-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
lasha1997 ეს არ არის მარტო კახეთის გამოკითხვა.
-
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოკითხვა ჩაატარა. დასმული იყო ერთი შეკითხვა - რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობით. გამოკითხვაში ჩამოთვლილი იყო ყველა ის პარტია, რომელსაც კახეთის რეგიონში ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს ან წარმომადგენელი მაინც ჰყავს. გამოკითხვაში მონაწილეობა 377-მა რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხულთა უმრავლესობა - 29,4% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა; 27,1% ნაციონალურ მოძრაობას ენდობა; 6,9% ლეიბორისტულ პარტიას; 6,4% ირაკლი ალასანიას - „თავისუფალ დემოკრატებს“; 6,1% „ქართულ პარტიას“; 5,3% რესპუბლიკურ პარტიას; 4,8% ნინო ბურჯანაძის - „დემოკრატიულ მოძრაობას“; 3,7% კახა კუკავას „თავისუფალ საქართველოს“; 3,7% ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას; 2,7% ახალ მემარჯვენეებს; დანარჩენ პარტიებს გამოკითხულთა 0,1%-იც არ ენდობა. გამოკითხვა 4 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. http://ick.ge/ka/component/apoll/apoll/35-2011-04-25-12-30-13.html რეალურს გავს...
-
10:47 12-05-2011 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მენტალიტეტის სრულად შესაცვლელად შვიდ წელიწადს საკმარისად არ მიიჩნევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ბიზნესდაჯილდოება "მერკურზე" გამოსვლისას განაცხადა, მენტალიტეტის სრულად გამოსაცვლელად სულ მცირე 15-20 წელიწადია საჭირო. "შვიდი წელიწადზე ნაკლებია, რაც ეს მთავრობა ხელისუფლებაშია. ეს არაფერი არ არის ისტორიული თვალსაზრისით; მენტალიტეტის გამოსაცვლელად საჭიროა (მთლიანად რომ გამოიცვალოს, ყველაზე დონეზე) მინიმუ 15-20 წელიწადი - პირადად მე რასაც ვფიქრობ, მინიმალური ვადა, რომ შევიცვალოთ, შეუქცევადად დავადგეთ მდიდარი ქვეყნის გზას. ჩვენ ვართ დაუშვებლად ღარიბები ჯერ კიდევ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/168254-mikheil-saakashvili-mentalitetis-srulad-gamosacvlelad-sul-mcire-15-20-tselitsadia-satciro.html პ.ს. ჯერ ერთი, ამათი მენტალიტეტის ცვილება არ გაიშვა.... და მერე მეორეც, აგერ ღიად ამბობს სათქმელს...
-
PEPE. აქვს... ყველა აქციას აქვს აზრი...
-
ადვოკატები 17 მაისიდან პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ. აქციის ორგანიზატორმა ადვოკატებმა _ შალვა ხაჭაპურიძემ, ლალი აფციაურმა და ლანა გვალიამ დღეს მერიაში განაცხადი შეიტანეს, რომლითაც მერიისგან აქციის ჩატარების ნებართვას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება 5- დღიანი გამაფრთხილებელი უპრეცედენტო მოვლენა, რადგან მსოფლიოს მსგავსი აქცია არ ახსოვს. ,,ეს იქნება წმინდა სამართლებრივი აქცია. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, გამოიძიძიონ ქუჩაში დახვრეტილი ადამიანების საქმეები, აღსრულდეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“,_განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ თავდაპირველად, შიმშილობას 30 ადვოკატი დაიწყებს. კონკრეტული მოთხოვნები კი აქციის მსვლელობისას გახდება ცნობილი. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქვეყნის მეთაური, მთავარია ქვეყანაში ბატონობდეს სამართლისა და კანონის უზენაესობა. ,,მსოფლიოში მსგავსი მოვლენაა არ ყოფილა, როდესაც ადვოკატები გამოდიან და იწყებენ საპროტესტო აქციებს. როდესაც ადვოკატი იწყებს შიმშილობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წართმეული აქვს ყველანაირი ღონე, რომ დაიცვას ჯერ თავისი კლიენტი და შემდეგ საკუთარი თავი“,_აღნიშნა ხაჭაპურიძემ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ეს იქნება 5-დღიანი გამაფრთხილებელი 24 საათიანი აქცია. მათ არ სურთ, რომ ამას დაუსრულებელი სახე მიეცეს. აქცია 17 მაიის დღის 3 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება. ,,ჩვენ გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვითხოვთ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს – თავისუფლებას“,_აცხადებენ ადვოკატები. ცნობისთვის; აქციის ჩატარების ნებართვის შესახებ მერიის გადაწყვეტილება სამ სამუშაო დღეში გახდება ცნობილი. http://medianews.ge/index.php/ka/content/71966/ პ.ს. უკვე ყველგან აქციებია....
