მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა გამოგრჩათ პ.ს. საგადასახადო კოდექსი ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ვინც საქმის კურსში არ არის! საგადსახადო კოდექსის, სასწრაფო წესით მიღება, საკმაოდ დამაეჭვებელია, თანაც ლაფსუსები თუ სპეციალურად ჩადებული "ხვრელები", ვიღაცეების კონკრეტული შემოსავლის წყაროდ იქცევა. მაგალითი #1: კოდექსის 107 -ე მუხლით, ხარჯებიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება , მიკრო ბიზნესით დაკავებული პირისაგან შეძენილი საქონელი ან მომსახურება. ეს არის დისკრიმინაცია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაშინ რა აზრი აქვს მიკრო-ბიზნესის რეგისტრაციას? თუ საბუთს ვერ გამოწერს? რატომ არ შეიძლება მაგალითად ოფისის ან საწყობის გასაღების გამრავლებაზე მიიღო საბუთი? ან სხვა მსგავს სერვისზე? მაგალითი #2: ახალი კოდქსით, საექსპორტო აქციზი (მუხლი 186) შავ და ფერად ლითონზე დღევანდელი 80 ლარიდან (შავზე) იზრდება120 ლარამდე. ა) სად და ვის უნახავს ალუმინის და სპილეძის ჯართის ექსპორტი და შავი ლიონის ჯართი ერთნაირად იბეგრებოდეს, როდესაც ფასში სხვაობა 10-ის ჯერადია. ბ) დღესაც შავი ჯართის ექსპორტი ,კრიზისის გამო შეზღუდულია, 2009-ში 300 000 ტონა შეადგინა, ხოლო ბოლო თვეებში 45 000 ტონა. ანუ დღეს ბიუჯეტი იღებს 3,5 მილიონ ლარს ირებს თვეში, ანუ წელიწადში 43 მილიონი ლარი. თუ აქციზი 120 ლარამდე გაიზრდება, ეს პრაქტიკულად "აკრძალვითი" ბაჟია, რაც შავი ჯართის ექსპორტ 0-დე დაიყვანს, არცერთ მზობელ ქვეყანას მსგავსი მაღალი აქციზი არ აქვს. ბიუჯეტი ამ თანხას დაკარგავს, რითი აპირებენ ანაზღაურებას? დიდ ზარალ ნახავენ პორტები (ტონაზე $12) და რკინიგზა (ტონაზე $10) დაითვალეს? თუ ვიღაცის კერძო დაკვეთას ასრულებენ? 80 ლარი/ტონა შავი ჯართის ექსპორტისათვის არის მაქსიმუმი, ამის ზევით ეს ბიზნესი გაჩერდება. მაგალითი#3.დღევანდელი კოდექსით თუ ნივთი ან უძრავი ქონება თქვენს საკუთრებაში 2 წელზე მეტხანს იმყოფებოდა, რეალიზაციისას ნამატი თანხა აღარ იბეგრებოდა, 2011 დან "ახალი" კოდექსით, დაიბგრება, თუ ნამატმა 30 000 ლარს გადააჭარბა, რაც იშვიათობა არ იქნება.