dire ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის 2010 წლის პროგნოზი და 2009 წლის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2010 წელს 2 პროცენტი იქნება. 2009 წელს ეკონომიკის შემცირება შესაძლოა 4,5 %–ზე დაფიქსირდეს. როგორც ევრობანკის უფროსმა ეკონომისტმა ანიტა ტაჩიმ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაზე კრიზისმა საკმაოდ ძლიერი გავლენა იქონია. მისი თქმით, მთავრობის ფისკალური და მასტიმულირებელი მექანიზმების მიუხედავად, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ბანკების დაკრედიტების მკვეთრი ვარდნის დაბალანსებას ისახავენ მიზნად, 2009 წელს, შესაძლოა, ეკონომიკის ვარდნამ 5,5% შეადგინოს. 2010 წელს კი მდგომარეობის გამოსწორება შენელებული და დამოკიდებული იქნება უცხოური კერძო კაპიტალის განახლებულ შემოდინებაზე და ბანკების დაკრედიტების საქმიანობის განახლებაზე, რაც ამჟამად პრობლემური სესხების დიდი მოცულობის გამო იზღუდება. პ.ს ბოლო პოსტში რა დაწერე, უბრალოდ ვერ გავიგე რა ბატონი, რა სახელი!