Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ხო მარა, იყოს მაინც.. 40 მილიონ ესენი ჭამაში ხარჯავენ და ეგ ფილმი კი წაადგება მაინც ქვეყანას
  2. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლების პირველ პირებს კატეგორიულად სთხოვს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელებულ ეკლესიის შეურაცხმყოფელ მასალებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ დღეს, პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მისი მოძრაობა ერთი დღის განმავლობაში შეგნებულად იკავებდა თავს ამ ფაქტების კომენტირებისგან, რადგან ისინი თავს იკავებდნენ სიბილწის პოპულარიზებისგან. თუმცა, მას შემდეგ, რაც `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ წევრებმა მოისმინეს თავად ამ ვიდეო რგოლების გამავრცელებლის კომენტარები და შეფასებები, მიიღეს გადაწყვეტილება, ამ ფაქტებისადმი შეფასება მიეცათ. როგორც თარგამაძე აცხადებს, ეს პირადი შეურაცხყოფაა როგორც თავად `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის~, ისე მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ზოგადად, ასეთი შინაარსის და პატრიარქის დისკრედიტაციის შემცველი მასალების გავრცელებას გიორგი თარგამაძე ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობად აფასებს, რომლის მიზანი, საზოგადოებრივი ასპარეზიდან ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრის განმსაზღვრელი ინსტიტუტის გარიყვა და გაძევებაა. ასევე, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ სახეზეა ლიბერალულ და სამოქალაქო აზროვნებას ამოფარებული კლასიკური ბოლშევიკური სიმპტომები, რომელიც ავტორთა არასრულფასოვნების კომპლექსისა და პატრიარქის უპრეცედენტოდ მაღალი ავტორიტეტით გამოწვეული გაღიზიანებით არის ნაკარნახევი. `თუთბერიძის მიერ პატრიარქის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დადანაშაულება იყო ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის დადანაშაულება",- აცხადებს გიორგი თარგამაძე. მისი აზრით, ამ ღირებულებების შელახვის მცდელობა პროვოკაციულობის დიდი საფრთხის შემცველიც არის, რადგან ეს შეურაცხყოფა პირად შეურაცხყოფად აღიქვა ქვეყნის სრულმა უმრავლესობამ. გიორგი თარგამაძეს აინტერესებს პატრიარქის და ეკლესიის დისკრედიტაციის შემცველი მასალების გავრცელების იდეა ხელისუფლებიდან მოდის თუ ხელისუფლებაში "ჩაბუდებული მარგინალური ჯგუფის" მხრიდან. სწორედ ამის გამო იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიციის დაფიქსირებას კატეგორიულად სთხოვს.
  3. ქალების რა მოგახსენოთ მარა...მთელი ახალგაზრდობა "ვგიჟდებოდი" ამ კაცზე http://i043.radikal.ru/0909/89/089b906166b6.jpg
  4. როგორც შენ დაიბადე იმისთვის რომ წასულიყავი, ისე დაიბადა ის მიშას როლი რომ ეთამაშა.... ისე, ყველანი იმიტომ ვიბადებით, რომ რაღაც მოხდეს
  5. დეპუტატ გიორგი კანდელაკს, რომელიც თეა თუთბერიძესთან ერთად მოძრაობა “კმარას” წევრი იყო, პატრიარქის წინააღმდეგ დამზადებული ვიდეო-მასალები არ მოსწონს, თუმცა, ეს ფაქტი მაინც სიტყვის თავისუფლებად მიაჩნია. როგორც კანდელაკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს ეს ვიდეო-რგოლები, მიაჩნია რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. აი ეს ბიჭი, მე მგონიი............ :help:
  6. ამ შემთხვევაში რადიკალიზმი აბსურდში გადაიზარდა///
  7. რა იცოდი აბა?? რა იცოდი?? ჰა?? შენ თუ რამე იცოდი???? ისე, ზოგადად, არავინ არაფერი იცის და.. შენ რა იცი აბა?? :buchti: :buchti: :buchti:
  8. უი...რა პრობლემაა.. ეხ, ჩემთვის იმდენი რამე უწოდებიათ როოო//// ეგ ყველაზე ლიბერალურია.... ვიქნები რა მიშმაკაკა...."მევასება" ეს მიშა და მომკალით/// მაღალია, უპროგნოზო და შერეკილი... ასეთი პრეზიდენტი მინდა მე/// ჭკვიანი და გაწონასწორებული პრეზიდენტი თქვენი იყოს dire :2kiss:
  9. აუუუ... თქვი რა რა ტერმინი იყო... მართლა მაინტერესებს... რა ტერმინიც არ უნდა იყოს, უსაფუძვლო იქნებოდა და მაინც იუმორით მივიღებდი.... და იმედი მაქვს, შენც მასევე იტყოდი//// :D
  10. მოიცათ//// მე ვიყავი გადაღებებზე.... ე.ი. რა რო??
