[”ფაქტნიუსი”] აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რუსული ”გაზპრომისგან” ჰონორარი მიიღო, - ამის შესახებ ცნობას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ჰონორარი ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორს ოტო ლუხტერხანდტს კომისიაში ”რუსული ინტერესების ლობირების” სანაცვლოდ გადაუხადეს. - “სკანდალი შესაძლოა, სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცეს, ვინაიდან ლუხტერხანდტის საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხა იქნა გადარიცხული. ფულის წარმომავლობა რუსულია და გამორიცხული არ არის, რომ კომისიის ექსპერტთა წინააღმდეგ ახალი კომპრომატები გაჩნდეს. მიუხედავად საერთაშორისო სკანდალისა, კომისიის დასკვნები არ გადაიხედება, თუმცა კომისიის წევრებს რამოდენიმე ”უხერხულ კითხვაზე” მოუწევთ პასუხის გაცემა,” - იწყება ტელეკომპანია. - ”მხოლოდ ეს განცხადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ამ განცხადების უკან ამოვიკითხოთ გარკვეული კავშირები, თუ ვის და რას ემსახურება ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე, თუ რამხელა იქნებოდა ამგვარი ადამიანების მხრიდან ზეწოლა ამ ანგარიშის დაწერის დროს დანარჩენ კომისიის წევრებზე, რომ ანგარიში ყოფილიყო მიკერძოებული რუსეთის სასარგებლოდ,” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. http://presa.ge/index.php?text=news&i=10173 პ.ს. წავიდა უკვე კომისიის წინააღმდეგ შავი პიარი?! და რა მიკვირს იცით, როგორც პრეზიდენტი აცხადებს და უნრავლესობა, ჩვენთვის სრულიად მისაღები დასკვნა დაიდო...მაშინ რა პონტში აიღო ვინმემ გაზპრომისგან ქრთამი? ანუ გამოდის რომ არც თუ ისე სასურველი დასკვნაა?! პიარში ასე გაჭირვებოდა მიშას, ჯერ არ მახსოვს...ვითომ ბოლო ახლოა?! პ.პ.ს. რამე გსმენიათ ერორის გარდა ამ ამბავზე? სადმე სხვა ლინკი არაა?!