Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn არ დაიჯერო გრეჩიხ ჩაბარდა ისტორიას როცა მასობრივი კრიზისია, სახელმწიფო ერევა სხვადასხვა ფორმით, რომ შეამსუბუქოს სოციალური ფონი...ამათმა კი პირიქით, დრაკონული კანონი მიიღეს
  2. uran ისე ქართველებს მზეთუნახავები გვყავს?!?
  3. "ალიანსი საქართველოსთვის" ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს 15:18 - 20.01.2010 "ალიანსს საქართველოსთვის" უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში საქართველოს ხელისუფლების უხეში ჩარევა მიუღებლად მიაჩნია და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის გივი თარგამაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. "სააკაშვილის ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა და შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. მიმაჩნია, რომ განხორციელებული პოლიტიკური ავანტიურისა და ქვეყნის ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის მასშტაბები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას ოითხოვს”, - განაცხადა ალასანიამ. ალიანსის ლიდერის მტკიცებით, მან ვანო მერაბიშვილის და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც უკრაინელმა დეპუტატმა გაავრცელა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს დეტალურ შესწავლას. შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში გაგზავნილ ქართველ დამკვირვებლებს შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ. თავად შს სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...40&Itemid=1 პ.ს. ბოლომდე უნდა მიაწვნენ იმჰო!
  4. Saturn ვახ..ფორსმაჟორი არ გაგიგია? და ეპატიოსო ვინ იძახის, აქ დრაკონულ კანონებზე ალაპარაკი, და უსამართლო! მოკლე დმუხტიო და ა მუხტი...
  5. სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს თუ ავცდით, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ
  6. paolo ეგრე გამოდის Smith წაართვი ადამიანს ქონება, და ნახავ...
  7. Lo Janko : : : თავისთავად მაგრამ ესეთ ამორალურ ადამიანებს ერთი დიდი "არა" უნდა ვუთხრათ!
  8. ვიზახდი არ შეიძLება ზონდერების იქ გაშება თქო, გულანთებული მამულიშვილები კი კბილებით იცავდნენ ამას... გულისამრევია ყველაფერი
  9. Siknadmo ტრაგედია ის არის, რომ ეს ადამიანები დღეს გვმართავენ http://planeta.ge/index.php?showtopic=15198
  10. Lo Janko ისე ალასანიაზე მაგარი ვიცინე..გიჟი ოპტიმისტი მიშა ხო ცნობილი გიჟი იყო..ეხლა ეს...მოკლედ გიჟებს ვერ ავცდით რა
  11. lasha_alo ზუსტი ნათქვამია, უფროსმა მიბრძანა და აბა რა ვქნა, არგუმენტი არაა, უფროსმა რომ უთხრან მეძავობით მოიტანეთ შემოსავალიო, იზავენ ამას?!
  12. ძუკუ kisa გივი თარგამაძე ამ ჩანაწერს თითქოს არ ურაყოფს, თუ მე მეჩვენება მარტო?!
  13. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ხშირად საუბრობს და ამ საუბრებს ზეპირად არ იმახსოვრებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტის თავადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც უკრაინულ პრესაში გამოქვეყნდა. “ძალიან ხშირად ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილთან და არ ვიცი, როდის რა საუბარი მქონდა. 300 ადამიანი ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ მართლაც ჩავიყვანეთ დონეცკში და ეს დამალული ფაქტი არ ყოფილა”, - აღნიშნა თარგამაძემ. მისივე თქმით, გუშინ უკრაინის უმაღლეს სათათბიროში “რეგიონების პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ აქვს გივი თარგამაძის რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი და დეპუტატებს მათი მოსმენა მოსთხოვა. “საღმა აზრმა გაიმარჯვა და დეპუტატებმა ამ ჩანაწერების, თუ ჩანაწერის მოსმენა არ ისურვეს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მობილურით ინტენსიურად ვსარგებლობ და თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს ჩემი პირადი საუბრების მოსმენა, უსმინოს. ვთვლი, რომ ახლა უკრაინას გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე კონცენტრირება სჭირდება, ვიდრე ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე დროის კარგვაა”, - განაცხადა თარგამაძემ. ქართველი დეპუტატის აზრით, უკრაინამ სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს კურსი, რომელიც დემოკრატიული სამყაროსკენ წაიყვანს. უკრაინის პარლამენტის დეპუტატი “რეგიონების პარტიიდან” ვლადიმერ სივკოვიჩი ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტარ გივი თარგამაძის, ასევე, თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. დეპუტატ სივკოვიჩის თქმით, ჩანაწერი, რომლის ნაწილსაც “კომერსანტი უკრაინა” აქვეყნებს, ამტკიცებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინაში 2 ათასი დამკვირვებლის ჩაყვანას საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისთვის გეგმავდნენ. გამოქვეყნებულ ჩანაწერის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი გივი თარგამაძეს ეუბნება: “შენ დაურეკე იულიას და სხვებს. როგორ ჩამოვიყვანო მანდ 1000 კაცი? შენ მათ უთხარი მეორე ტურისთვის თვითმფრინავები მოამზადონ, უკრაინაში რეისებს საერთოდ ხომ არ გააუქმებენ. 