავენ და ორთქლს უვებენ მთელი დღის განმავლობაში.
  6. babuagiorgi შენ მე ალაის კორესპონდენტი ხომ არ გგონივარ და ცოტა გარკვევით წერე. ეს დიდი ხანია ვიცი და ახალი სთქვი რამე კაცო.
  7. babuagiorgi მართალს ამბობ მეთქი,მაგრამ მიყიდულები არიან მიშაზე ეს ოპოზიცია და შეეკითხე თუ გინდა?
  8. lasha_alo ლაშა,რა გიკვირს და დამბმული მონები რომ არიან ყელზე დიდი ჯაჭვებით,ახალია შენთვის კაცო? ერთი მაგათი დედაც მ.......ნ(ფორუმი ესეთ სიტყვებს აღარ მალავს? ) რა.
  9. ყველგან შევლენ,სადაც მიშასნაირად არ ფიქრობენ.მოემზადეთ დიქტატურისთვის.
  10. წაგებული ომი აქვთ გაპრავებული და ............მართალს ამბობ,მთავარია ბელადმა სთქვას და კანეც.
  11. ახალ პარლამენტში „მსუნთქავი ქანდაკება“ დაიდგმება 04/06/2011 17:06 ქუთაისში, ახალი პარლამენტის შენობაში, თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი „მსუნთქავი ქანდაკება“ დაიდგმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვენეციაში ბიენალეს 54-ე საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ პავილიონში ყოფნისას განაცხადა. „ეს ქანდაკება უნდა დაიდგას პარლამენტის შენობის შიგნით. თუ კარგად მოუსმენ გაიგებ, რომ ეს ხალხი რაღაცას ლაპარაკობს. პარლამენტარებს მუდმივად უნდა ესმოდეთ ხალხის ჩურჩულიც კი. დაე, ეს იყოს სიმბოლო ახალი პარლამენტისა. პარლამენტმა არასდროს უნდა დაკარგოს უნარი, გაიგოს ხალხის ხმა,“- განაცხადა სააკაშვილმა. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3274&Itemid=1
  12. ღლიცინი და კეთილების გინება მერე ნახეთ ჩემი,როცა ეს ყველაფერი მოხდება.ჯერ არ არის დადასტურებული ეს ინფორმაცია,მაგრამ დრო მოვა და სიმართლე იქნება.
  13. აქაც გეზარებათ არა წაკითხვა და რა მამალი ტყუილები აქვს ნალაპრარაკები ნახეთ რა.
  14. მიხეილ სააკაშვილი: "ეს საქართველოში ქუჩის პოლიტიკის დასასრულია" 17:19 - 06.06.2011 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "The New Times"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. - ბატონო პრეზიდენტო, 26 მაისის ღამეს დემონსტრანტების დაშლამ მძიმე შთაბეჭდილება გამოიწვია. მითხარით, იყო თუ არა ოპოზიციასთან ასეთი სასტიკი მოპყრობის აუცილებლობა? - სასტიკი? მე არ ვთვლი, რომ ეს სასტიკი იყო. სასტიკი იყო ის, რაც შემდეგ მოხდა, ის, რომ ადამიანები დაიღუპნენ. თავად პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად ადექვატური იყო. ჩვენ საქმე გვქონდა ადამიანებთან, რომლებსაც ძალადობა სურდათ. როდესაც რომელიმე მხარეს ძალადობა სურს, არ არსებობს საშუალება, ეს ადამიანები უბრალოდ პამპერსებში შეფუთო და მშვიდად მოაშორო ტერიტორიას. იმავე ღამეს მე ვხედავდი, როგორ შლიდნენ ბარსელონასა და ინგლისში "ბარსელონას" გულშემატკივრებს და იქ პოლიციის ქმედებები გაცილებით უფრო მკაცრი იყო. სინამდვილეში, მე ახლა გაცილებით კმაყოფილი ვარ პოლიციის ქმედებებით, ვიდრე სამი წლის წინ... - მხედველობაში გაქვთ 2007 წელი? - დიახ, დიახ, დიახ. ამჯერად პოლიცია გაცილებით უფრო პროფესიონალურად მოქმედებდა. ვფიქრობ, რომ ერთ-ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად პროფესიონალები იქნებიან: ჩვენ მათ მუდმივად ვწვრთნით. მათ კი, ვინც ეს ყველაფერი დაუკვეთა (არ ვიცი, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ერთად ვინ გეგმავს ამ ყველაფერს), სწორედ იმაზე ჰქონდათ გათვლა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატებში შოკი გამოეწვიათ. ეს ყველაფერი "სატელევიზიო