აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დასავლეთს სთხოვს, აფხაზეთი რუსეთთან მარტო არ დატოვოს. ამის შესახებ სერგეი შამბამ ბრიტანულ გაზეთ “Financial Times”-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ სხვა სახელმწიფოებს მივმართავთ, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო, შექმენით რამენაირი ბალანსი, მაგრამ მათ ეს არ უნდათ",_ აღნიშნა სერგეი შამბამ. მისი თქმით, რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მრავალი ხელშეკრულება აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას ჩაუყრის საფუძველს, თუმცა ეს კონკურენციის ხარჯზე უნდა მოხდეს. "ჩვენ არჩევანი უკვე გავაკეთეთ. თუ ევროპას არ სურს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ცხოვრება ამით არ მთავრდება", - აცხადებს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. იგი მიესალმება აფხაზეთში ეთნიკური აფხაზების დაბრუნებას და მათ დაბრუნების სანაცვლოდ აფხაზურ პასპორტებსა და თავისუფალ მიწებს სთავაზობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მე ვფიქრობ ეს ჩვენი შანსიც არის, პოლიტიკური იზოლაცია ჩვენი მხრიდან აფხაზების არ იქნებოდა მართებული, წესით კონტაქტს კონტაქტზე უნდა ვამყარებდეთ