პატრიარქი ყველას მოუწოდებს, ჯიბით დანა არ ატარონ. `ძალიან ვწუხვარ იმით, რომ ხშირია მკვლელობები. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი სასიკვდილოდ იმეტებს სხვა ადამიანს. ჩვენ ეს არ უნდა გვახასიათებდეს, რადგან ჩვენ ხომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. მე ვთხოვე მოსწავლეებს, სტუდენტებს და ახლა მოგმართავთ ყველას, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რადგან ქართველი ადამიანი იმდენად ემოციურია, რომ ყველაფერი ავიწყდება და კლავს სხვა ადამიანს. ამიტომ ყველას მოგმართავთ, არ გინდათ, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რომ ეშმაკმა არ გამოგიყენოთ თქვენ,` - ბრძანა უწმინდესმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას. http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...g=1&im=main პ.ს. ანუ როგორც გავიგე პატრიარქი მთელ ერს, ამ შემთხვევაში გიჟებს და გადარეულებს უწოდებს, რომლებსაც საკუტარი თავის კონტროლი არ შეუძლიათ.. რამდენად მართებული განცხადებაა თქვენი აზრით?!