სურათზე" იყო გათვლილი და დამკვეთებმა, როგორც ჩანს, ამ მიზანს მიაღწიეს. თუმცა ვფიქრობ, მიზანს ჩვენც მივაღწიეთ, რადგან ეს საქართველოში ქუჩის პოლიტიკის დასასრულია. - და მაინც, თუ ვიდეორგოლების კადრების მიხედვით ვიმსჯელებთ, ნამდვილად საჭირო იყო ადამიანების ასე ცემა? - ისინი ხომ საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ... - დემონსტრანტებს შორის საავადმყოფოებში სერიოზულად დაზიანებული არავინ არის. არსებობს ორი სერიოზულად დაზიანებული პოლიციელი. კადრებში ჩანს, რატომ მოხდა ეს. ჩვენ ოპოზიციონერებს სხვა ადგილზე გადასვლა შევთავაზეთ - ნებისმიერ სხვა ადგილზე ქალაქის ცენტრში და არა სადმე გარეუბანში, თუნდაც პრეზიდენტის სასახლის წინ, მაგრამ ცოტა მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე არმიას უნდა გაევლო, თუმცა მათ სწორედ შეტაკება სურდათ და რაც მოხდა, შემთხვევითი არ არის. რა არის დასავლური დემოკრატია? - ეს პროცედურაა და ამ შემთხვევაში ყველა პროცედურა ბოლო წუთამდე დაცული იყო, რათა როგორღაც კომპრომისი მოძებნილიყო. სხვათაშორის, საქართველოში აკრედიტებულმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის რიგი ქვეყნების ელჩებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი ქმედებები კანონიერი და ლეგიტიმური იყო. სხვათაშორის, მე ამას ვაფასებ, რადგან მათი მხრიდან ჩვენი მისამართით ყოველთვის კრიტიკა ისმოდა. რა თქმა უნდა, თუ რამე იყო, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ, ეს გამოძიებული უნდა იყოს... პირადად ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო სანახავი იყო... - თქვენ "პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატების შოკირება" ახსენეთ. არანაკლები შოკი თქვენმა მილოცვამ გამოიწვია ახლადარჩეული ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი მას შემდეგ, რაც 2010 წლის 19 დეკემბერს მინსკში მოხდა... - სიტუაცია ძალიან მარტივია: ყველა უგზავნის მილოცვას მედვედევსა და პუტინს, როდესაც მათ ირჩევენ. მე არ ვთვლი, რომ რუსეთი რაღაცას აკეთებს უკეთესად, ვიდრე ბელორუსია. პირიქით, ვფიქრობ, რომ რუსეთში ზოგიერთი რამ უფრო მკაცრია, თუ ამას გლობალურად, რეგიონულად და სხვა კუთხით შევხედავთ. როდესაც ქვეყანაში გყავს კადიროვი და მას ყველგან იღებენ, რაიმეზე საუბარი რთულია. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკური პრიორიტეტები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, საკმარისად განსწავლული და ვთლით, რომ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ყველა ქვეყანას აქვს განსაზღვრული ფარგლები, რომლიდან გამოსვლა არ შეუძლია. ჩვენ ჩვენი ფარგლები გვაქვს და ბუნებრივია, რომ დღეს საქართველოსგან არ უნდა მოითხოვონ ის, რასაც დავუშვათ, ჩინეთისგან ან ინდოეთისგან ითხოვენ. ეს ძალიან მარტივია. - ლუკაშენკოსთან თქვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, თუ შეგიძლიათ, მასზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოთ, ვთქვათ, იგივე პოლიტიკური პატიმრების საკითხში? ანდრეი სანნიკოვმა, მაგალითად, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 5 წლიანი პატიმრობა მიიღო... - ჩვენ ვმუშაობდით მასთან იმაზე, რომ არჩევნების წინ პროგრესი ყოფილიყო. ვფიქრობ, იქ პოზიტიური დინამიკა იყო. სამწუხაროდ, ახლა ბევრი რამ რთულად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ყველა დონეზე. ვცდილობდით და დღესაც ვცდილობთ იმას, რომ ბელორუსია ევროპის მხარეს