Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. Roman კერძო საკუთრება....... მომხვეჭველობა....... რაღაც ხო უნდა გქონდეს.... ხოდა რომ ვერაფერი გაქვს, ცოლის ან ქმრის ყოლაზე გადააყოლებ გულს.........
  2. რატომაც არა.... ახალკაციც გადადგა... ე,ი, ბოკერიას მიეხურა.... ფედერაციაშიც ვანოს კაცი გაეძრობა
  3. ხშირად??? ამნისტიის კანონში მუხლები საბოლოოდ რისი მიხედვით ჩამოყალიბდა??? არაფრის..... დადეს სიაც და მუხლებიც ვანომ და ზურიკელამ...
  4. მაგარი შიდა ნაწილაობა მიდის რა... ყველგან ვანოს სასტავის ხალხი ინიშნება..... ბოკერია-უგულავა-გაბაშვილს კი დღიდიდღე აჩოჩებენ.//////// ვნახავ მე ამათ ოპოზიციაში და მათთვის ტაშისმკვრელებსაც რა დალევს////
  5. ნუ ახლა... :buchti: :buchti: ისე, ადამიანმა ყველა წესი უნდა შეასრულოს რაც ადრეულ საუკუნეებში ვიღაცამ დააბრეხვა??? მაგალითად, ერთი ასეთი დაბრეხვება იყო: ქალმა და კაცმა უნდა შექმნან ოჯახი
  6. არა, ჯერ არ ერთიანდებიან, მაგრამ რომ გაერთიანდნენ, მოხდება ვითომ რამე???? თან პოლიტფორუმის ადმინისტრაცია სულ შეიცვლა ........ პლანეტის ადმინისტრაცია რას იტყვის ამ ინიციატივაზე?? და რა თქმა უნდა თქვენ!!! უზერებო!!!!???!!!! :buchti: :buchti:
  7. მავნე ჩვევა კი არა დააა..... პაპიროსის წევა თუ დაიწყო ქალმა, მე ვიცი მერე ეგ რასაც იზამს!!!!!!!!
  8. პრობაციონერებს პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცემათ. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით სიახლეები, “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტშია გათავლიწინებული, რომლის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კანონპროექტით, შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულის განცხადებით, თუ მას პრობაციის ბიუროს უფროსი დააკმაყოფილებს, სათანადო საფასურის გადახდის შემთხვევაში, მსჯავრდებულს დაუწესდეს შესაბამისი შეღავათი და გათავისუფლდეს პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი მოახდენს პრობაციონერის ქცევის კონტროლს, რომელიც მას სახლში მიაკითხავს ხოლმე. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების საფასური თვეში 250 ლარი იქნება, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება. ამასთან, შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულის მიერ რამდენიმე თვის საფასურის წინასწარ გადახდაც. მართალია, არც პროექტში და არც განმარტებით ბარათშო იმ ოთხეულის სახელი და გვარი ნახსენები არ არის, მაგრამ აშკარად მათთვის კეთდება
  9. ხოოოო... წესით, მაგის აღარ უნდა გჯეროდეს..... რევოლუცია ვეღარასოდეს მოვაა...... ლიანდაგები აყარეეს!!!!
  10. რამდენი ქურთი ცხოვრობს დააააა...... ჩემს სადარბაზოში 9..... თუ მათთან მიმსვლელებს გადავხედავთ. ასე 40-მდეს ვიცნობ :buchti: :buchti: ისე, კაი ხალხია
  11. ეგ სიტერია არ არის... ცოტა რაღაცნაირი პროტესტია.... რუსულად ნათარგმნი უცხოური ფილმების აკრძალვის ინიციატივა რომ უნდა შესულიყო პარლამენტში.....ისე გამოხარდა/////// ცეკვა-ცეკვით ვამცნე საზოგადეობას,..... მაგრამ..რა იყო შედეგი??? არაფერი.... ეს საზიზღრები, რუსები უნდა შეგვაძულონო... რას გვიშვრება მიშაო (რა შუაში იყო მიშა) და ა.შ... ასე რომ, საზოგადოებაში არ არის ანტირუსული ისტერია.... ჩემში კი არის...... და ლოგიკურად....
