მოგესალმებით. მემგონი დადგა დრო რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ყველამ ყველაფერი გაიგოს. ვინ აკონტროლებს საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ინტერნეტ ფორუმს ? შსს თუ ....... კონტროლი თავისთავად ეხება პოლიტიკის განყოფილებას . .. ჯერ გადავხედოთ მოდერატორებს და მათ საქმიანობას ... მაშ ასე : ხორხე - ფაქტია რომ ხორხე არ არის აქტიური მოდერატორი და ის ალბათ უფრო ჰონორარ მემბერი უნდა იყოს.. პრინციპში ეს მისი სურვილიციაა. მაშინ რატომ არის ხორხე მოდერატორი ? ეს არის იუზერების შესაცდენად. ვითომდა ყველანაირი აზრის მქონე მოდერატორები მოდერირებენ.. ხორხე უბრალოდ სჭირდება გარკვეულ ჯგუფს რომ ჰქონდეს სალაპარაკო.. მინდა ხორხეს ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო .... უტუფურსი - ეს მოდერატორიც შეიძლება მივაკუთვნოთ ხორხეს ტიპის მოდერატორებს თუმცა ერთი რამ იწვევს ეჭვს ... ალბათ გვახსოვს სკანდალი რომელიც მოყვა იუზერის IP ადრესის გაცემას.. ამის შემდეგ უტუფურსმა აღიარა დანაშაული და წესით და რიგით ის უნდა გადამდგარიყო.. მაგრამ ის არ გადადგა.. შეგვიძლია განვიხილოთ 2 ვარიანტი. 1) უტუფურსი მატერიალურადაა დამოკიდებული ფორუმზე. 2) მას არ მისცეს წასვლის საშუალება. ორივე ვარიანტი საკმაოდ შემაშფოთებელია თუმცა ჩემი თემა უფრო სხვა მოდერებს ეხებათ ამიტომ მოდით უტუფურსს მივცეთ მშვიდად ცხოვრების საშუალება. ლაშა_ალო - ეს მოდერატორი ალბათ უფრო მისი პიროვნული თვისებების გამო მოდერობს.. რაღაც ჯგუფს მიაჩნია რომ ის მიკერძოებული არ იქნება და განყოფილებას მიხედავს.. თან ის ოპო იუზერების რიგში გადის და ვითომ რატომ არ უნდა აწყობდეს ეს იმ ჯგუფს... ჰარი პოტერი - ჰარიც სიმპათიას იწვევს , გამოცდილი იუზერია , ცოტა ორიგინალური ტიპია , ვინც ის დანიშნა დარწმუნებულია რომ ჰარი მათ პალაჟენიას არ აურევს და არავის შეაწუხებს.. იუზერებშიც იწვევს სიმპათიას.. მოკლედ ჰარი უბრალოდ ფორუმის ინტერესების გამოა მოდერი... ასე ვთქვათ არავის არ უშლის. ორზო - ორზოც იმ მოდერთა ჯგუფს მიეკუთვნება რომლებიც ფორუმის ინტერესების გამო არიან მოდერები. თან ერთ-ერთი პარტიის წევრია და ამის ხსენება კვლავ იუზერების მოსატყუებლად ჭირდება იმ ჯგუფს რომელსაც მალე წარმოგიდგენთ. .. ალან-პო - ალან პო-ზე მხოლოდ იმას ვიტყვი რომ უპატიოსნესი ადამიანია და უამრავი დადებითი თვისება აქვს.. მაშ ასე მეგობრებო მივესალმოთ ჯგუფი რომელიც მრავლად ვახსენე.. ნომერი პირველი - ლექსო მაჭავარიანი ნიკით rezuso - გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის მოადგილე. შემდეგ მოდიან ზემოთ ხსენებული სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირები. მათ სახელებს და გვარებს არ ვასახელებ მხოლოდ ნიკებით შემოვიფარგლები. SEDOYSEDOY , D-ZINE , FRE . ყოფილი მოდერატორი UZUL . დავაკვირდეთ ამ მოდერატორების ისტორიას. ისინი მაშინ გახდნენ მოდერატორები ( შარშან აგვისტო ) როდესაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა გავლენის გამტკიცება ნაცმოს ფორუმზე. ამის შემდეგ ისინი უცვლელად მოდერირებენ. იცვლებიან სხვა მოდერები ესენი კი კვლავ ინარჩუნებენ სასურველ სტატუსს. გავიხსენოთ უამრავი საჩივარი რომლებიც ამ მოდერატორებზე მოდის თუმცა ისინი კვლავ ინარჩუნებენ სტატუსს. რატომ ? ნუთუ ფორუმის მფლობელ თემურ ხაინდრავას ეშინია მათი მოხსნა ? არა ! ფორუმის მფლობელს არ შეუძლია მათი მოხსნა რადგან ის არაფერს არ წარმოადგენს.. ტიმ შენც კარგად იცი რომ ეს ფორუმი უბრალოდ შენი აღარაა. ფორუმს აკონტროლებს გარემოს დაცვის სამინისტრო. ეს იყო საუკეთესო ვარიანტი.. არც შსს , არც კუდი და სოდი არამედ გარემოს დაცვის სამინისტრო. დიდი ხანი ამაზე ეჭვს არავინ არ აიღებდა, ეხლა კი სისტემა ისეა აწყობილი რომ უპრობლემოდ მოხდება ამ თემის მსგავსი თემების ჩაძირვა. მაშ ასე კონტროლის სქემა: ერთი ადამიანი წყვეტს ვინ უნდა იყოს მოდერატორი პოლიტიკის განყოფილებაში . დანარჩენი მოდერატორები კი თავის საქმეს უშუალოდ განყოფილებაში აკეთებენ.. ხდება არასასრველი პოსტების , თემების წაშლა. იუზერების დავორვნა და დაბანვა. მიკერძოებული მოდერირება და უბრალოდ იმის ისე კეთება როგორც თავად უნდათ. არის იუზერთა გარკვეული რაოდენობა რომელთა ფუნქციაც არასასურველი თემის ჩაძირვაა უაზრო ქილიკით და ა.შ. მოკლედ უამრავი ბინძური მეთოდის გამოყენება ხდება. არის რამდენიმე იუზერი რომელიც აცხადებს რომ ისინი მუშაობენ შსს-ში ( ეს მართლაც ასეა ) და ხშირად ხდება მათი დასჯა .. ეს იმიტომ კეთდება რომ სათქმელი ჰქონდეთ აი ეს იუზერებიც ისჯებიანო.. ტიმ დაამტკიცე რომ ეს ასე არაა გადააყენე ჩამოთვლილი მოდერები ( გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ) და ჩაატარე არჩევნები. მეტს აღარ დავწერ აზრი არ აქვს.. რაც დავწერე ისიც საკმარისია..