Jump to content
Planeta.Ge

machkatela

პლანეტელი
  • პოსტები

    3.203
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი machkatela

  1. ოანკისელებს, არც ვინმე უცხო უნახავთ, არც შეუმჩნევიათ და არც არაფერი... პანკისში ვაჰაბისტები იყვნენ, ჩვეულებრივ... ბოლო წლებში აღარ არიან... მეჩეთიც ვაჰაბისტებმა ააშენეს
  2. ვაააა...იეჰოველი ხარ??????? :buchti: :buchti:
  3. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირებს შეეხებათ. პარლამენტში დღეს შესული “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგიის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა. ამასთან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება - მსჯავრდებულ პირებს. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. რაც შეეხება 273 ე მუხლს, ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის. დანაშაული, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. კანონპროექტი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დამტკიცდება.
  4. კაი, მარა...თუ ბედნიერი რანაირად უნდა იყოს ადამიანი.... უბედური რაღატომ უნდა იყოს???
  5. პროვოკაციას თავიდან ჭკვიანი იცილებს.... ამათთან კი რა შუაშია ეს სიტყვა??
  6. შალიკოს კიდევ ექნება მაგის შანსი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, კიდევ გაყიდის ადგილებს/////\ პურის ჭამა ხო უნდა ოჯახს??
  7. ეხ ალასანია, რა კაცი იყო,.... მიახტა სუბარს... დაესახელებინა საკრებულოს თაავმჯოდმარედ გუბაზა და ვეღარაფერი უშველიდა გიგის... ახლა კი შველი შანსი აქვს
  8. თუნდაც, შემდეგი პრეზიდენტიც და პრემიერიც მაინც იქნება,,, ხოდა, შეჩვეული ჭირი ხო ჯობია
  9. არცეთი... მაინც ტარაკანისებრთა ჯიშია ორივე
  10. ურთიერთობაში აუცილებელია ყველაფერი, სექსის, კოცნისა და ხვევნის გარდა მაგ: გალაწუნება, მიჩექმვა..
  11. ისე არაა დასაკარგი მიშა... იყოს პრემიერად, რასა ერჩით>??? ვინც არ უნდა მოვიდეს, მერე იმასაც შეიძულებთ.....ამ ქვეყანაში პრეზიდენტები სძულდებათ ხოლმე, იმიტომ რომ თავიდან უყვართ ////
  12. მთელ საზოგადოებაში ისე გამალებით მიდის მსჯელობა რელიგიურ თემებზე რომ.///// აშკარაა, რაღაც ხდება დიიიდი არარელიგიური,..... ეს არის შემოგდებული თემა....ყველაზე მნიშვნელოვანიდან ყურადღების გადასატანად....
  13. რას ამბობ.... ამ ხალხს სტაბილური შემოსავალი რომ მისცე.....ვერ აზროვნება მერე ნახეეეე...... გამძღარი ერი ვერ აზროვნებს... ქრისტიანობაც მშივრების და დაჩაგრულების რელიგიაა....
  14. აუუ.. ბოდავს რა ეს პირველი.... ვანო მერაბიშვილს უნდოდა გიგის მერობა.... მარა, მასე სადაა.... მომავალი მერი, მომავალი პრეზიდენტია... ხოდა, გეგენავა და პრეზიდენტი??? ასე რომ, გიგი უკვე კმპანიაშია და მაგისთვის იხარჯება ფული..... მოკლედ, მომავალი მერი გიგია, პრეზიდენტობამდე კი ბევრი უკლიაა
  15. ეგ ის არის,,,, სუფრაზე ერთმანეთს რომ უსურვებენ ხოლმე..... :) :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: :ravic: განსაკუთრებით გასათხოვარ ქალებს, უფრო განსაკუთრებულად - გაუთხოვრებს...
  16. 1 ნოემბერი თბილისში, სასტუმრო “ვარაზთან” დღეს საღამოს ინციდენტი მოხდა, რომელშიც, თვითმხილველთა ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები იყვნენ ჩართული. მათივე ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ ამერიკელ სამხედროს ორ გამვლელ მოქალაქესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. თვითმხილველთა განცხადებით, ინციდენტის დროს უცხოელები სამხედრო ფორმით არ იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, სასტუმრო “ვარაზის” კიბეებზე სისხლის კვალიც იყო, რომლის დასუფთავებაც უკვე დასრულდა. ასევე თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ საქართველოს მოქალაქეს ბოთლი ჩაარტყა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები საქართველოში სამხედრო წვრთნაზე იმყოფებიან. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამხედრო პოლიციაა მობილიზებული. ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მიმდინარეობს საქმის მოკვლევა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  17. სახალხო დამცველმა, წელს ხალხი რელიგიურად უფრო შეუწყნარებელი გახდაო.... განსაკუთრებით იეჰოველები გვეჩაგრებიანო... არადა, ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება.. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით, წელს რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ვითარება მკვეთრად გაუარესდა. როგორც სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობლობის 21 შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. ამ ფაქტებიდან 20, იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთანაა დაკავშირებული, ხოლო ერთი შემთხვევა რელიგიური გაერთიანება “სიცოცხლის სიტყვის” სამლოცველო სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებას ეხება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2009 წლის პირველ ნახევარში უცვლელი დარჩა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის ფაქტები. კერძოდ, ხშირია რელიგიური ნიშნით პირების დევნის, რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე თავდასხმის შეთხვევები და სამართლადმაცავი ორგანოების მიერ მათზე არაადკვატური რეაგირების ფაქტები. “იეჰოვას მოწეები ქადაგებენ ქუჩაში და საცხოვრებელ ადგილებშიც აკითხავენ მოქალაქეებს. ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამგვარი სამისიონერო პრაქტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რეაქციული ხასიათი აქვს. გასული სამი წლის განმავლობაში რეგლიგიური ძალადობის უმეტესი შემთხვევა სწორედ რეაქციას წარმოადგენდა, მაგრამ საანგარიშო პერიოდში მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა, აქტიური ხასიათი შეიძინა”, – ნათქვამია 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში. ანგარიშში ასევე მოყვანილია ფაქტი, როდესაც პოლიციის თანამშრობლები შეესწრნენ იეჰოვას მოწმეების ფიზიკურ შეურაცხყოფას და არაფერი იღონეს მის აღმოსაფხვრელად და სამართალდამრღვევთა დასაკავებლად. “საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნენ უფლებადამრღვევები მიცემული პასუხისგებაში. ერთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი 100 ლარით დაჯარიმდნენ და ხელწერილით იქნენ გაფრთხილებულები”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ ან შეწყეტილია ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია. ამ მხრივ ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც და ნათქვამია, რომ 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებისა და 2005-2007 წლის მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული. “რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებებში დამნაშავეთა დაუსჯელობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის და სახიფათო ტენდენციის სახეს შესძენს რელიგიურ დევნას და დისკრიმინაციას”, – მიაჩნიათ სახალხო დამცველის აპარატში.
  18. გოგუაძის კანონპროექტის ერთი ნაწილი მაგას ითვალისიწნებს - ეტიკეტს.. მთავრობა თანამხა იყო ამაზე, მარა უკვე გავიდა რამდენიმე თვე და არაფერი ისმის ჯერ
  19. ორი კუ მყავდა.. ერთს ერქვა იირკოლა, მეორეს - ბრძენი თალესი... ვერცერთს ვერ მოვუარე ისე, როგორც საჭირო იყო.... ერთს თვალები ასტკივდა, მეორემ მადა დაკარგა....ორივე მტკვარს მივაბარე საბოლოოდ :resent: :resent: :resent: :resent:
  20. დემაგოგი რა თქმა უნდა.. კაი თამადა კი გვყავს გუბაზი, მარა, ვერ პოლიტიკოსობს
  21. ხოო ეს უკვე განყოფილება "რელიგიაა"... რა მნიშვნელობა აქვს რეალურად არსებობს თუ არა... ადამიანების ცნობიერებაში არსებობს და მატი დანიშნულებაც, მათი ღმერთისადმი დამოკიდებულების ანალოგია
  22. არადა.. ღმერთმა ხომ თქვა იყავიო..... ამათ კიდე ჰგონიათ, რომ ღმერთმა თქვა არ იყავიო
  23. ამ ქვეყანაში კანონებს არავინ იცავს.. ხოდა არ ჯობია რამე 4-5 ძირითადი კანონი დავტოვოთ და დანარჩენი გავაუქმოთ
  24. კი მაინტერესებს რა იცის ამ მუხაშავრიამ?? თავად კომისიის წევრებს და იქ მყოფ მიწვეულ ექსპეტებს ვერ გაუგიათ რა უნდა ქნან
  25. ხოდა გავხედე მის მეფეების ძეგლებს თბილისის ზღვაზე და ფუუუუუუ
×
×
  • შექმენი...