მოკლედ როგორც შეამჩნიეთ დაახლოებით 2 კვირა არ ვიყავი თბილისში.. დასასვენებლად წავედი ... თან რა თქმა უნდა არ დამვიწყებია თქვენი თავი და საინტერესო ( მემგონი ) ინფორმაცია ჩამოგიტანეთ მოკლედ 3 ადგილას გავჩერდი . 1) საგურამო საგურამოში აშკარად იგრძნობოდა სიხარული იმის გამო რომ შარშან დაბომბვას გადაურჩნენ.. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დიდად კმაყოფილი არაა იმის გამო რომ აქტიურად მიდის სანგრების თხრა.. ვრცელდება ჭორები რომ იგეგმება საგურამოს სამხედრო ბაზის გაფართოება და ა.შ. მოკლედ მცირე დაძაბულობა მაინც არის.. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკურ შეხედულებებზე.. პირველ რიგში ჩივიან რიგ პრობლემებზე როგორიცაა : გზა , კომუნიკაციები და ა.შ. მოკლედ ადვილად მოგვარებად საკითხებზე... როდესაც კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე მიდის ლაპარაკი საბოლოოდ მიდიან იმ დასკვნამდე რომ ყველა ნაგავია.. ოღონდ სიმპათიები იხრება ოქრუაშვილისკენ ... რატო არ ვიცი... მოკლედ საგურამოელებს დიდად არ ადარდებთ პოლიტიკა... უბრალოდ უნდათ რომ ვინმემ მათ პრობლემებს მიხედოს.. 2) საგურამოდან 5-6 კილომეტრით დაშორებული სოფლები სოფლებში დაიწყეს მიშას გინება და დაამთავრეს მაჟორიტარის გინებით.. გზა არ არის გაკეთებულიო , გაზი არ გაუყვანიათო , სკოლა საგურამოშია და ავტობუსი არ დადისო.. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა თუმცა ესეც არ არის რაღაც კატასტროფა... ადვილად გადასაჭრელია.. მთავარია სურვილი და მონდომება.. მერე დაიწყეს მოყოლა რომ თითქოს მათ გადასახლებას აპირებენ მარნეულში .. რომ ვკითხე რატომ დაიწყეს ისევ საგურამოს სამხედრო ბაზაზე ლაპარაკი მაგრამ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.. ჭორის დონეზეა რომ თითქოს ბაზის სერიოზული გაფართოება იგეგმება.. შემდეგ მომიყვნენ რომ თითქოს ეს მთები რომელიც სურათზეა შეიძინეს არაბმა ინვესტორებმა.. რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება თუმცა არ გამოვრიცხავ. http://s46.radikal.ru/i114/0908/6e/06a0bc59f058.jpg როდესაც ხელისუფლების გინებას მორჩნენ ოპოზიციაზეც ვკითხე.. მითხრეს რომ არავის იმედი არ აქვთ... მიტინგებზე რო ვკითხე იცით რაც ხდებოდა თქო მითხრეს დაახლოებით ყველაფერი ვიცითო მაგრამ რო ჩამოვსულიყავით და გვეცხოვრა იმ საკნებში უკან რო დავბრუნდებოდით ვინღა იფიქრებდა ჩვენზეო.. მოკლედ უიმედობა.. მესამე ადგილი სადაც გავჩერდი ნაკლებად იყო დასახლებული ამიტომ იქ საინტერესო არაფერი არ იყო... . ეს არის და ეს.. ჭკვიანი პოლიტიკოსი რამოდენიმე შეხვედრით მოიპოვებდა ამ ხალხის სიმპათიას... 2 დღეში უკან მივდივარ და მერე რო ჩამოვალ ფოტო მასალასაც მოგაწვდით :siriko: