მშვიდობის ფონდის მიერ შედგენილ უუნარო სახელმწიფოთა 2009 წლის სიაში საქართველო წითელ ზონაში მოხვდა. სომალის, ზიმბაბვესა და მსგავსი სახელმწიფოების შემდეგ საქართველოს 33-ე ადგილი უკავია. საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტაჯიკეთი, ასევე ნიკარაგუა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოსთან შედარებით ბევრად უკეთეს პოზიციებს ფლობს მეზობელი სომხეთიც, რომელიც ამ უარყოფით 177 მონაწილიან სიაში მხოლოდ 101-ე ადგილზეა, თუმცა, არა წითელ ზონაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1