„ახალი მემარჯვენეების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრენიუს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქუთაისის სასამართლოში მოულოდნელად დაინიშნა სხდომა, სადაც ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცლა, თუმცა ძიება გაგრძელდება. “მინდა, დიდი იმედი ვიქონიო, რომ ეს საქმე სამართლიანად მივა ბოლომდე და უდანაშაულო ადამიანი არ იქნება დასჯილი პოლიტიკური შეხედულების გამო. ასევე, მინდა ვირწმუნო, რომ ეს არის პირველი დადებითი შედეგი ამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონეზე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონდ არის დასჯილი, პოლიტიკური შეხედულების მსხვერპლი არ აღმოჩნდება”, - აღნიშნა ჩიხრაძემ. ამასთან, ოდიშერ ჯობავას საქმე შესული იყო იყო იმ სიაში, რომელის შს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს წარუდგინა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ოდიშერ ჯობავა, დაახლოებით, თვენახევის წინ ხობის გზაზე დააკავეს. “უცებ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, ნარკოტიკული საშულება, იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იყო ცილისწამება, ბლეფი და უსამართლობა”, - აცხადებას ჩიხრაძე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ვიტომ დასავლეთი აწვება მიშას?!