გაიხსნას. ვფიქრობ, ეს გარდაუვალია და ეს ყველას ინტერესებშია. - ქართული მედია წერს, რომ ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდებობდა, რომ ბურჯანაძემ 13 თუ 17 მლნ მიიღო. შეგიძლიათ, ეს დაადასტუროთ? - ის, რომ ისინი იქიდან ფინანსდებიან, არანაირ ეჭვს არ იწვევს. - დოკუმენტური მტკიცებულებები გაგაჩნიათ? - ჩვენ უკვე ბევრი მტკიცებულება გვაქვს და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი წარედგინება საზოგადოებას. - თბილისში ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი აფეთქებების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ამბობენ, რომ თქვენს საპრეზიდენტო თვითმფრინავს, როგორც კი აფრინდება, რუსული ბაზებიდან რაკეტებს უმიზნებენ. ამას აქვს ფაქტობრივი მტკიცებულებები? - ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის დივერსიული დანაყოფები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჯგუფებს ამზადებენ იმისთვის, რომ საქართველოს შიგნით აფეთქებები განახორციელონ. ჩვენ ასეთი ბომბების დიდი ნაწილი ხელში ჩავიგდეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე აფეთქდა. გასულ წელს ბათუმში ქართული პოლიციის ოფიცერი მოკლეს, ზუსტად ისე, როგორც იანდარბიევი მოკლეს თავის დროზე იმავე ტექნოლოგიით. ასევე აფეთქების გზით მოკლეს დასავლეთ საქართველოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სხვათაშორის, ბომბი რადიკალური ოპოზიციური "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთანაც აფეთქდა და შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა. და ბოლოს, აფეთქება მოხდა ამერიკის საელჩოსთან. ისინი თავიდან საელჩოს ღობის აფეთქებას ცდილობდნენ, გარე ღობე ააფეთქეს კიდეც, თუმცა უფრო ახლოს ვერ მივიდნენ. ორი კვირის შემდეგ მეორე ჯგუფი გამოგზავნეს, რათა საელჩოს ღობე ახლოდან აეფეთქებინათ, თუმცა ჩვენ ისინი ხელში ჩაგვივარდნენ. ეს ყველაფერი როგორც ჩვენი, ისევე სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერაა დოკუმენტირებული. იქ რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, რომლებმაც ამ ყველაფრის დოკუმენტირება განახორციელეს. ჩვენ ნატო-ს შტაბ-ბინაში ბრიფინგი გავმართეთ და პრინციპში, ჩვენი დასკვნები ბევრმა დაადასტურა. - რაში სჭირდება ეს რუსეთს? - ეს ყველაზე დიდი კითხვაა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე ეს არ მესმის და ჩვენ ამაზე ბევრს ვფიქრობთ. - მიზანი ქვეყნის შიგნიდან აფეთქებაა? - ნაკლებად სავარაუდოა, ამით ქვეყანა ააფეთქონ... შესაძლოა, ისინი დასავლეთს ცდიდნენ და ფიქრობდნენ, რომ თუ დასავლეთი ამას "გადაყლაპავს", ესე იგი, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის გადაყლაპვას შეძლებს. ანაც, შესაძლოა, ისინი თბილისის ცენტრში გამართულ მიტინგებთან ერთად ამით სიტუაციის მუდმივად რყევას ცდილობდნენ, ანაც ორივეს ერთად... ან შეიძლება, ეს რაღაც სულელური შურისძიება იყოს... - რა ბედი ეწიათ რუსული გრუ-ს ოფიცრებს, რომლებიც თავის დროზე დააკავეთ? - ეს ოფიცრები ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან. ჩვენ ისინი არ დაგვიკავებია, თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გვქონდა. იყო ასეთი პოლკოვნიკი ბოიკო. ჩვენ მის წინააღმდეგ "რკინის" მტკიცებულებები გაგვაჩნდა და ვიცოდით, რომ სწორედ ბოიკომ ააფეთქა გორში პოლიციის შენობა. როდესაც ის დავაკავეთ, ამის შესახებ არც ჩვენ გაგვიცხადებია და არც რუსეთს. გრუ-ს ოფიცერი იქ რამდენიმე კვირა