Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Jonathan Livingston იმედზეა...მყვიდეოზე...გადაახვი ე ... ზუსტი დრო არ ვიცი...
  2. საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს! სამშაბათს, 22 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული გადაცემა ”სიმართლის დრო” რომელშიც მონაწილეობა კონკრეტული მიზნის გამო მივიღე, მნიშვნელოვანდ იქნა დამახინჯებული საპატრიარქოსა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი და ზოგადად, მედია საშუალებები, მძლავრ ზეწოლას განიცდიან რელიგიური ფუნდამენტალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. სინოდის უკანასკნელ ოქმში საპატრიარქო პირდაპირ ემუქრებოდა ხელისუფლებას და აცხადებდა: ”სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან. ... თუ ასე გაგრძელდა, იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.” მუქარამ გაჭრა და დღეს ვხედავთ რა ადვილია ფანატიზმმა დააჩოქოს სახელმწიფო და ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლების უხეშ და არაკეთილსინდისიერ შეზღუდვას. ის რომ კონკრეტული ტელევიზია სახელმწიფოს კონტროლ ქვეშაა, სინოდის განცხადებიდანაც ჩანს. რა მსურდა მეთქვა ქართული საზოგადოებისთვის? უკანასკნელ დროს ჩემთან დაკავშირებული საკნდალის შესახებ ინფორმაცია ან საერთოდ იბლოკებოდა ან არასაკმარისი სიცხადით მიეწოდებოდა საზოგადოებას. მიღებული გადაწყვეტილება, წავსულიყავი აბსოლუტურად ვულგარულ გადაცემაში, არ იყო დაკავშირებული იმ მიზნებთან, რა მიზნებითაც იქ ჩვეულებრივ მიდიან სტუმრები. ეს ერთგვარი რევანში იყო საყოველთაო დუმილის წინააღმდეგ. ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იძულებულია ხარკი უხადოს ეკლესიას, რომელიც უკვე მედიის ერთ-ერთი ცენზორი გახდა. მოგმართავთ საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს, თქვენ შეიძლება მიუღებლად, გამაღიზიანებლად და შეურაცხმყოფლად მიგაჩნდეთ ჩემი განცხადებები, რაც თქვენი წარუვალი უფლებაა, რომელიც ბუნებამ და ღმერთმა მოგანიჭათ. მაგრამ თუ თქვენ განაგრძობთ ამაზრზენ დუმილს, როგორც დიდი ხნის წინ ჩემმა კოლეგამ, ლარი ფლინტის სასამართლოზე წარმოთქვა: ”ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძოთ და კედლები დაგხვდება იქ, სადაც მის დანახვას არ მოველოდით. მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვერაფრის დანახვას, ვეღარ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ეს უკვე აღარ იქნება თავისუფლება.” წამყვან ნანკა კალატოზიშვილის დაცული პატრიარქი, საზოგადოებაში დამკვიდრებული ფარისევლობის ტიპური და სამწუხაროდ მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. გადაცემაში მე მომიწია ვრცლად მესაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შესახებ და აღმენიშნა რომ ”კგბ”-ს აგენტი, ჩემი სულიერი მოძღვარი ვერასდროს იქნებოდა, რადგან მთელი მისი საქმიანობა არის აბსოლუტური წინააღმდეგობაში მისივე წინამობრედი უწმინდესი პატრიარქების, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილისა. ეს და მსგავსი კომენტარები ჩემი მხრიდან პასუხი იყო წამყვანის კითხვებზე, რომელიც თავად იჩენდა ინიციატივას ესაუბრა მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. როგორც ჩანს ამ გადაცემის სრული სახით გაშვება ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ დისკომფორტს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპატრიარქო აამოქმედებდა იმ ბერკეტს, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მით უფრო მოახლოვებული არჩევნების ფონზე. პირდაპირობა, რომელიც ამხელს ანტიმართლმადიდებლურ და ანტილიბერალურ გაკულტებას, ხელისუფლების მხრიდან დაიბლოკა. რადგან ჩემი აზრით სახელმწიფოს მიზანი დიდი ხანია აღარ არის ლიბერალური რეფორმების გატარება. ეს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ განათლების სფეროშიც ვლინდება. ლიბერალების ნაწილი, თვლის რომ არაპირდაპირი მიწოდების გზით შეიძლება რაიმეს შეცვლა საზოგადოებაში, რომ მოსანახია უკეთესი ფორმა და ა.შ. რაც ჩემთვის აბსურდული და მიამიტური კომფორმიზმია. სახელმწიფო მანიპულირებს თქვენი რელიგიური შეხედულებებით, ზომბირების ფსევდომართლმადიდებლური მანქანა პოლიტიკოსების სასარგებლოდ მუშაობს. ხელისუფლებას, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს, პოლიტიკოსებს, საპატრიარქოსა და მასმედიას ამ ქვეყანაში მივაჩნივართ ნახირად, რომლის რელიგიურ გრძნობებზე თამაშიც შეიძლება გამოიყენო პირადი სარგებლის ან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით. მოვითხოვ დაუმახინჯებელი ფორმით გადაიცეს გადაცემა, რომელიც ჩემი მონაწილეობით ჩაწერა ტელეკომპანია იმედმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებლული ვიქნები მივმართო სასამართლოს და ამ გზით მოვითხოვო სასამართლო ხელისუფლებისგან ტელეკომპანია იმედის დავალდებულება ხელახლა გაუშვას გადაცემის სრული ჩანაწერი. პ.ს. ტელეკომპანია იმედისა და TBC TV-ის პროდუსერები პრაქტიკულად არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ისღა დარჩენიათ მსგავს ნაცისტურ ორგანიზაციებში ოფიციალურად გაწევრიანდნენ. თეა თუთბერიძე
  3. http://planeta.ge/index.php?showtopic=1662...mp;#entry202397 აუცილებლად შედით თუ შეიძLება!
