სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ხვალ ბაქოში ჩაბრძანდება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანში თანმხლებ პირებთან ერთად ჩაბრძანდება და მონაწილეობას მიიღებს 5 ნოემბერს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ამასთან, საიუბილეო ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი კირილი და სხვადასხვა ეკლესიების სულიერი ლიდერები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 საინტერესოა რაზე ისაუბრებენ.. . ან საერთოდ თუ ისაუბრებენ..