-
Saturn იქნებ ნიუსი წესიერად წაგეკითხა?
-
Saturn :what: კანონი ფეხებზე გვკიდია?!
-
georgekh13 და ეგეთი სიცოცხლის აზრი?
-
34 წლის პატიმარი, კახაბერ კეჭყემაძე გარდაიცვალა 16:52 10.05.2011 [obiektivi.net] ”ობიექტივის” ცნობით, გუშინ, 9 მაისს პატიმარი კახაბერ კეჭყემაძე გლდანის მე-18-ე სამედიცინო დაწესებულებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პატიმარი გარდაიცვალა. კახაბერ კეჭყემაძის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განმარტებით, ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2010 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა, რადგან დიაგნოზი იყო ცეროზის მძიმე ფორმა, რის გამოც განაჩენი აუცილებლად უნდა გადავადებულიყო და პატიმრის სასწრაფო მკურნალობა დაწყებულიყო, რაც არ მოხდა. ცნობისთვის, პატიმარს სამედიცინო გამოკვლევა ჩატარებული აქვს, რომლის მიხედვით დიაგნოზი - ცეროზის მძიმე ფორმა დაუდგინდა. ერთი წლის მანძილზე, კახაბერ კეჭყემაძის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი მიმართავდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ყველა სათანადო სტრუქტურას, რათა პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ, რასაც ვერ მიაღწია. 1977 წელს დაბადებული კახაბერ კეჭყემაძე დღეს დილით გარდაიცვალა. ამ წუთებში კახაბერ კეჭყემაძის გვამს ასათიანის ქუჩაზე, ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. http://www.presage.tv/?m=news&NID=9020 პ.ს. მაგ სისტემაში არაადამიანობის ზეპიკია!
-
Siknadmo მცდელობა მაინც უნდა იყოს ამ წუმპედან გამოვიდეთ... თორე ვიქნებით მასე ....
-
Siknadmo ან აძლევს ხმას ან არა... გაყალბებაა დიდი... ოღონდ საზ.აზრის დამუშავება მიდის ხოლმე მანამდე, არ გაგვიყალბებია მართლა გვყავს მომხრეები...
-
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 მაგაშია საქმე, რომ უმუშევრების და გაჭირვებულების რაოდენობა განუზომლად მეტია...უბრალოდ ჯერჯერობით შიში და უიმედობა ჭარბობს (ოპოების დამსახურებაცაა ამაში) -
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რა ვი რავი... ერთხელაც იქნება ძალა აღარ ეყოფათ ფიზიკურად... -
lasha1997 კი, ეგაა... მელოტი...
-
mtidan ისეთი პირი უჩანს. არც ბოდიშს მოიხდის...
-
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Shalva Ramishvili არ იყო ძალიან მაგარი დუხი კახეთის აქციაზე (თუმცა ხალხი იყო ნამდვილად) -
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
SPIRIT CRUSHER ეროსი კიწმარიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან გამსახურდიას განცხადებას, რომ აქცია სანქცირებული არ არის, შეურაცხმყოფელი სიტყვებით უპასუხა. ,,ჩვენ არ გვჭირდება სანქცირება, მალე თავად ლევან გამსახურდიას დასჭირდება სანქციები", - განაცხადა კიწმარიშვილმა. -
verusi სსლავებს, ბოშებს.
-
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. პროცენტულადაც ბევრია! არა მგონია... სულ 10 000მდე ცხოვრობს, არც კი და დიდიან პატარიანად ხო არ გამოვიდოდნენ... რეალურად ალბათ 1 000მდე ტელავში 4 000 უფრო რეალური მგონია 2 000 იყოს თუნდაც -
ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება
newstudio replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. თელავში ქართული პარტიის აქციას 4000-მდე მხარდამჭერი დაესწრო 09 მაისი 2011 16:34:02 თელავში დაგეგმილი ოპოზიციის საპროტესტო აქცია ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები აქ 12:00 საათიდან იკრიბებოდნენ. აქციას "ქართული პარტიის" ლიდერები გურჯაანიდან შეუერთდნენ. თელავში საპროტესტო აქცია ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. აქციას 4000-მდე მხარდამჭერი დაესწრო. http://www.heretifm.com/?2/2686/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_4000_%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%9D/ პ.ს. იპნ–მ 3 000იო, ამათმა 4 000იო, ისკ.გემ და ეპნ–მ 1000მდეო... როგორც ჩანს ხალხი იყო, და პატარა ქალაქებისთვის საკმაო რაოდენობით (კრიტიკულ მასას რო ეძახიან)