თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის ახალი შენობა დღეს პომპეზურად გაიხსნა. შენობა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გახსნეს. პირველად შენობაში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შევიდნენ. მათ შენობა დაათვალიერეს და სამუშაო კაბინეტებში მცირე დროც დაჰყვეს. ბავშვები პოლიციის ახალ შენობასთან ფეხით მსვლელობით ხილიანის ქუჩის მხრიდან მივიდნენ. საზეიმო მარში, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, შსს-ს სარიტუალო ასეულმა შეასრულა. მოსწავლეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა - „მადლობა პატრულს“, „მე მინდა ვიყო პოლიციელი“, „ჩვენ გვიცავს პატრული“ და ა.შ, ასევე, სკანდირებდნენ - „პოლიცია მაგარია“. თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციის ახალი შენობის გახსნას მნიშვნელოვანი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციის მუშაობა ერთი ასად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, საზოგადოებაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თბილისის მერის თქმით, ბავშვების მონაწილეობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან მომავალი თაობა უფრო კანონმორჩილი უნდა იყოს. ვანო მერაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ღონისძიების დასასრულს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელმა, დავით გელაშვილმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ორი თანამშრომელი დააჯილდოვა. როგორც გელაშვილმა განაცხადა, დავით სირბილაძე და შოთა სურმანიძე აგვისტოში ცხინვალში პირველები შევიდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეჰ... ძალიან მაინტერესებს ამ მოსწავლეებს რომ აყვირებენ ეგ სსრკ-ს არ ახსენებთ.. ან იმათ ან თქვენ ? ან კიდევ ვინ დამაჯერებს რომ მოსწავლეს გულით უნდა იყვიროს პოლიცია მაგარია...