  12. აბა ტყუილად ვჩალიჩობ???? ;)
  13. რომელი და მაგალითად პირველი დამავიწყდა, მეორეც, მესამეც.... ხოდა, მეცხრე "სხვა რამეა" მგონი კაი
  14. ხო, გათავიუფლდები ზედმეტი ფიქრისგან და მერე???? მერეა "უბედურობა" თორეემმმმმმმ..... თუ ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლებას, ჩვეულებრივი "საკმარისი" ფიქრებისგან გათავისუფლებაც მიაყოლეეე....
  15. ხოო... ყოჩაღ შენ...... დადგა მგონი 21-ე საუკუნე... მარაა, სანამ ოჯახს შექმნი მანამდე მარტო "ჰკოცნაზე" ამბობს თუ სხვა რამეეებზეც??? ;)
  16. კი...... ეგ ის შემთხვევაა, როცა არ იცი რა.. არადა, გინდა თუ არა, საიდომლოებაო... და ალბათ მართლა საიდუმლოა..
  17. თურმე მიშა ბოთლის ნამსხვრებეს ჭამს..... ღამე კუდი გამოსდის და იმ კუდით ვანო მერაბიშვილს სცემს.... თურმე მიშას 37 კბილი ჰქონია და მალავენ......
  18. მამაკაცთა უმრავლესობა, რაოდენ მამაცი და მტკიცეც არ უნდა ჩანდეს, სინამდვილეში საკმაოდ მშიშარა არსებაა. გერმანელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, კაცებს ბევრი რამის ეშინიათ, მაგალითად, იმის, რომ მამას არ ეყვარებათ (თანაც ეს შიში რატომღაც პირველ ადგილზე დგას), საყვარელი ქალი უარყოფთ, ასევე - უბედური შემთხვევების, მარტოობის, ხელქვეითებზე კონტროლის დაკარგვის და სხვა. მსგავს შიშებს ასე თუ ისე უმკლავდებიან, მაგრამ არსებობს ცხოვრების კიდევ ერთი მხარე, სადაც იოლად მოწყვლად და მღელვარე მამაკაცურ სულს ქალისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია. ქალბატონები, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რომ როდესაც გულის სწორი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ნერვიულობას იწყებს, სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშ, რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ლოგინში? "ვაითუ არაფერი გამომივიდეს!" ყველა მამაკაცის ქვეცნობიერებაში ეს შიში სადღაც არის მოთავსებული. ის განსაკუთრებით მწვავედ გამომჟღავნდება, თუ თქვენი გმირი ადრეც მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში. სხვათა შორის, არსებობს ერთი უცნაური მითი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის სექსუალური აქტის ჩატარება შეუძლია, ამიტომ მას, ვისაც ჯერ მარცხი არ მოსვლია, ყოველთვის ეშინია, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მისი ლიმიტი ამოიწურება და... რა თქმა უნდა, ეს აზრი მეცნიერული თვალსაზრისით მეტად უსუსურია, ამიტომ თუ თქვენი მამაკაცი ნებისმიერი მიზეზით ცდილობს, თავიდან აიცილოს თქვენთან სიახლოვე, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მას ეშინია. ასეთ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ნურაფერს დააძალებთ, მაგრამ ამასთანავე განუწყვეტლივ მიახვედრეთ, რაოდენ ძვირფასი და მიმზიდველია იგი თქვენთვის. თუ, ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიებთ, ინიციატივა აქაც საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. როდესაც ბორბალი დატრიალდება, მამაკაცი დაივიწყებს საკუთარ შიშს. ქალწულობა. გაიგონებს თუ არა ამ ჯადოსნურ სიტყვას, მამაკაცების ნახევარზე მეტი ველური ყვირილით გარბის და ქალის თვალთახედვის არიდან იკარგება. მათ, პირველ რიგში, დამატებითი პასუხისმგებლობის ეშინიათ: ვაითუ პირველივე აქტის შემდეგ ჩაებღაუჭოთ და მაჩის ბიუროში წაათრიოთ! მეორე მიზეზი ქალიშვილისთვის ტკივილის მიყენების შიშია, ამიტომ სიახლოვისას კავალერი საგონებელში რომ არ ჩააგდოთ, ან ადრევე გააფრთხილეთ ამის შესახებ, ან აუხსენით, რომ სულაც არ აპირებთ მის დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, რადგან საკუთარ დამოუკიდებლობას უფრო მეტად აფასებთ. შედარება. თუ მამაკაცთან შემთხვევით წამოგცდათ წარსულში არსებული რომანის შესახებ, თქვენი საქმე (უფრო კი - მისი) წასულია. კაცი მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, ვინ უფრო "მაგარია" - თვითონ თუ მისი (თუნდაც ყოფილი) მეტოქე. ამიტომ ერიდეთ გულახდილობას. სხვათა შორის, არც ყოფილი მეგობრის ლანძღვა შეიძლება, რადგან, - უცნაურია, მაგრამ ასეა - მამაკაცური სოლიდარობის გამო თქვენი კავალერი მის მხარეს დაიკავებს, მეორეც, შეეშინდება, რომ თუ ერთმანეთს დაშორდებით, მის შესახებაც იმავეს იტყვით. საკუთარი გარეგნობა. როგორი თვითდაჯერებითაც არ უნდა გაჰყვიროდეს ძლიერი სქესი, ნამდვილი მამაკაცისათვის საკუთარ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, არ დაუჯეროთ. სინამდვილეში პირიქითაა - ამ მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსი მამაკაცებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ქალბატონებს, ამიტომ თუ თქვენი მიჯნური ტანსაცმლის სრულ სიბნელეში გახდას ამჯობინებს და თუ ამ დროს შემთხვევით აანთებთ ნათურას, მაშინვე შესწევს მუცელს და ყველა კუნთს დაჭიმავს, სავარაუდოდ, მას საკუთარი გარეგნობის რცხვენია. ხშირად გაუმეორეთ, რომ მას შესანიშნავი ფიგურა აქვს, რომ მომცროღიპიანი მამაკაცები კულტურისტებზე მეტად გიზიდავთ და მისი შიშები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. სწრაფი ორგაზმი. როდესაც თავისი ორგანიზმის ეს თავისებურება იცის, თქვენი თაყვანისმცემელი შიშს თავისდაუნებურად გაამჟღავნებს. კერძოდ, გულს გაგიწყალებთ შეკითხვებით: კარგი იყო თუ არაო, მოასწარი თუ არაო და ა. შ. არსებობს სტერეოტიპი, რომ მიტოვების ქალებს უფრო მეტად ეშინიათ. სინამდვილეში ამ მხრივ მამაკაცების შიში გაცილებით ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაშორების მიზეზი ქალის დაუკმაყოფილებლობაა. თუ ასეთი მამაკაცი შეგხვდათ, მაგრამ მასთან განშორება არ გსურთ, მიაჩვიეთ იგი ხანგრძლივ პრელუდიას. შედეგი მისთვისაც და თქვენთვისაც განსაცვიფრებელი იქნება. პარტნიორის აქტიურობა ან სიცივე. პირველ შემთხვევაში მამაკაცს აშინებს ქალის მბრძანებლური ტონი და მისი მითითებები. მითითებების ნაცვლად შეგიძლიათ, უბრალოდ, სთხოვოთ. სჯობს, დამპყრობლად მან იგრძნოს თავი, იგრძნოს მასზე თქვენი დამოკიდებულება. მეორე შემთხვევაში კაცს აშინებს კუნძის მსგავსი ქალი. არ გამოგიტყდებათ, მაგრამ შეიძლება, ესეც კი საკუთარ თავს დააბრალოს. გაეთამაშეთ, გამოხატეთ ვნება. ვინ იცის, ამ როლმა თქვენც გაგიტაცოთ.