200-300 კაცის გამოგზავნა მინდა და ამის მოხერხება ჩვენი თვითმფრინავებით რთულია”. სივკოვიჩი აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან აიღო, თუმცა ეს ჩანაწერები აქვთ უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურასაც. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით იულია ტიმოშენკოს ბლოკში კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  14. არ ვიცი რამდენად დაეჯერება http://tribuna.com.ua/modules/pages/files/11-1b.jpg
  15. murTazi მატო დონაძეზე ხომ არ არის?> ამდენი ადამიანი მუშაობს და არავის აწუხებს სინდისი?!
  16. 1 იანვრიდან აღსრულების ახალი სისტემა ამოქმედდა ყველა ის მოვალე, რომელსაც სესხი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აქვს აღებული და რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7–დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონებას გამოემშვიდობება. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოიძიებს და გაყიდის. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს და ის 2010 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში „მოვალეთა რეესტრი“ ამოქმედდა. რეესტრში არაკანონმორჩილი მოვალეები მოხვდებიან. რაც შეეხება კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევას, ასეთი პირი „მოვალეთა რეესტრში“ მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებასაც აძლევს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ალექსანდრე ბარნაბიშვილის თქმით, „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ პირს საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება. „მას შემდეგ, რაც სასამართლო ან არბიტრაჟი მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული დავის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის ძალაში შევა, იწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიდის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც მოვალე ცხოვრობს ან მის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს. მას შემდეგ, რაც პირს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნება შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ვალდებულების შესასრულებლად 7–დღიანი ვადა ეძლევა, და თუ იგი ვალს ამ ვადაში არ გადაიხდის, ის „მოვალეთა რეესტრში“ მოხვდება. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის სახელზე არსებულ ქონებას მოიძიებს, აღწერს და დააყადაღებს. ქონების მოძიებიდან 1 თვის განმავლობაში ექსპერტი მის საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში კი აუქციონი ტარდება და ქონების იძულებით რეალიზაცია ხდება. ქონება პირველ აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარი ფასით გადის. იძულებითი რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან პირველ რიგში არსებული დავალიანება დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ ნამეტი თანხა დარჩება, ის მოვალეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბარნაბიშვილი. მისი განმარტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეზღუდული არ არის, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წარდგენის ვადა და ის 10 წლითაა განსაზღვრული. თუ გარკვეული პერიოდის შემდე პირის სახელზე რაიმე სახის ქონება დარეგისტრირდება, მას ამ ქონების განკარგვის უფლება არ მიეცემა. ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. არ შეიძლება დაყადაღდეს მოვალის ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის საჭირო 4 კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებების მარაგი. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც. არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. ალექსანდრე ბარნაბიშვილის განმარტებით, დღეისთვის „მოვალეთა რეესტრში“ არცერთი პირი არ ირიცხება და მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთა მიმართ აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. „1 იანვრის შემდეგ ბევრი უქმე დღე იყო და კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი აღსრულების 7–დღიანი ვადა ახალი გასულია. ასე რომ, იძულებითი აღსრულების პროცესის დასაწყებად მომართვების მიღებას ახლა ველოდებით“, – აცხადებს ბარნაბიშვილი. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...14775&ct=17 პ.ს. რევოლუცია მოხდება გული მიგძნობს