  11. როგორ მიგაჩნიათ, ზოგადად, საპატრიარქოს როლი როგორი უნდა იყოს სახელმწიფოში???....
  12. თუ მიშასთან ბრძოლას გააგრძელებთ..... ყველანი ბრძოლის ველზე დაიხოცებით და ებრალიძე გაიმარჯვეებს
  13. კოკო არ არის ის ტიპი, რომ ვინმეს დედა უტიროს//// და არც სრულფასოვანი გამოძიება იქნება თუნდაც იმიტომ, რომ კოკოს დაბარებულზე მანანა არ მივა პარლამენტში... უმრავლსობსი ნაწილი იმან გააღიზიანა, რამაც მეც გამაღიზიანა და წესით ბევრი ნორმალური ადამიანი.... ტიპს უნდა პარლამენტში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა ჩვეულებრივი დეპუტატობა და თან არც ჩვეულებრივი დაბრუნება უნდა... მისამ რომ მანდატების აღდგენის ინიციატივა გაჟღერა, ძალიან მალევე გაირკვა, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა და კოკო დაბრუნდებოდა... გამაღიზიანებელი ამ ადამიანის მიერ მამის სახელის ძველი მიქარული გამოსასწორებელი საბაბი გახდა... და თან... კოკოა კაცი, რომელმაც, არეულობა დაიწყო თუ არა... დაჰკრა ფეხი და შვეიცარიაში წავიდა//// .. ასე, რომ.... თან, ინტერესთა კონფლიქტია - მამის საქმე შვილი ვერ გამოიძიებს.....მაგრამ, უმრავლესობაში იმასაც "კაიფობენ", რომ შვილს გააჩიაო..
  14. თეა თუთბერიძეს უბრალოდ არავინ არ "ჟი-ავს" და იმან გააგიჟა.... გამოიჩინეთ გულმოწყალება, გაწირეთ ვინმემ თავი, "უქენით" და დამშვიდდება//
  15. პარლამენტში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დადგენას შეეცდებიან. დეპუტატები, როგორც უმრავლსობიდან, ისე ოპოზიციიდან თანხმდებიან, რომ ეს მიზეზები უნდა დადგინდეს და შესაბამისი კომისიაც უნდა შეიქმნას, თუმცა კომისია საგამოძიებო იქნება თუ სპეციალური, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტში ხვალ მიიღებენ. რამდნეიმე თვის წინ, საპარლამენტო კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მზად იყო, პარლამენტში ასეთი კომისია შეექმნა და მისი თავმჯდომარეობა, პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას შვილისთვის, კონსტანტინე გამსახურდიასთვის შეეთავაზებინა. მოგვიანებით კი, კომისიის შექმნის იდეა პლენარულ სხდომაზე “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდო ბაღათურიამ დააყენა, ინიციატივა კი დღეს ბიუროს წარუდგინა. ბიუროს სხდომაზე ინიციატივას პირველი უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა, ისტორიის წინაშე ვალდებულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის შექმნით ბევრ საკითხს და ფაქტს “აეხდება ფარდა”. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით კი, რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო გაჭირდება სიმართლის დადგენა. თარგამაძემ საპარლამენტო კომისიის დროულად შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შესაბამისად, კომისიის პრინციპთან ერთად, ხვალ გაირკვევა, კომისიის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად რომელი ფრაქციის იქნება. რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ ერთი დეპუტატის მოთხოვნით არ შედის. აღნიშნული საკითხების დროულად გარკვევის შემთხვევაში, კომისიის შექმნის მიზანშეწონილებაზე პარლამენტი უკვე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზევე იმსჯელებს, მანამდე კი, სავარაუდოდ, ბიუროს სხდომა გაიმართება. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს... უკვე საღამოს/// უმრავლესობის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კომისიის შექმნის გადაწყვეტილება არ მოსწონს და ეს ერთგვარ ცინიკურ გამოვლინებადაც კი მიაჩნიათ. უმრავლესობაში კულუარულად ადასტურებენ, რომ ამ კომისიის შექმნა სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნების საკითხს უკავშირდება და მათ უკმაყოფილებასაც სწორედ ამ გარემოებით ხსნიან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა ერთგვარად აუფასურებს იმ ფასეულობას და ღირებულებას, რაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აღნიშნავს, რომ კენჭისყრისას კომისიის შექმნის საკითხსაც, სავარაუდოდ, სრული მხარდაჭერა არ ექნება. ასევე, შესაძლოა იყოს განსხვავებული პოზიციები კომისიაში შესვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმე დეპუტატი აღნიშნავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში შესაძლოა მათ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარიც კი განაცხადონ.
