babuagiorgi ეს დიპლომატიური ლაი ლაია, ისე არავინ ჩამოდის...და ეს ნიუსიც საყურადღებოა ამ კონტექსტშI: ნოღაიდელის პარტიას “ახალი მემარჯვენეების” წევრები შეუერთდნენ მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის~ “ახალი მემარჯვენეების~ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი კობა მოდებაძე და რაიონული ორგანიზაციის ბიურო, რვა კაცის შემადგენლობით შეუერთდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის~ პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ კობა მოდებაძემ უკვე ოფიციალურად აცნობა ყოფილი პარტიის ხელმძღვანელობას. მოდებაძე ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ კურსს და მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე, ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა. ~ასეთი ნაბიჯის გადადგმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი და მისი გუნდი ატარებს. ჩვენ ვუერთდებით რუსეთთან ურთიერთობების აღდეგნის მოთხოვნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა~, _ აცხადებს კობა მოდებაძე. http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=2186 პ.ს. როგორც ჩანს ორი ძალა იკვეთება, პროდასავლური-ალიანსი, პრორუსული ნოთაიდელი...