ჯერ ეს ნახეთ: ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშკერულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს "ელიტა ბურჯს". 2012 წლის 17 იანვარს, შპს "ელიტა ბურჯმა”, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა "ქართულ ოცნებას". აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს "ელიტა ბურჯმა” 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშკერულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა "ქართულ ოცნებას" კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. და შემდეგ ეს: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედოფლისწყაროში მოქმედმა საგზაო სამმართველომ და მისმა ხელმძღვანელმა ვანო ლოლაშვილმა, რომელიც შპს „მექანიზატორი 2005“–ის სახელწოდებით ოპერირებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2 000 ლარი გადაურიცხა. ამას გარდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში დარეგისტრირებულმა შპს „ეტლი 2006“–მა მმართველ პარტიას 500 ლარი აჩუქა. წნორში რეგისტრირებულმა შპს „ბაკა+“მა კი, რომელმაც დედოფლისწყაროში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და დაფინანსება დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო, „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 000 ლარი გადაურიცხა... რომელია რეალური კორუფცია და ქვეყნის დამანგრეველი? ნაცებო მე მგონი მართლა ბბ–ზე მუშაობთ