  16. :ravic: :ravic: თუ სიზმარში ეროტიკულ სცენებს ხედავ, სექსოლოგთან წასვლაზე უნდა იფიქრო, თუ მონაწილეობ მათში, აღარც უნდა იფიქრო, ისე წახვიდეო... და თუ სიზმარში მსგავსს არაფერს არ ხედავო, მაინც უნდა წახვიდეო და.. ე.ი. აქ სხვა ყველაფერთან ერთად ვწერთ სექსოპათოლოგების მისამართებს////
  17. რას და, რედისონში, გრეჩიხამ უთხრა თანაგუნდელებს, რომ მაესტრო არქივისთვის იღებსო, თქვე მაგისი არ შეგეშინდეთო... მერე გარედაქტირდება და ისე გავა ეთერშიო... ხოდა დასხდნენ ჩვენი რჩეულნი და იმისთანები იბჟოტიალეს.. ვიჯექი და ისევე მრცხვენოდა, როგორც ხანდახან პლენარულ სხდომებზე....- მესტრომ ორი საათი პირდაპირ ეთერში გაუშვა ეს უბედურობა
  18. :buchti: :buchti: :buchti: არადა, ზემოთხსენებულში შეძრომას გვაძალებენ..... ნეტა, ებრალიძის სახელით პუტინს მადლობა არ შეუთვალეს ქართველი ხალხის გულმხურვალე სიყვარულისთვის???
  19. ხოოო.. თავისუფლება ისეთი რამეა, რომ მისით ყველა უნდა სარგებლობდეს.... მისივე მოწინააღმდეგეებიც კი..
  20. ყველაზე უაზრო წესი, რაც გამოუგონებით..ისეთივე უაზროა, როგორც დალევის შემდეგ პახმელია... ან გინდა თუ არა, წვიმაში ქოლგის დაჭერა... ან, ქალს რომ კაბა უნდა ეცვას და კაცს შარვალი......დილაობით სახლის დაგვა.....ძმაკაცის დობა, მეზობლის ქალისთვის ხელის არ ხლება.. სკოლაში მაინცდამაინც 6 წლის ასაკში შესვლა..........და მუსიკალური სკოლის სავალდებულო დამთავრება და ა.შ
  21. ქვა ქვაზე არ დარჩება ...მერე, იმედი გვექნება რომ მაგარი ერი ვართ და გადავრჩებით.... მერე საჭმელი კი იქნება, მარა მაინც ერთმანეთს დავჭამთ და ბოლოს აღარ ვიქნებით რა და ეგაა
  22. რავიც აბა ჩემო dire არჩევანი არაფერზე არასოდეს არ გამიკეთებია... თავისით კეთდება ხოლმე.. და არც იმაზე ფიქრით უნდა მოიკლა თავი, გაგიმართლა თუ არა.. არ ღირს ცხოვრება დარდად და მექარისწისქვილეობად... ხოდა, თუ გააკეთეთ არცენები,,,,კარგია... თუ არა, ეგეც კარგია.. და ზოგადად.. ყველაფერი კარგია ამ პლანეტაზე სიკვდილის გარდა
  23. ჩვენ, პოლიტიკის მკეთებლებმა თუ ზოგადად ერმა??? :mamao: :mamao:
×
×
  • შექმენი...