შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გურჯაანის ე.წ. პარკის რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიმტან ქალბატონს თავი გაუტეხა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამართალდამცავსა და მის მეგობრებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელი რესტორანში მყოფებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველების თქმით, ფიზიკური შეხლა - შემოხლის დროს, მან რესტორანის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს თავი გაუტეხა. დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას არავინ დაუკავებია. გურჯაანის რაიონული პროკურორის გელა ლაზაშვილის განცხადებით, სხეულის დაზიანებაში ეჭვმიტანილია მოქალაქე და არა პოლიციის თანამშრომელი. http://presa.ge/index.php?text=news&i=9512 პ.ს. კახეთში საინტერესო ამბები ხდება...ნელნელა ყურადღება რეგიონებზე გადადის, ეს კარგია...