  17. ლ ი ც ი ამ კაცმა საერტოდ რამე გააკეთა ან დადებით ან უარყოფითი?! შარშან?! მე ალასანიას დავასახელებდი, იმიტომ რომ მან ერთადერთმა მოახერხა გაზაფხულის აქციების კოლაფსის შემდეგ სუფთად გამოძრომა
  18. რასაკვირველია არა, მაგრამ ა ბატონო: http://planeta.ge/index.php?showtopic=1502...%83%A2%E1%83%9D
  19. Jonathan Livingston 1 იანვრიდან აღსრულების ახალი სისტემა ამოქმედდა ყველა ის მოვალე, რომელსაც სესხი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აქვს აღებული და რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7–დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონებას გამოემშვიდობება. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოიძიებს და გაყიდის. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს და ის 2010 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში „მოვალეთა რეესტრი“ ამოქმედდა. რეესტრში არაკანონმორჩილი მოვალეები მოხვდებიან. რაც შეეხება კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევას, ასეთი პირი „მოვალეთა რეესტრში“ მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებასაც აძლევს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ალექსანდრე ბარნაბიშვილის თქმით, „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ პირს საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება. „მას შემდეგ, რაც სასამართლო ან არბიტრაჟი მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული დავის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის ძალაში შევა, იწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიდის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც მოვალე ცხოვრობს ან მის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს. მას შემდეგ, რაც პირს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნება შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ვალდებულების შესასრულებლად 7–დღიანი ვადა ეძლევა, და თუ იგი ვალს ამ ვადაში არ გადაიხდის, ის „მოვალეთა რეესტრში“ მოხვდება. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის სახელზე არსებულ ქონებას მოიძიებს, აღწერს და დააყადაღებს. ქონების მოძიებიდან 1 თვის განმავლობაში ექსპერტი მის საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში კი აუქციონი ტარდება და ქონების იძულებით რეალიზაცია ხდება. ქონება პირველ აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარი ფასით გადის. იძულებითი რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან პირველ რიგში არსებული დავალიანება დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ ნამეტი თანხა დარჩება, ის მოვალეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბარნაბიშვილი. მისი განმარტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეზღუდული არ არის, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წარდგენის ვადა და ის 10 წლითაა განსაზღვრული. თუ გარკვეული პერიოდის შემდე პირის სახელზე რაიმე სახის ქონება დარეგისტრირდება, მას ამ ქონების განკარგვის უფლება არ მიეცემა. ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. არ შეიძლება დაყადაღდეს მოვალის ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის საჭირო 4 კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებების მარაგი. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც. არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. ალექსანდრე ბარნაბიშვილის განმარტებით, დღეისთვის „მოვალეთა რეესტრში“ არცერთი პირი არ ირიცხება და მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთა მიმართ აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. „1 იანვრის შემდეგ ბევრი უქმე დღე იყო და კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი აღსრულების 7–დღიანი ვადა ახალი გასულია. ასე რომ, იძულებითი აღსრულების პროცესის დასაწყებად მომართვების მიღებას ახლა ველოდებით“, – აცხადებს ბარნაბიშვილი. პ.ს. დრაკონული კანონია!
  20. Grig ეს თუ მართალია, მაშIნ ყველაფერი გასაგებია...ისე, ერთი რაღაც არის ამ გამოკითხვებში, შეიძლება ეს გამოკითხვები მართალიც იყოს, თუ ის რესპოდენტები , რომლებმაც გამაცხადეს, რომ ჯერ არ იციან ვის მისცემემენ ხმას, ამას იმიტომ ამბობდნენ რომ ეშინოდათ თავის პოზიციის დაფიქსირება. მაშIნ ადეკვატურ შედეგებს ვღებულობთ...მოკლედ ის სტატისტიკური კვლევები, რითაც მას-მედიაა გაჯერებული, როგორც ჩანს არანაირ ნდობას არ იწვევს...
  21. Grig მე მგონი ის ყბადაღებული ირი კი მიშას ოფიციალური პიარშიკია მე როგორც მახსოვს Saturn მე ავიღე 30%-იანი მაჩვენებელი...ნუ 35%-ის შემთხვევაში მასეა კი...ყველა ვარიანტშI ბარიერზე ქვემოთაა
×
×
  • შექმენი...