გადეცათ, გადაეცათ....ამაზე რატომ არაფერი თქვეს??? ბათუმის მერია კიდევ 40-მდე პირის ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 03 / 05, 2010 14:39 Print Font size: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ბათუმის მერია კიდევ 40-მდე პირის ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ბათუმის მერიამ შეასრულა ბათუმის ზღვისპირა პარკისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები, მხოლოდ ყოფილი გემთმშენებელი ქარხნისა და ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის ტერიტორიების გამოყენებით. მთლიანობაში კი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა მშენებლობის გაგრძელების შედეგად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეუერთდეს აეროპორტის გზატკეცილს. ამასთან, ბრძანებულების თანახმად, ვერ ხერხდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ზოლში მდებარე უძრავი ქონების შესაძენად მესაკუთრეებისგან თანხმობის მიღება და ამდენად, გარდაუვალია აღნიშნულ ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების ექსპროპრიაცია. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მშენებლობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, ბათუმის მერიას დამატებით მიენიჭება ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლება. ქონებას, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, ჩამოართმევენ ჯუმბერ ვარდმანიძეს; იაშა ვარდმანიძეს; ზურაბ, ანზორ, ჯემალ, სოფიო, ჯაბა, საბა და ნარგიზ მიქელაძეებს; ციალა წულუკიძეს; ჟუჟუნა თედორაძეს; ნათელა თედორაძეს; ჯემალ, მერიემ და ზებურ აბაშიძეებს; თალიკო გოგიტიძეს; ნარგიზ აბაშიძეს; შორენა აბაშიძეს; ჯამბულ ბოლქვაძეს; ესმა ბეჟანიძეს; იუსუფ ნინიძეს; ეკატერინე წულუკიძეს; ალი ცინცაძეს; როსტომ დოლიძეს; ჯუმბერ, მურად, ოთარ, ალი, ირაკლი, ნიალა და თემურ კახიძეებს; სულიკო კაიტამბას, ენვერ დოლიძეს; ანა ალექსანდროვას; კობა ბერიძეს; ამირან გელაძეს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ქონების ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უკვე მესამე ბრძანებულება გამოსცა.