Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ვინც არ იცის, ისინი არჩევნებზე ყოველთვის ხელისუფლებას აძლევენ ხმას.... როგორც წესი, საარჩევნო კაამპანიის შედეგად..
  2. ზუგდიდში ეგ საკნები მიშას წინააღმდეგ დგას თუ ოპოზიციის.....????????? :buchti: :buchti:
  3. მიშა მაგარიააააა......... ვანოც მაგარია......... ოპოზიცია "ჩმორია"...............
  4. ეხლა ზაფხულია...., მკვდარი სეზონია და სექტემბრიდან გამოჩნდება რამე :2kiss:
  5. ზუგდიდში "საკნის პატიმრებს” "მიშა მაგარიას" ამღერებენ (Video) ზუგდიდში “საკნის პატიმრებმა“ ახალი კლიპის - “მიშა მაგარია?“ პრეზენტაცია ქალაქის შუაგულში გამართეს. ვიდეო-პროექტორზე ზუგდიდელები “მიშა მაგარია”-ს “განახლებულ” ვარიანტს ისმენდნენ. საკნების აქციის მონაწილეებმა კლიპი საგანგებოდ დაამონტაჟეს, ტექსტი და მუსიკა იგივე დარჩა. ცნობილ კადრებში მიხეილ სააკაშვილი გაქცევითა და ჰალსტუხის ღეჭვით გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საკნების აქცია შადრევანზე აცეკვებული “მიშა მაგარიას” ფონზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკნის “პატიმრები” ამ სიმღერას დღე-ღამის განმავლობაში თითქმის განუწყვეტლივ ისმენდნენ. “ჩვენ, მოსახლეობას დავანახეთ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე და ზუგდიდელ ჩინოვნიკებს და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორი “მაგარია” პრეზიდენტი სააკაშვილი,” - აცხადებს კახა მიქაია. დიდ ეკრანზე კლიპის გამოჩენამ სამართალდამცავთა დაბნეულობა გამოიწვია, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “სამეგრელოჰოტნიუსი”.
  6. მე მგონი ყველგან მაგ დღეშია ხალხი... არავის აღარაფრის სჯერა და ყველას რაღაცის ეშინია..
  7. რა ვი აბა.. ვკითხოთ იულონ გაგოშიძეს...
  8. ამასობაში ჩვენც ვირეცხებით, თორე... ეგენი კი ჩაირეცხნენ უკვე...
  9. ილუზიებით გავიზარდეთ,,, რომ მაგარი და წმინდანი მეფეები გვყავდა.... რომ ყოველთვის ერთ კაცზე იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი,,, და ეგ არის... ჩვენი ბრალი არ არის მთლად.. ასე გავიზარდეთ.... და თუ მომავალ თაობას არ გავზრდით "უშიშნი ვითარცა უხორცონი" მეფეებზე ლეგენდებით ტვინის გამოლაყებით, ბელადომანია ისევ გაგრძელდება.. :resent: :resent:
  10. რა ფაშიზმი, რის ფაშიზმი... მასე ტრაგიკულად სულ აგ ვაქვს საქმე.... სააკაშვილი შესაძლოა ცუდი პრეზიდენტი იყოს, მაგრამ ფაშისტი ნამდვილად არ არის...საქართველოში კიდევ გარდამავალი პერიოდია და არა ფაშიზმი.. უბრალოდ, გარდატეხის ასაკი გაგვიხანგრძლივდა და ზომაზე მეტმა მუწუკებმა დაგვაყარა.... მაგრამ, ესეც გაივლის
  11. ხავსმოკიდებულთა საზოგადოება.... ერთადერთი შანსი რუსეთის შიდადემორალიზებაა.. ისე, მედვედევმა დუმის ფრაქციის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას, ფრიად ეკონომიკურ კრიზისში ვართ და ან გვეშველება ან არაო... იქნებ არ ეშველოთ??? არც ის მგონია, სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს კიდევ, მაგრამ ექსპერტები სულ ამბობდნენ... რუსეთი სამხედრო აგრესიაზე წამსველია შიდა პრობლემების გადასაფარადო... ...
  12. გივი თარგამაძე რუსეთ-უკრაინას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გივი თარგამაძემ განუცხადა, რუსეთის უკრაინის მიმართ განცხადებებში აშკარა მუქარა და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობა ჩანს. მისი თქმით, რუსეთისთვის უკვე არსებობს მძიმე პრეცედენტი, როდესაც ასეთი ჩარევით ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წინაასარჩევნოდ მხოლოდ ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგის გაზრდა მოახერხა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეცდომას აღარ გაიმეორებს და სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია მის დღევანდელ განცხადებებს, შეიარაღებული პროვოკაციები ყირიმში ან უფრო გლობალური დაპისპირება მოჰყვეს. „კარგად მახსოვს, აგვისტოს ომის მერე პუტინმა დაიქადნა, რომ დასჯიდა იუშჩენკოს საქართველოს დახმარების გამო. პუტინი კი ასეთი ტიპის მუქარების შესრულებას ყოველთვის ცდილობს“, – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ რუსეთის განცხადებების ფონი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას ითვალისწინებს, კრემლის მხოლოდ აგრესიულ განწყობას ადასტურებს და, შესაბამისად, რადიკალური მოქმედებებიც არ არის გამორიცხული. რუსეთის მიერ უკრაინასთან შეიარაღებული დაპირისპირების წამოწყების შედეგი კი, როგორც თარგამაძე ამბობს, რუსეთისთვის არასასურველი იქნება. მისი თქმით, გამორიცხულია რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს უკრაინასთან, რაც ასევე ვერ შეძლო საქართველოსთან. „სამწუხაროდ, ელემენტარულ პოლიტიკურ ლოგიკას, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ამოქმედებს, რუსები არასოდეს ითვალისწინებენ ხოლმე“, – აღნიშნა დეპუტატმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. ჩვენ ხო დაგვარტყა უკვე.. ეხლა უკრაინას....მარა შედეგი???? ჩემი აზრით შედეგი მაქსიმუმ 5 წელში რუსეთის დაშლა იქნება..
  14. დღევანდელი განცხადებების ფონი, რომ რუსებს მისი მოქალაქეების შეიარაღებული დაცვის უფლება ეძლევათ უცხო ქვეყანაში.... და კრემლის მუქარები, მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან სამხედრო პროვოკაციისთვის ემზადებაო.. პროვოკაცია შეიძლება იყოს ყირიმში.. ან არ არის გამორიცხული, უფრო გლობალურიცო...
  15. პრესსა გე - წაკითხვა პასიანი გახდა და მალე მიჰყვება მაგას ერთი-ორი სააგენტოც... რაც შეეხება მაესტროს, გაფართოვდნენ ბატონო, სადაც იყვნენ იქ სტუდია ექნებათ, თავად კი სადღაც საბურთალოზე გადავიდნენ და მაგიტომ არის შეფერხებულიიიიიი
  16. მთავარია საგარეო ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში რაღაცა პროცენტი იყოსო, რაც ჩვენთან ნორმალურიაო.. მიმართების პროცენტი არ მახსოვს.... შევეცდები ვიპოვო..
  17. მთავარია გიყვარდეს და ხანგრძლივობას რა აზრი აქვს..
  18. შანსი მართლა არის....თუ არ იქნა და კრახით დასრულდა... ოპოზიციას კიდევ ერთი არგუმენტი ექნება და შემოდგომაზე ტემპერატურის ასაწევად გამოადგება... მაგრამ არ მგონია მასე იყოს...,, მთავარია ოპოზიციამ რეალური სია წარადგინოს,,, თორე... ნოემბრის აქციებისას მაგათ სია რომ წარადგინეს, იქ ისეთი ხალხიც იყო გული გაგისკდებოდა და იმიტომ ქნეს ეგ ამბავი, რომ არ გამოსულიყო
  19. შეხვედრებით ისედაც ხვდებიან... ეს იქნება შეხვედრა კამერების წინ.....თუ მიაღწევენ ე.წ. "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას, იმ ადამიანების ოჯახების ბედნიერებისთვის ნამდვილად ღირს კამერების წინ შეხვედრა
  20. თუ ადამიანში დამოკიდებულებაა, არ აქვს მნიშვნელობა წამალზეა დამოკიდებული, მოსაწევზე თუ სასმელზე.... პრობლემა ის არის, რომ ნარკომანიის, ანუ დამოკიდებულების პრევენცია არ ხდება ადრეულ ასაკშივე.....ნარკოტიკები საერთოდ რომ არ იშოვებოდეს, ლენცოფა მაინც არის, მაკი და კიდევ რაღაცეები... ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც მთელი მსოფლიოს ექსპერტები და ნარკოლოგები იყვნენ, ქართველი ნარკომანების ქიმიური ნიჭით აღფრთოვანდნენ... ისეთ რაღაცეებს ჩალიჩობენ....
  21. სხვათაშორის, ბევრი გადაწყვეტილება გაუქმებულა მაგის გამო.. :yes2: :yes2:
  22. ნარკომანიის ზრდა არხებთან დიდი კავშირში არ არის... ყაყაჩოს, სუბუტექსის, პლანის შოვნას თუ ვინტის კეთებას არანაირი არხები არ სჭირდება.... ნარკომანია ზოგადად, ჩვენნნაირ ქვეყნებში იმედგაცრიების ზრდას და ზოგადად, არასწორ აღზრდას უკავშირდება... ნარკომანიის პირველი ნიშნები ბავშვებს დედები 24 საათიან რეჟიმში სოსკას რომ ჩრიან პირში, სწორედ მაშინ ჩნდება..
  23. თლათ ნუ დაიჯერებთ... მარა... ზოგადად, მედიაში სპეციალურად უშვებენ ხოლმე "ვითომ სანდო წყაროები" ინფორმაციას, რომ მერე საზოგადოების აზრი და პოლიტაზრი მოსინჯონ ხოლმე.... ან თავად "სუბიექტების".... მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნაკლებად დასაჯერებელია ეგ ამბავი...
×
×
  • შექმენი...