  4. Indian_Summer ვისავც ყავს იმათმა რა ქნან?
  5. სლავიკა პირველი შვილის შემდეგ იწყება ბედნიერება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
  6. lasha1997 კატეგორიულად ალიანსს არ უნდოდა, ეგ ერთი, და მეორე... დიდი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ არანაირი პრაიმერი არ იქნება!
  7. გუშინდელი ალასანიას ნაბიჯი რასაკვირველია უდიდესი რისკის შემცველია...თუ ვერ მოხერხდა ოპოზიციის გაერთიანება...შეიძლება პოლიტიკურ ბანკროტადაც იქცეს! მაგრამ თუ მოხერხდა (ქდმ-ს და მელკი ლანდიდატებს არ ვგულისხმობ), ამ შემთხვევაში დივიდენდები უდიდესია! და შედეგად დიდი იმედი მაქვს უგულავა დათანხმდება... ალიანსს პრაიმერზე აქვს გართულება მხოლოდ, ნუ საქვეყნოდ ამას იძახიან. ხოლო პრაიმერი რომ არ იყოს. არ გამოვრიცხავ სულაც! პ.ს. ალასანიას თუ სერიოზული პოლიტიკოსობა უნდოდა, უნდა დაემსხვირა მითი რომ მტკიცე ადამიანი არაა...და შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება! მან ეს დაამტკიცა, რას ფიქრობთ, შედეგი გაამართლებს?
  8. ლ ი ც ი გამოჩნდება უახლოეს დღეებში.... ან შეთანხმდებიან საერთო კანდიდატზე...ან ნაცების თამაშ ითამაშეენ რესპები და ახლები!
  9. შაქროII +1 ლ ი ც ი შეიძლება, მაგრამ ეს განაცხადები ეხლა, მაგარი ნაწყენი ბაშვების შთაბეჭდილბას სტოვებს!
  10. ლ ი ც ი ეხ, 10 წელი რესპუბლიკელი ვიყავი და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს პარტია არ გაიზარდა, ისევ იმ მცირე ჯგუფად დარჩნე რაც იყვნენ...
  11. შაქროII არის საფრთხე...განა არა! პ.ს. 10 საათზზე მაესტროზე ალასანია იქნება! პ.პ.ს. გრეჩიხას ერთში ვეთანხმები...ოპოზიცია გამოაცოცხლა ალასანიას ამ ნაბიჯმა...გაიღვიძეს!
  12. ლ ი ც ი ახლებს ხალხის არასდროს სჯეროდათ
  13. შაქროII საზოგადოების აქტივობაზეა ყველაფერი დამოკიდებული...ახლა პარტიული ნიშნით თუ მიუდგნენ...არ ვარ ამ პარტიის წევრი და არ მივალო....მაშIნ ალასანია ცხადია წააგებს! SSDK ზუსტად
  14. machkatela ეს ჩვენი ექსპერტები მაგარ შტერობებს რომ ლაპარაკობენ, არა უშავს?
  15. შაქროII “ალიანსი საქართველოსთვის” ერთიანი რჩება, უთანხმოების საბაბი მხოლოდ პრაიმერში მონაწილეობაა, - ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” დავით უსუფაშვილმა დღეს საღამოს, “ახალი მემარჯვენეების” ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ალიანსი რჩება იმ პოზიციაზე, რომ თუ მოხერხდება უფრო ფართო ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება, ეს არის კარგი და ამ საკითხში ალიანსი ერთიანია, ისევე, როგორც ზურაბ ნოღაიდელთან მიმართებაში პოზიცია ყველა ლიდერს აქვს ერთიანი. “დღევანდელი მდგომარეობით გადაუწყვეტელია მხოლოდ და მხოლოდ პრაიმერის თემა. “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ალიანსის საერთო გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ყველა სხვა დანარჩენი ფორმა ერთიანობის მისაღწევად და ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ჩვენთვის მისაღებია”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება შესაძლებელია, მათ შორის პრაიმერითაც. “ალასანიამ იცის, რომ ალიანსს პრაიმერში მონაწილეობა არ სურს. ალიანსი მზად არის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვაგვარ გზას დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება განცხადებებს ალიანსის დაშლის თაობაზე, ეს არ არის პირველი და ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ეს იყო ჭორი და მოგონილი. დღევანდელი მდგომარეობითაც ეს ჭორია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს სუფთა ფურცლიდან მოლაპარაკებებს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსი მიდის მოლაპარაკებაზე თავიანთი კანდიდატებით და ელოდება არგუმენტებს იმის შესახებ, რით სჯობს მათ სხვა კანდიდატები. “ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო ხაფანგში – პრაიმერში მონაწილეობას. სხვა ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის სასიკეთოდ. ამას ცდილობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამას ვცდილობთ ჩვენც. რაც შეეხება ნოღაიდელს, ალიანსის ყველა თავმჯდომარეს აქვს იდენტური პოზიცია მასთან მიმართებაში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
×
×
  • შექმენი...