თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოს დღეს 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტს წარუდგენს. როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის მერიიდან აცნობეს, 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტი მთელ რიგ წინადადებებს მოიცავს. ძირითადი პრიორიტეტები ორიენტირებული თბილისელების დასაქმებაზეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, რომელიც ისტორიული უბნებისა და მისი შემოგარენის, სახლებისა და შენობების რეაბილიტაციას, ბანკებისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწლობას, დაწყებული მშენებლობების დასრულებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. ასევე, თბილისის მერია თბილისელებს დასაქმებისთვის აუცილებელი უნარჩვევების - ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის უფასო კურსებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით 37 სასწავლო ცენტრი გაიხსნება. წლის ბოლომდე 10 000 ადამიანი შეძლებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების მიღებას. მერიაში შეიქმნება კურსდამთავრებულთა ბაზა. წარჩინებულებს მერია სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში მუშაობის დასაწყებად უშუამდგომლებს. ამასთან, მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი შეთანხმებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასაქმების პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ქალაქის მასშტაბით, ყველა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის თითო წევრის კერძო სექტორში დასაქმებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იანვრის ბოლომდე 2000 ადამიანი დასაქმდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მორიგი არჩევნები, მორიგი ჰაერზე გადაყრილი ფული...როდემდე ?! საზოგადოებაზე აპელირება არ გვინდა...აი თითოეული თქვენგანი ჭამს ამას?!