რაც შეეხება ტალიავინის კომისიის დასკვნას, უბრალოდ ვერ იქნება ეგ დასკვნა ობიექტური...კომისიის წევრები ომი დამთავრებული არ იყო, მაშინვე აკეთებდნენ შეფასებებს, რომ ომი საქართველომ დაიწყოო.. რაც შეეხება ომის დაწყების წინა პერიოდს, ომამდე სრული ორი წელი და განსაკუთრებით ომამდე თვეებში, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი რუსეთის განცხადებებში, მათზე რეაგირებაში, ექსპერტების შეფასებებში როგორც ქართველები, ისე რუსების... ომამდე სამი თვის მანძილზე კი, ყოველდღე ველოდებოდი ომის დაწყებას... ალბათ მედიის ბრალია ეგ კითხვა რომ ჩნდება... სათანადოდ ვერ ვახდენდით ალბათ საფრთხის ჩვენებას... როგორც კი ეგ კითხვა ისმება, მაშინვე დანაშაულის გრძნობა მაქვს ხოლმე... რუსეთის ერთდერთი სტრატეგია, ომის დაწყება იყო... მაგის აცილება კი, ძალიან რთული... ყოველ საფრთხეზე პარლამენტი განცხადებებს აგზავნიდა საერთაშორისო ორგანიზაციებში... მეორე დღეს დილიდანვე პასუხებს ველოდით, უშედეგოთ.... ყველა დუმდა... ეგ კი იმის აშკარა საფუძველი იყო, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა......