საყარელი მერიიიიიიიიიი დედაქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება არ შეუწყდებათ სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 26 / 04, 2010 15:49 Print Font size: დედაქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მიუხედავად კანდიდატებად დასახელებისა, უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუმარტა. მისი თქმით, მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ამიტომ, არჩევნებისას გადამდგარი ვერ იქნება. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში მოქმედებს იგივე მექანზიმი, როგორც პარლამენტის წევრის შემთხვევაშია. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატი ხელმეორედ ისე იყრის კენჭს, რომ უფლებამოსილებას არ იხსნის და მხოლოდ ახალი არჩევნების შემდეგ განისაზღვრება, ვინ არის ახალი მაჟორიტარი. “ასევეა მერის შემთხვევაშიც, არჩევნების შემდეგ განისაზღება, ვინ არის ახალი მერი, მანამდე კი მერის უფლებამოსილებას უგულავა შეასრულებს”,– განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ იგივე ხდება საკრებულოს თავმჯდომარესთან მიმართებაშიც. რაც შეეხება მოქმედი მერობის კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ალბათობას, კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან აგიტაცია და სახელმწიფო ფუნქცია ერთმანეთში არ იქნება აღრეული. “ეს არ მოხდება, ამაზე მკაცრი მონიტროინგი ხორციელდება”, – განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ბუნებრივია, მოქმედი მერი თუ საკრებულოს თავმჯდომარე საარჩევნო კამპანიას არ უნდა ჩამოშორდნენ და მათ არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ. მე ამანაც აღმაშფოთა რაც შეეხება "ედიტირებას" ჩვენმა ხელისუფლებამ "ინგლისური" იცის და ალბათ კომპიუტერიც ....