იჯდა და ამის შესახებ არავინ არსად არაფერი იცოდა.... შემდეგ რუსები ჩვენთან ამერიკელებთან ერთად მოვიდნენ და გვთხოვეს, ეს ყველაფერი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოგვეგვარებინა. ჩვენ მათ ბოიკო გავატანეთ, რეალური ტერორისტი გადავეცით. მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც ისინი უკვე ადგილზე არიგებდნენ ფულს არა მარტო მიტინგების ორგანიზებისთვის, არამედ პატარ-პატარა დივერსიული აქტებისთვის, ჩვენ დამნაშავეთა დაკავება გადავწყვიტეთ, რადგან როდესაც პირველ შემთხვევაში ჩვენ ეს არასაჯაროდ გავაკეთეთ, მათ ეს, როგორც ჩანს, არ დააფასეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო - პოლკოვნიკ ბორისოვის შემთხვევა. როგორც წესი, როცა დივერსიული აქტის მომწყობი ოფიცერი "ვარდება", მას უკან იწვევენ, ამ შემთხვევაში კი ის არათუ გაიწვიეს, არამედ დამატებითი ჯგუფიც დაახმარეს. ბორისოვის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ის მაინც დატოვეს. ეს ჩემში გაოცებას იწვევს. - როგორ ახსნით ამას? ეს პუტინის მხრიდან თქვენს მიმართ რაღაც პირადულითაა განპირობებული? - არა, არა... - დადიოდა ხმები, რომ თქვენ მას სადღაც "ლილიპუტინი" უწოდეთ... - არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პირადულითაა განპირობებული. პუტინი გაცილებით მეტად ვერ იტანდა შევარდნაძეს. ჩვენ სულ ვამბობთ: გვითხარით, რა გინდათ ჩვენგან? მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და ამას არ მალავს, ჩვენ კი გვსურს, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ. ამიტომ ეს პრინციპების ფუნდამენტური უთანხმოებაა. იმისთვის, რომ სსრკ აღდგეს, მას საქართველოზე და რა თქმა უნდა, უკრაინაზე კონტროლი სჭირდება. - სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება აფხაზეთში რამეს ცვლის? - აბსოლუტურად არა. სხვათაშორის, ბაღაფშის თანამდებობაზე მოსვლას ჩვენ დიდი იმედით შევხდვით. ახლა იქ ყველაფერს უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერლები წყვეტენ და ამას არავინ მალავს. - რუსეთის მსო-ში გაწევრიანება საქართველოს გამო ფერხდება: თქვენ საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტების დადგმას მოითხოვთ, რუსეთის სახელმწიფო კი, ნათელია, ამაზე არ წავა. როგორი გადაწყვეტილებაა შესაძლებელი? - ჩვენ შვეიცარიულ მხარეს ჩვენი კომპრომისული წინადადებები გადავეცით და რუსეთისგან პასუხს დაველოდებით, თუმცაღა ძნელია, საქმე გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც ონიშჩენკოს პირით საქართველოს "ტერიტორიულ-ეთნიკურ ერთეულად" იხსენიებს. სიტუაციაა ასეთი: არ აღიარებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს საზღვრებს, არ აღიარებენ მშვიდობიან შეთანხმებასაც კი და ახლა უკვე ზოგიერთები ჩვენ ქვეყნადაც კი არ გვაღიარებენ, ამიტომ ჩვენ შვეიცარიის საშუალებით ვცდილობთ დიალოგის წარმოებას. რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ვფიქრობ, კომპრომისული ვარიანტები არსებობს. არსებობს დნესტრისპირეთის ვარიანტი, ასევე სხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვაპირებთ, მსო-ის ხარჯზე ჩვენი ყველა პრობლემა მოვაგვაროთ. - თქვენი ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარმატებების შესახებ ლეგენდები დადის. ბევრი ჩინოვნიკის დაკავება მოგიწიათ იმისთვის, რომ ქრთამის აღება გამონაკლისად ქცეულიყო? - დიახ, ძირითადად - ჩვენების, რადგან ძველი ჩინოვნიკები თანხის სანაცლოდ გავუშვით. - "ჩვენების" - ანუ თქვენი ადმინისტრაციის ჩინოვნიკების? - დიახ. ჩავსვით 6 დეპუტატი, მინისტრის 10-12 მოადგილე, რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი... 50 მოსამართლე ფაქტზე დააკავეს, მათგან 40-ს ვიდეო გადაუღეს, როგორ იღებდნენ ქრთამს. ჩვენ ძალიან კარგი ანტიკორუფციული სამსახური გვყავს. მასში ახალგაზრდა ადამიანები მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი, სხვათაშორის, მიტინგზე დაიღუპა (25-26 მაისს). ისინი იდეალისტები არიან და სხვათაშორის, ჩვენ არ გვყავს არცერთი ყოფილი "ფეესბეშნიკი" ან "კაგებეშნიკი". ეს სრულიად ახალი ხალხია. - მაგრამ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. როგორ მიაღწიეთ ამასა? - ჩემი ნათესავების ნახევარი არ მელაპარაკება. მუდმივი პრობლემები მქონდა მეგობრებთან, კლასელებთან, რომლებსაც არ ესმოდათ, რატომ დაუპატიმრეს ვიღაცას ქმარი, სხვა კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემდეგ მიეჩვივნენ, რადგან თუ შენ თავად არ აძლევ მაგალითს, როგორ უნდა მოითხოვო სხვისგან?! ხდება, როცა მთხოვენ: "ჩემი ქალიშვილი სახელმწიფო სამსახურში მოაწყვეო", მე კი ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან როგორც კი ერთს მოაწყობ, ყველა დანარჩენი თავისებს მოაწყობს. ამიტომ ყველაფერი კონკურსის მიხედვითაა და ყველა ტენდერი ელექტრონულია. - რა წარმოადგენს ჩინოვნიკებისთვის მოტივაციას - შიში? - საზოგადოებრივი კონტროლი: მთლიანობაში ამ ზომების ესმით და მხარს უჭერენ. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველა ერთმანეთს იცნობს. აი, მაგალითად, გასულ წელს ეკონომიკის მინისტრის ერთი მოადგილე დააპატიმრეს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში იგი რესტორანში იჯდა, ნასვამი და წინადადებით გამოდიოდა: "მოდით, ახლა ფული გავაკეთოთ, გამოიყენეთ, ვიდრე მე სამსახურში ვარო". იგი პირდაპირ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. - რატომ ირჩევენ თქვენი კორუმპირებულები ასეთ საშიშ ვარიანტს - თანხის აღებას მაშინ, როცა რუსეთში სულ უფრო პოპულარულია ოფშორები და საბანკო ანგარიშები? - ასეც ხდება ხოლმე, თუმცა ჩვენთან უფრო ხშირად ნაღდ ფულს იღებენ. - დიდი ვადით სვამთ ციხეში? - დიახ, დიდი ხნით. კარგად მუშაობს ხერხი, როდესაც 10 დაპატიმრებული ადამიანიდან 2-ს სერიოზულ სასჯელს უსჯიან, დანარჩენები კი გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლოა, გაუშვან კიდეც. ამიტომაც საქართველოში დანაშაულმა იკლო და ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით მეორე ქვეყანა ვართ ევროპაში ისლანდიის შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ, ამას იქამდე მივყავართ, რომ ბევრი პატიმარი გვყავს. ეს ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ სხვადასხვა რამ მოვიფიქრეთ: სპეციალური სამაჯურებით სახლში გაშვება, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მოკლედ, მოქნილი სისტემა. - თქვენს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობზე ბევრი ქალბატონია. როგორ მიიღეს ეს პატრიარქალურ საქართველოში? - ეს ყოველთვის სარისკოა. პარლამენტში 75 მაჟორიტარიდან 1 ქალბატონია და ის მდიდარი ბიზნესმენია. მოსამართლეების უმრავლესობა ქალბატონებია, ასევეა ადმინისტრაციის თანამშრომლების 80%, საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომელთა 70% ქალბატონია. ასევე ბევრ სხვა სამინისტროში, პროკურატურაში. პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილეც ქალბატონია. სხვათაშორის, თუ თქვენ ჩვენს საბაჟოზე მიხვალთ, ნახავთ, რომ იქ სასიამოვნო გოგონები მუშაობენ. ადრე საბაჟოზე ჭუჭყი და აგრესია იყო, ახლა კი სუპერამერკეტია. მოდის გაუპარსავი, დაღლილი თურქი მძღოლი და მას ღიმილით ინგლისურად მოსაუბრე მომხიბლველი გოგონა პასუხობს. - თქვენს კაბინეტში ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ახალი შენობის მაკეტია. რატომ გადაწყვიტეთ საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან 200 კმ-ში გადატანა? რათა ხელისუფლების ერთ-ერთი ინსტიტუტი სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ჯარებისგან შორს ყოფილიყო? - დიახ, მაგრამ ამავდროულად - ახლოს აფხაზეთთან: ქუთაისიდან სოხუმამდე ჩვეულებრივი გზით მაქსიმუმ, ორი საათის სავალია, თბილისიდან კი - თუნდაც ახალი გზებით 5 საათის. დასავლეთ საქართველო, ტრადიციულად, ყოველთვის მოწყვეტილი იყო ცენტრს და ამ გადაწყვეტილებით ამ ტრადიციული რეალობის შეცვლას ვგეგმავთ, - ეს პირველი. მეორეც, ყველა წარმატებული სახელმწიფოს განვითარება ზღვისკენ მიდის, შავი ზღვა კი - იმის წყალობით, რომ თურქეთი დიდ არხს აშენებს, უფრო დიდს, ვიდრე ბოსფორი და დარდანელია, აქტიურდება და ზღვა პრაქტიკულად ღია ხდება, ხოლო ქუთაისიდან ფოთის პორტამდე 1,5 საათის სავალია. და ბოლოს, თბილისი უნდა განიტვირთოს. დედაქალაქის ეგოცენტრულობა თბილისის და მთლიანად საქართველოს განვითარებას ხელს უშლის. თუ ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ, ელიტარიზმი უნდა მოისპოს. ამაშია ქუთაისში პარლამენტის გადატანის სიმბოლურობა. - საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის მმართველობის ფორმა იცვლება - საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოსკენ. ხელისუფლებას პარლამენტი ჩამოაყალიბებს. ის მართლაც ქუთაისში გადავა? - მას იქ ოფისი ექნება, მაგრამ მთავრობა პრინციპში, თბილისში დარჩება, რაც საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან მომენტალური ზეწოლის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. - პრეზიდენტი რეალურ ხელისუფლებას კარგავს? - ვენეციის კომისია დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობის სრული ნიველირება მოგვეხდინა, როგორც ეს პოლონეთში ან იტალიაში მოხდა. უფრო ზუსტად, პრეზიდენტს პრაქტიკულად, არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია არ უნდა დარჩენოდა. მე ვიყავი ერთ-ერთი მათ შორის, ვინც დაჟინებით მოითხოვდა, რომ პრეზიდენტს რაღაც ფუნქციები დარჩენოდა. რატომ? - იმიტომ, რომ ქვეყანა ოკუპაციისა და მუდმივი საფრთხის პირობებში იმყოფება. მეორეც, ვთვლი, რომ არჩეულ პრეზიდენტს რაიმე სახის ეკონომიკური ბერკეტი უნდა დარჩეს, რათა ყველაფერი საპარლამენტო კოალიციაში არ მონოპოლიზდეს. ამიტომ მარეგულირებელი კომისია პრეზიდენტის ხელში რჩება. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში რჩება ასევე დანიშნვები უზენაეს სასამართლოსა და ნაწილობრივ საკონსტიტუციო სასამართლოში. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენს. უფრო ზუსტად, იქ სერიოზული ფუნქციები დარჩა, თუმცა ყოველდღიური მმართველობა საპარლამენტო ხელისუფლების ხელში გადადის. - 2012 წლის იანვარში თქვენი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა იწურება. იმ დროისთვის თქვენ მხოლოდ 45 წლის იქნებით. ქართული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში შესწორებები თქვენთვის ხორციელდება, რათა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერი გახდებით და უკვე ამ რანგში სახელმწიფოს ფაქტობრივ მეთაურად დარჩეთ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? - მმართველობის საპარლამენტო სისტემას სწორედ ოპოზიცია მოითხოვდა. თუმცა მეც ვთვლი, რომ ეს ფორმა საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა. რატომ? - პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი იმაში, რომ რამდენი უფლებამოსილებაც არ უნდა იყოს გაწერილი პრეზიდენტისთვის ქაღალდზე, რეალურად, განსაკუთრებით - პატარა ქვეყნებში მისი უფლებამოსილება ყველა შემთხვევაში საკმაოდ შეზღუდული იქნება. არსებობს ბევრი სხვა რამ, რომელიც ამას ზღუდავს და უმჯობესია, ეს უფლებამოსილება ინსტიტუციონალურად იზღუდებოდეს, ვიდრე ქუჩის რაღაც ქაოტური აქციებითა და სხვა მსგავსი ბერკეტებით. მეორეც, პრინციპში, ჩვენი მმართველობის გამოცდილება კოლექტიური მმართველობის გამოცდილებაა. ჩვენმა გუნდმა 80% სწორედ იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ მე უფლებამოსილების დელეგირებას მუდმივად ვახდენ და პრაქტიკულად არ ვერევი. ჩვენ პრეზიდენტობის 2,5 წელიწადი დაგვრჩა (ვამბობ “ჩვენ”, რადგან ეს არა მარტო მე ვარ, არამედ მთელი ჯგუფი) და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო სისტემამ იმუშაოს. სხვათაშორის, თუ ჩვენი პროგრამების უმრავლესობას გადახედავთ, ისინი 2013 წლამდეა გათვლილი: ყველა ავტობანი 2013 წელს იქნება მზად, ყველა ჩვენი კურორტი 2013 წელს დასრულდება, ახალი რკინიგზა თურქეთამდე - 2012 წელს, ყველა აეროპორტი - 2012 წელს, სწრაფი სარკინიგზო ხაზი - 2013 წელს, ახალი საგანმანათლებლო სისტემა სრულად ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად - 2013 წელს. როგორც ხედავთ, ყველა ძირითადი რეფორმა სწორედ ამ წელს სრულდება. - ანუ, 2013 წელს ქვეყანა სრულიად შეცვლილი იქნება? - ბუნებრივია, თუ მე ახლა ან ერთი წლის შემდეგ საზეიმოდ განვაცხადებდი, რომ მივდივარ, ამით პრაქტიკულად არაფერი განხორციელდებოდა, რადგან ჩვენთან დემოკრატია ჯერ კიდევ არ არის ინსტიტუციონალიზებული და არ შეიძლება იმის თქმა, რომ პიროვნება არაფერს ნიშნავს. შემიძლია, გულახდილად გითხრათ: რეალურად, ჩემს გარემოცვაშიც კი 2013 წლის საკითხი საერთოდ არ განიხილება. - როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას? - პირველ რიგში, 2012 წლის გაზაფხულზე ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მეორეც, ჩვენთან შიდაპარტიული დემოკრატიაა და ბევრი რეალური პოლიტიკური ლიდერი გვყავს. - თქვენნაირი - 67%-იანი რეიტინგი არავის აქვს... - 78%, თუმცა 50%-ზე ნაკლები არასოდეს მქონია. ზოგადად კი, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი პირადი რეიტინგი, სახელმწიფო სამსახურის, არმიის, პოლიციის, პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის რეიტინგია მაღალი. ამასთან, პოლიციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი ყოველთვის ორჯერ მეტია შს მინისტრის პირად რეიტინგზე, ისევე, როგორც ვერც ერთი დეპუტატის მიმართ ნდობა ახლოსაც ვერ მიდის თავად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის რეიტინგთან. არადა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყოველთვის პირიქით იყო. ჩემს პოპულარულობაზეც რომ ვისაუბროთ, მდგომარეობა შეიცვალა: თუ 5-6 წლის წინ მე მხვდებოდნენ, როგორც ფიდელ კასტროს ძველი კუბური გადაცემიდან და მზად იყვნენ, ჩემთვის თუნდაც 2 საათი ესმინათ, ახლა თუ ტელეეკრანზე 6-7 წუთზე მეტს მხედავენ, ადამიანები ტელევიზორს სხვა არხზე რთავენ. ეს იმის მაჩვენებელია, როგორ შეიცვალა ყველაფერი: ჩვენ გამოვედით საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სინდრომიდან. რეფორმები იმით კი არ გამოიხატება, რამდენი გზა ავაშენეთ ან რამდენი კომპიუტერი შევიტანეთ სკოლაში, არამედ მენტალურ ცვლილებაში. ვფიქრობ, რომ ეს ცხრაწლიანი ციკლი ამისათვის საკმარისია. ჩვენ არ გვჭირდება 40 წლიანი სიარული უდაბნოში. