გამოდის, ალასანია გაჩეჩილაძეს ეუბნება – მე უკვე დამასახელეს და პირველი მე ვარ, შენ თუ გინდა, მხარი დამიჭირეო. გაჩეჩილაძე კი ალასანიას ეუბნება – შენ კოჭებში გეტყობა, რომ ამ ბრძოლის მომგები არ ხარ, მე კი წარსულშიც მომიგია და მომავალშიც მოვიგებო. სინამდვილეში, წაგების შემთხვევაში, ალასანია მეტს კარგავს, რადგან მისი კარიერა აღმავალია, გაჩეჩილაძის კი – დაღმავალი. ამიტომ, შესაძლოა, გაჩეჩილაძე ფიქრობდეს, რომ თუ თავის კანდიდატურას ოფიციალურად დააყენებს, მაშინ ალასანია ასპროცენტიან დამარცხებას უკანდახევას ამჯობინებს და, საბოლოოდ, ერთადერთი ლიდერი სწორედ გაჩეჩილაძე აღმოჩნდება. ესე იგი, შესაძლოა, გაჩეჩილაძე და მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ რაც ალასანიამ ნებით არ დათმო, ის გარემოების ძალით დაათმობინონ. ალასანია კი, თავის მხრივ, შესაძლოა, იმის იმედად იყოს, რომ მას რეალურად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გაჩეჩილაძეს. ამიტომ, თუკი ალასანიას არჩევნებში გასამარჯვებლად ის ხმები დააკლდება, რასაც გაჩეჩილაძე წაართმევს, მაშინ გაჩეჩილაძის საქციელს გამართლება არავის თვალში აღარ ექნება. ამიტომ, ალასანიას ფიქრებში, შესაძლოა, ლევანი ვერ ბედავდეს ასეთ რისკზე წასვლას და თავისი რეპუტაციის სამუდამოდ დასამარებას. ია ანთაძე http://www.tavisupleba.org/content/blog/1981722.html პ.ს. ვის უმტყუმებს პირველს ნერვები? მე მგონია გაჩეჩილაძეს, რადგან საზოგადოების სიმპათია მაინც ალასანიასკენ იხრება თითქოს...