-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
akkai ბალასტი მოიშორა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში უშლიდა ხელს... დღეს ალასანიამ მტკიცე ნაბიჯი გადადგა! ეს უკვე აღარ არის მერყევი პოლიტიკოსის ნაბიჯი!
-
analgin დიდი იმედი მაქვს, და ტყუილად ნუ მეკამათები ხოლმე! :)
-
გეტყვით ჩემს მოსაზრებას... რესპები და ახლები იყვნენ გადაწყვეტილების მიღებებში საშინელი ბალასტი...იმდენად დიდი ბალასტი რომ არ ხერხდებოდა არცერთი გადაწყვეტილების გატანა...ამითაც აიხსნება იმჰო ალასანიას პასიურობა ნაწილობრივ... ვერ ხერხდებოდა სხვა ოპოებთან საუბარი, იმიტომ რომ, იმას არ დაველაპარაკებით ამას არ დაველაპარაკებით... ხოდა ჩემი აზრით ალასანიამ ძლიერი ნაბიჯი გადადგა ! ეხლა დაველოდოთ გრეჩიხა დღეს რას იტყვის....
-
მშვენიერი გადაწყვეტილებაა. როგორც ჩანს ალასანია პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას... როგორც ჩანს უკვე ავლენს ძლიერი ლიდერის თვისებებს...მივესალმები!
-
Siknadmo მეც მჯერა მარა აგერ ღუბლებშI დაფრინავო
-
Siknadmo +1 T_A_T აი ეს ორი რა კავშირშია ერთმანეთთან ამიხსენი რა
-
ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ახალგაზრდა ადამიანია 25-35 წლისები
-
სულ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის საქმე მკაფიო და ნათელი იყო: ალასანია გააქტიურების პირობას დებდა, ძიძიგური და დავითაშვილი პრაიმერისთვის ემზადებოდნენ, სხვები კი ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს პროცესის სათავეში მოექცა ფიგურა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სამაგალითოდ პასიური იყო და არცთუ უმიზეზოდ. თუ ამჟამინდელ ვითარებას კარგად ავწონ-დავწონით, დავინახავთ, რომ ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია პროცესებზე არჩევნებამდე დარჩენილ დროში – ლევან გაჩეჩილაძეა. დავიწყოთ იმით, რომ ძმებს – ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებს – არ მოსწონთ ფორმულა „ყველას მინუს ერთი“. აქედან მარტივი დასკვნა: ლევან გაჩეჩილაძისთვის დასაშვებია, იყოს იმ პოლიტიკურ ბანაკში, სადაც ცნობილი „მინუს ერთია“, – ზურაბ ნოღაიდელი. ეს სიახლე მთლიანად ცვლის ძალთა განლაგებას ოპოზიციაში და განსაკუთრებით საშიშია ირაკლი ალასანიასთვის. რადგან იმ ბანაკში ლევან გაჩეჩილაძე უპრობლემოდ დაიკავებს პირველი ლიდერის აქამდე თავისუფალ ნიშას. „ალიანსის“ ლიდერს კი მოუხდება, რომ ბევრი იფიქროს, როგორ გაანეიტრალოს ლევან გაჩეჩილაძის ფაქტორი. ყველაზე მოკლე გზა ისაა, რომ ალასანიამ გვერდით დაიყენოს გაჩეჩილაძე, რაც ცადა კიდეც მან მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოების ერთ ნაწილთან შეხვედრისას. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი ალასანიასთვის ლევან გაჩეჩილაძის გვერდით დადგომა მხოლოდ „ალიანსთან“ განშორების შემდეგ იქნება შესაძლებელი. დავუშვათ, ალასანია არ გაემიჯნა „ალიანსს“. მაშინ მას მოუხდება, არა გვერდით, არამედ, პირისპირ დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს, თანაც, არჩევნების დღეს. სავარაუდოდ, ალასანია ამას არ და ვერ დაუშვებს, რადგან მისი დაპირისპირება გაჩეჩილაძესთან საპროტესტო ხმების გაყოფას და სახელისუფლო კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს. სავარაუდოდ, წაგება გაცილებით უმტკივნეულო იქნება ლევან გაჩეჩილაძისთვის, ვიდრე ირაკლი ალასანიასთვის, რომელიც პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატია. გაჩეჩილაძე კი უკვე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და, ოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ხმაც აქვს მიღებული ამომრჩევლებისგან. ხოლო ალასანია ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში და თუ თბილისის მერის არჩევნებს წააგებს, თანაც, ოპოზიციის შეცდომების გამო, ცხადია, მის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. ამიტომ, დღეს ალასანიას გაცილებით მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე – გაჩეჩილაძეს. ამ დანაკარგის შესამცირებლად, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუწევს. უფრო ზუსტად, ალასანია არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან გვერდით დაუდგეს ლევან გაჩეჩილაძეს პრაიმერში, ან მთლიანად დაუთმოს მას ასპარეზი. მესამე გადაწყვეტილება – არჩევნების დღეს ამ ორი ფიგურის დაჯახება – კიდევ უარესია, ვიდრე წინა ორი. აქ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: თუკი ლევან გაჩეჩილაძე ფუნქციურად იმდენად ძლიერ პოზიციაშია, რომ მასზეა დამოკიდებული ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გაძლიერება ან დასუსტება, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაჩეჩილაძე მაინცდამაინც ალასანიას გაძლიერებისთვის იზრუნებს? რატომ არ შეიძლება, პრაიმერში მან თავად იბრძოლოს პირველი ადგილისთვის და მეორე ადგილს არ დასჯერდეს? ამ კითხვაზე პასუხი გამოაჩენს, რა მოტივით დაინტერესდა გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებით: ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, თუ კიდევ ერთი შანსის მისაცემად საკუთარი თავისთვის. პოლიტიკისთვის ორივე მიზანი მისაღებია. თუმცა, ფაქტია, რომ რაც მეტად ფერმკრთალდება ერთობის კონტურები, მით უფრო იზრდება ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ინტერესი. როგორც კი იგი საჯაროდ გამოთქვამს პრაიმერში მონაწილეობის მზადყოფნას, ირაკლი ალასანია ან პრაიმერისტებს უნდა შეუერთდეს, ან საკუთრი ნებით გამოეთიშოს არჩევნებს. ასე რომ, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელმაც რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია და, ბოლოს, შარშან, 26 მაისს, სხვა ლიდერებთან ერთად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადააბარა, – ახლა კვლავ მოვლენების გულისგულში აღმოჩნდა. ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია, ოპოზიციისთვის სრულიად საგანგებო – დადებითი ან უარყოფითი – როლი შეასრულოს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. იგი, შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატიც აღმოჩნდეს არჩევნებზე. გასარკვევი და გასარჩევი მხოლოდ ის დარჩება, რატომ დაუშვა ასეთი სერიოზული შეცდომები ირაკლი ალასანიას გუნდმა და რატომ ჩაიყენა ამ პერსპექტიულმა ლიდერმა თავი უპერსპექტივო მდგომარეობაში. ია ანტაძის საინტერესო სტატია http://www.tavisupleba.org/content/article/1963874.html
-
Saturn მაშIნ წინა თვეების ზრდა ამიხსენი რა მიზეზით იყო განპირობებული? და იმის პროცენტული მაჩვენებელი შენ ბოლო ორი კვირა აიღე რატომღაც... Saturn რა არ ვიცი, სკლეროზი კი არ მაქვს, ერთი წლის წინ რა ფასად ვყიდულობდი და ეხლა რა ფასი აქვს!
-
Grig მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, მარა თუ მართალია
-
Saturn ჩვენთან კი!