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციის უფრო მეტად ხელმისაწვდომობა ადამიანებს უფრო მალე შეცვლის. ეს ახალი თაობა იქნება. - რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად 2012 წლამდე? - უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მსოფლიო ეკონომიკა კვლავ არ ჩამოიშალოს. დანარჩენს ჩვენ თავად გავაკეთებთ. - რუსეთის მხრიდან ახალი საომარი მოქმედების გეშინიათ? - სწორედ ეს მქონდა მხედველობაში... დანამდვილებით არაფერი ვიცით იმის გარდა, რომ რუსეთისთვის ხიჭვივით ვართ... - და მაინც, იყრით თუ არა კენჭს 2012 წლის გაზაფხულზე პარლამენტში, რათა პრემიერ-მინისტრი გახდეთ? - მე ამ საკითხს საერთოდ არ განვიხილავ, თუმცა არსად რომ არ ავორთქლდები, ფაქტია. - ქვეყანაში დარჩებით? - და სად წავიდე?! (იცინის). მაკა ბრეგვაძე საინფორმაციო სააგენტო "პირWელი". http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=71884&Itemid=1 დაითვალეთ რამდენი ტყუილი თქვა ამ ინტერვიუში?
  15. ქდმ-ს ცნობით, ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის ქუთაისში გადატანის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეიტანეს 13:30 06-06-2011 ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის მიზანშეწონილობის საკითხით დაინტერესდნენ. როგორც კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "ქრისტიან-დემოკრატმა" მაგდა ანიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის ქუთაისში გადატანა. მისი თქმით, კონგრესმენების მოსაზრებით, ორ ქალაქში, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობა შესაძლოა, უფრო ნაკლებეფექტური იყოს. ამას გარდა, საპარლამენტო უმცირესობისა და ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრაზე, სტუმრები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესითაც დაინტერესდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე კონგრესმენებმა 26 მაისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატების" პოზაციაც მოისმინეს. ასევე, ანიკაშვილის თქმით, კონგრესმენებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ დაძაბულ ვითარებაზე, ამ ტერიტორიებიდან პროვოკაციების მოწყობის საფრთხეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/170898-qdm-s-cnobith-amerikelma-kongresmenebma-parlamentis-quthaisshi-gadatanis-mizanshetsonilobashi-etcvi-sheitanes.html
  16. ეს საქართველოში სთქვა და ფაქტიურად დაგვაჯვა რა თავზე,ჩვენ რა მიშას დააჯვა.
  17. ხელფასებზე ცხოვრობენ ესენი ხომ?
  18. ამათ გაბაწრულებს ნახავთ ახლო მომავალში.ალბათ წამალსაც იკეთებენ ესენი.
  19. რუსეთი შევა მეთქი მაგ ორგანიზაციაში,რადგან ამერიკა ევროპას სურს ეს ყველაფერი.ჩვენ,ხალხი ამით მივიღებთ საქართველოს „კიმ ჩინ ერს“ და თუ არ გჯერათ,ცოტაც მოიცადეთ. მე არა,თქვენ ვინც მანდ ცხოვრობთ.
  20. შენ ნეულავიმი ჯოზე ანეგდოტი იცი და ვის რა ჩემს ფეხებად უნდა მაგის მოკვლა?
×
×
  • შექმენი...