6 წლის ნინო გოცაძის მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბავშვის დედამ, მაკა მეგრელიშვილმა განუცხადა, შვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული, მისი მკურნალობა 6000 ლარი ჯდება, ეს თანხა კი არ გააჩნიათ. "ფონიჭალაში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. 60 ლარს ვიხდით, არ გვაქვს თანხა, რომელიც საჭიროა ბავშვის მკურნლობისთვის. თუ მკურნალობა არ გაგრძელდა, შესაძლოა, ბავშვს სეფსისი განუვითარდეს. დამწვრობა მუცლიდან მუხლებამდე აქვს მიღებული და კანი გადაცლილი აქვს »,-განაცხადა მაკა მეგრელიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს ადუღებული წყალი სახლში ხუთი დღის წინ გადაესხა, რამაც მძიმე დამწვრობა გამოიწვია. როგორც მაკა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დამწვრობის ცენტრში მკურნალობაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ამის საფასურად ყველაფერს გაუყიდიან. დედის თქმით, არაფერი აქვთ გასაყიდ,ი ვინაიდან ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობენ. ბავშვის მკურნალობის თანხის გადარიცხვას მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ. http://planeta.ge/index.php?act=post&d...w_post&f=66 პ.ს. პლანეტელებო შეგვიძლია რამეთი დავეხმაროთ?!