-
“დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას პრესისთვის 18.00 საათზე გააკეთებს. ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” ოფისში განაცხადეს. ოფისთან მედიის წარმომადგენლები ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენას დილიდან ელოდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად სწორედ ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურა დასახელდეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ საკითხზე ოპოზიციაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, დღესვე საგანგებო განცხადებას გააკეთებს ”საზოგადოებრივი დარბაზიც”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ასე თუ მოხდა, მე პირადად არჩევნებზე არ მივალ, შეიძლება ჯინაზე უგულავასაც კი მივცე ხმა!
-
T_A_T სოციოლოგიურ გამოკითხვებში არც ტელეფონზე ლაპარაკი იცის??? დემაგოგობ უკვე!
-
Siknadmo ყველას მინუს ერთი გაუჩალიჩეს მIშას ეს ქვეყნისტვისაც ძალიან ცუდია!
-
T_A_T იმიტომ რომ შევარდნაძე შესაცვლელი იყო და არწმუნებდა საზოგადოებას რომ ის რეფორმატორია და შეუძLია ედიკას შეცვლა! არა, იმიტომ რომ ძალას აჩვენებდა რომ მე შევძლებ ნაცბოლშევიზმის დამარცხებას არა, უბრალოდ მათში ძალა არ იგრძნობა... არადა უკლებლივ ყველა გამოკითხვაში ოპოებშI ალასანიას ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს!!! ბნელა ამის დედა ვატირე?
-
Saturn 100%
-
kisa მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ჩვენმა ცალტვინა დიპლომატიამ ლამის ყველასთან გადაგვკიდა...
-
T_A_T კი მიფიქრია და მაგიტომაც არის ალასანია რეიტინგული და არა გრეჩიხა ან ბურჯანაძე ან ნოღაიდელი
-
საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი ბოლო პერიოდში ძლიერ რყევებს განიცდის, კერძოდ, 2010 წლის 28 იანვარს დაფიქსირდა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსი აშშ-ს დოლართან _ 1 აშშ ლარი = 1.7479 ლარი. ‘’ეს კურსი მხოლოდ ერთი დღით შენარჩუნდა, რის შემდეგაც ლარი საწყის ნიშნულს დაუბრუნდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული რყევა. ასეთი საყურადღებო შეფასების მიუხედავად, ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია’’, - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ სავალუტო ბაზარზე, სამწუხაროდ, დღეისთვის ისევ მეორდება 28 იანვრის სიტუაცია. ნოღაიდელის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ შექმნილი მდგომარეობის მიზეზი სავალუტო ბაზარზე მოთამაშის არსებობაა, რომელიც პროცესებს დაუსჯელად მართავს და ვალუტის კურსის მანიპულირებით, უზარმაზარ შემოსავალს იღებს. ხელისუფლება კი მომხდარზე იმიტომ არ რეაგირებს, რომ ეს მოთამაშე მისი ფავორიტია და მისი მეშვეობით ~ნაშოვნ~ ფულს წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებად იყენებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე პირადი მიწვევა არ მიუღია. "მიხეილ სააკაშვილს ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით პირადი მიწვევა არ მიუღია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევიდან შემოვიდა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე იწვევენ საქართველოს მაღალი დონის დელეგაციას", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. მისივე განმარტებით, დელეგაციის შემადგენლობას საგარეო უწყება დააკომპლექტებს. "ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ გაემგზავრება საქართველოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. დელეგაციის შემადგენლობა ჯერ არ გადაწყვეტილა", - განმარტა კალანდაძემ. http://ghn.ge/news-8737.html პ.ს. გილოცავთ მეგობრებო
-
Saturn სცადე აბა შაქრის შემოტანა საქართველოშI და მერე არიგე სხვა ჭკუა რა წაიკითხოს...შეიძLება ფასმა მოიმატა მაგრამ არა ასე კატასტროფულად!
-
machkatela გუბაზას რეიტინგი მარტლაც ცოტა გაუგებარია....