საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები: BCG-ს კვლევის შედეგების თანახმად, რომლის დროსაც საქართველოს მასშტაბით 13,000 რესპონდენტი გამოიკითხა, იმ რესპონდენტთა 63%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა, განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 16.7%-ით და 8.1%-ით შესაბამისად, ნათქვამია BCG-ს კვლევაში. ACT-ის კვლევის თანახმად იმ რესპონდენტთა 64%-მა, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ერთ-ერთ კანდიდატს მისცენ ხმა, განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს მისცემენ ხმას. შემდეგ მოდიან ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 17%-ით და 10%-ით, შესაბამისად. http://civil.ge/geo/article.php?id=17008&search= პ.ს. როგორც ხედავთ, რეალურად მიშამ 10%-ზე უფრო მცირე ხმები აიღო... ასე რომ, ნუ ენდობით მაინცდამაინც ერორების მიერ გამოცხადებულ უგულავას ვითომ მაღალ რეიტინგს, რეალურად უგულავას რეიტინგი ჩემი ვარაუდით 20% იქნება..10% კი წამატებული აქვს...