ეწარმეების განცხადებით, საგადასახადო კოდექსის განმარტებების შედეგად მათ ვადაგადაცილებული ან გაფუჭებული პროდუქტის ჩამოწერის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ანუ ისინი ვალდებულნი არიან ასეთი პროდუქტი შემოსავალში აჩვენონ და მოგების გადასახადი გადაიხადონ. მათი ნაწილი, განსაკუთრებით კი მალფუჭადი პროდუქტების მწარმოებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადასახადი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას მძიმე ტვირთად აწვება და ამიტომ მეწარმეები გეგმავენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართონ, რომლითაც ვადაგადაცილებული ან გაფუჭებული პროდუქტის ჩამოწერას და ხარჯებში გატარებას მოითხოვენ. ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ვადაგადაცილებული პროდუქციის გატარება ხარჯებში არ ხდება, მათი განმარტებით, მეწარმეებს სურთ დიდი რაოდენობით პროდუქცია შემოიტანონ და ნაწილი, რომელსაც ვერ გაყიდიან, ხარჯებში გაატარონ ანუ შესაბამისად გადასახადი არ გადაიხადონ რაც დაუშვებელია. მათი თქმით, მეწარმემ ზუსტად უნდა გათვალოს რა რაოდენობის პროდუქცია გაიყიდება, რომ იმ რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს ან შემოიტანოს. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=13467&ct=2 პ.ს. დაახლოებით მაინც იციან ფინანსთა სამინისტროშI ეკონომიკა და ბიზნესი რა არის? სულ მგონია რომ ვეღარ გამაოცებენ...მარა ახერხებენ რა, მაგასაც ნიჭი უნდა!