“პატრიოტის აქტის კანონის” საკითხი კვლავ აქტიურდება. პროექტზე საპარლამენტო ფრაქცია ‘’ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, “ლუსტრაციის შესახებ” კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე მუშაობს და უახლოეს მომავალში, პარლამენტში მის ინიცირებასაც გეგმავს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ კანონის მიღება კოლაბორაციონიზმისა და უცხო ქვეყნის ჯაშუშობის მამხილებელი და აღმკვეთი რეალური საშუალება იქნება. ‘’პატრიოტთა აქტის” საქართველოს მიერ მიღების საკითხი პირველად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 2008 წლის 29 აგვისტოს, ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას” განაცხადა. “პატრიოტის აქტი” ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ტერორიზმისა და გარეშე საფრთხეებთან ეფექტური ბრძოლა იყო – მნიშვნელოვნად გაფართოვდა ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებები, გამარტივდა მოსმენისა და ჩხრეკის პროცდურები და ა.შ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. გია თორთლაძისნაირი ადამიანებზე ყოვეთვის გული მერეოდა! რაის "პატრიოტული აქტი"???? ამერიკაში გააუქმეს უკვე ლამის და ჩვენთან აპირებენ შემოიღონ?! უბედურებას დაატრიალებენ ესენი საქართველოში ვატყობ....