  19. ლიბიდო (ლათ. "ლიბიდო" - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა) ადამიანის ორგანიზმის მრავალფაქტორიანი ფუნქციაა. მასზე გავლენას ახდენს განწყობა, ფიზიკური მდგომარეობა და მრავალი ფსიქიკური ფაქტორი. ლიბიდო ასევე დამოკიდებულია წელიწადის დროზე, სოციალურ მდგომარეობაზე, სამუშაოს ხასიათზე და სხვა. ლიბიდოს დაქვეითება ანუ სექსუალური ლტოლვის შესუსტება შესაძლოა გამოიწვიოს: ამა თუ იმ დაავადების (მათ შორის - გულის, კუჭის, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის პათოლოგიების) მიმდინარეობამ, უგუნებობამ და საერთო ტონუსის დაქვეითებამ, დეპრესიამ, სტრესმა, დაძაბულმა სამუშაომ, ოჯახურმა პრობლემებმა, სამკურნალო საშუალებების გვერდითმა მოვლენებმა, მათ შორის - ნეიროლეპტიკების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მეთილდოფას, რეზერპინის, ქალური ჰორმონების მიღების დამთავრების შემდგომმა მოვლენებმა. ლიბიდოსა და ორგანიზმის სექსუალურ ფუნქციას ენდოკრინული სისტემა განაგებს. ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებს მამაკაცის სქესობრივი ჰორმონის - ტესტოსტერონის დონე. ეს უკანასკნელი სათესლეებში გამომუშავდება. მის დონეს, ერექციასა და ეაკულაციას (თესლდანთხევას) თავის ტვინი და პერიფერიული ნერვული სისტემა აკონტროლებს, ამიტომ პრობლემებს, რომლებიც ნერვული სისტემის მოქმედებას უკავშირდება, ძალუძს, უშუალო გავლენა მოახდინოს სექსუალური სურვილის დონეზე. ჰორმონულ დარღვევებს, რომლებიც მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითებას ან გაქრობას იწვევს (უკიდურესი გამოვლინება - სექსისადმი ზიზღი), როგორც წესი, მოსდევს ერექციისა და ეაკულაციის დარღვევაც. ამ შემთხვევაში შესაძლოა მამაკაცს განუვითარდეს ქალური ნიშნები - მაღალი ხმა, სხეულსა და ტანზე თმიანობის უქონლობა, ცხიმის დაგროვება მკერდის, თეძოებისა და ბარძაყების მიდამოში. უკიდურეს გამოვლინებად შესაძლოა იქცეს სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია მამაკაცური ჰორმონების დაქვეითება ან დადგინდეს სხვა მიზეზები. ხშირად სექსუალური სურვილის უქონლობა ან ლტოლვის მკვეთრი დაქვეითება ფსიქოლოგიური ფაქტორით არის განპირობებული. ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ქრონიკული ან პერმანენტული სტრესი, განგაშის განცდა, დეპრესია, განცდა, რომელიც სექსუალურ წარუმატებლობას უკავშირდება. ლიბიდოს დაქვეითება მამაკაცს შესაძლოა განუვითარდეს მკაცრი აღზრდის შედეგად ან იმ კულტურული ტრადიციების ფონზე, რომელიც ბავშვობაში ჩაუნერგეს. მრავალი პაციენტი ლიბიდოს დაქვეითების მიზეზად რეგულარული სქესობრივი პარტნიორის სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვას მიიჩნევს, თუმცა ამ დროს ვიზუალური ან პლატონური ინტერესი შენარჩუნებულია. სექსუალური კონტაქტებისგან ხანგრძლივი თავშეკავებაც ლიბიდოს დაქვეითებას ან მის გაქრობას იწვევს. ამრიგად, მამაკაცის ლიბიდოს დაქვეითება ერთგვარ მოჯადოებულ წრეს აჩენს - სექსუალური სურვილის დაქვეითებას სქესობრივი კონტაქტების უქონლობამდე მივყავართ, ხოლო სქესობრივი კონტაქტების უქონლობა იწვევს შეგუბებით მოვლენებს, ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებას და კიდევ უფრო ასუსტებს ლიბიდოს. ამასთანავე, ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები, მამაკაცს ეუფლება გაღიზიანება, განგაშის შეგრძნება, დეპრესია. ამ წრიდან თავის დაღწევა მხოლოდ ანდროლოგის ან სექსოლოგის დახმარებით არის შესაძლებელი. როგორ მკურნალობენ ლიბიდოს დაქვეითებას ითვლება, რომ მამაკაცები ყველგან და ყოველთვის მზად არიან, თუნდაც ქალის სილუეტი ჯერ მხოლოდ ჰორიზონტზე კრთოდეს, სექსოლოგები კი ამბობენ, რომ ბოლო ხანს საგრძნობლად გაიზარდა იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც საკუთარი ლიბიდოთი უკმაყოფილონი არიან. არადა წინათ სქესობრივი ლტოლვის სისუსტეს უმთავრესად ქალბატონები უჩიოდნენ... საზოგადოდ, ამ სფეროში მკვეთრი საზღვრის გავლება ძნელია. ბევრი რამ მაინც გენეტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ადამიანთა დაახლოებით 30% მაღალი სექსუალურობის გენის მატარებელია, 60%-ს აქვს გენის ვარიანტი, რომელიც შედარებით დაბალ სექსუალურ ლტოლვას განსაზღვრავს, დანარჩენ 10%-ს კი - გენის სხვა ნაირსახეობები. აქედან გამომდინარე, დაბალი სექსუალური ლტოლვა შესაძლოა ადამიანისთვის ნორმა იყოს და არა ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური პათოლოგია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ერთმანეთში არ უნდა აურიოთ პოტენციის პრობლემები და დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა. ლიბიდო - ეს სქესობრივი სიახლოვის სურვილია, პოტენცია - ამ სურვილის ასრულების შესაძლებლობა და შესაძლოა, ეს ორი პათოლოგია ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს გვერდიგვერდ. ლიბიდოს დაქვეითების დიაგნოსტიკა და მკურნალობა პრობლემის მრავალფაქტორიან ანალიზს და პათოლოგიის ძირითადი მიზეზების გამოვლენას გულისხმობს. სათქმელად ადვილია, ხოლო შესასრულებლად - ძნელი. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, მკურნალობა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს, თანაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მკურნალობას კონკრეტული პაციენტისთვის მისაღები და ოპტიმალური გზით წარმართავს. მკითხველმა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით შესაძლოა გამოძებნოს ამა თუ იმ ვიტამინით (ან ვიტამინებით) დახუნძლული ან აფროდიზიაკებით (აღმგზნები ნივთიერებებით) გაჯერებული მკურნალობის (!) საეჭვო გზა. გვერწმუნეთ, ყურმოკრული მეთოდით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სამაგიეროდ, შეგვიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ რელაქსაცია (მოდუნება), სტრესების თავიდან აცილება, რაციონალური კვება, ფიზიკური ვარჯიში და თვითრეალიზაცია - ცხოვრების ჯანსაღი წესის ის საფუძველია, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი (ნორმალური) სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნებას. რა შუაშია, მარა იყოს რა
  20. სული ცალკეა, სხეული ცალკე///// ისევე როგორც, კარგი ადამიანები ან დიდ და ლამაზ სასახლეში ცხოვრებენ, ან პატარა და გაპარტახებულ ქოხში...
  21. რატომ?? მე სერიოზულად ვაპირებ ამ საკითხის ლობირებას..... მასე, ჩვენ სულ ოკუპირებული ვიქნებით, სულ გაჭირვებულები და სუილ დაბომბილები... :( :sorry: ხოდა გული მაინც გავიხაროთ...
×
×
  • შექმენი...