ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილთან რუსეთის შესახებ საუბარს აპირებს , - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ჰილარი კლინტონის უკრაინაში, პოლონეთში, საქართველოში, აზერბაიჯნსა და სომხეთში დაგეგმილ ვიზტს მიეძღვნა. "ვფიქრობ, რომ საქართველოში, როგორც უკრაინაში, სახელმწიფო მდივნი რუსეთის შესახებ ისაუბრებს, თუმცა ვიზიტის ერთადერთი მიზანი ეს არ არის. ვფიქრობ, აშშ-სა და რუსეთს შორის უკეთესი ურთიერთობების დამყარების გამო, არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარდობდეს. ამ ურთოებებით რუსეთის მეზობელ ქვეყნები შედეგს მიიღებენ. ეს ვიზიტ კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ სახლემწიფო მდივანმა განუმარტოს ამ ქვეყნებს ჩვენი პოზიცია რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების შესახებ", - აღნიშნა გორდონმა. მისივე თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან მეზობელ ქვეყნებსაც მოუწევთ და ეს რაც მალე მოხდება, მით - უკეთესი. "ჩვენ არ ვართ საქართველოში არსებული ვითარებით კმაყოფილი და ეს პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს ღიად უთხრა. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება დაიცვას, რომელიც ითხოვს არა მხოლოდ სამხედრო მოქმდებების შეწყვეტას, არამდე მხარეებს მოუწოდებს, დააბრუნონ თავიანთი ძალები იქ, სადაც კონფლიქტამდე იმყოფებოდნენ. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა და უაცილებლად უნდა შესრულდეს", - აღნიშნა ფილიპ გორდონმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/138971-filip-gordoni-hilari-klintoni-mikheil-saakashvilthan-rusethis-shesakheb-saubars-apirebs.html პ.ს. მე მგონი ახალი რეალობის გასაიასნებლად ჩამოდის, არა?