ბატონო კახა ძალიან მაინტერესებს 1) რისი იმედი გაქვთ აქციების ახალ ტალღას რომ იწყებთ ? გგონიათ რომ ეხლა იქნება წარმატება ? 2) როდესმე მოგვეცემა იმის საშუალება რომ ხალხმა მართოს მოვლენები და არა რომელიმე ხელოვანმა ? ვგულისხმობ 26 მაისს... 3) თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ? 4) პროცესებმა არ გამოკვეთა ერთი ლიდერი.. რას აპირებთ ამ მხრივ ? 5) და ბოლოს , ბატონო კახა თქვენ მუდმივად ახსენებთ რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. ხოლო აქციების დროს გამოდიხართ და იძახით რომ იმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში.. რატომ ემორჩილებით იმ კონსტიტუციას რომელიც სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო და რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ ?