- საპარლამენტო უმრავლსობაში ადგილობირივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის კიდევ ერთ გარანტიად, გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ახალ ფორმულას ასახელებენ. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძემ განაცხადა. ახალი ფორმულის შემადგენელი ნაწილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც გამოიანგარიშება სტატისტიკური მონაცემების და გამოთანაბრებითი კოეფიციენტების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით. სტატისტიკურ მონაცემებში შედის მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე. ასევე, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფართობი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე. აღნიშნული მაჩვენებელი ფორმულაში აღნიშნულია როგორც E. რაც შეესხება კიდევ ერთ მაჩვენებელს, რომელიც გამოსაყოფი ტრანსფერის დასადგენად, ზემოთაღნიშნულ მაჩვენებელს უნდა გამოაკლდეს, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები გრანტების გარდა. ეს მაჩვენებელი ფორმულაში აღინიშნება როგორც R. ზოგადად ფორმულა არის T=E-R., სადაც T, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერია. ‘’საბიუჯეტო კოდექსის’’ პროექტითვე, გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებულ სტატუსის, შემასწორებელ და მნხარდაჭერის კოეფიციენტებს, ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს.საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს კოეფიციენტები, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა მათ არც მთავრობა დაეთანხმა და არც საპარლამენტო უმრავლსობა.