-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
analgin აჰა!. dire რა შუაშია..მოავლის გწამდეს მთავარია...
-
asds უბრალოდ რომ გული შეტკიოდეთ ქვეყნაზე გამორიცხავ?!
-
http://zarava.livejournal.com/49187.html აქ არის მარადონასთან შეხვედრის ფოტოები
-
analgin კარგია რომ ჯიშკარიანისნაირებიც არიან ჯერ კიდევ...
-
სრული ინფორმაცია აქ... ალექსანდრე ხერგიანი: მას შემდეგ, რაც ნელი ნავერიანი «მოლაპარაკებად» წოდებულ შეხვედრაზე არ წავიდა, მისი ნათესავები ერთ-ერთ სასტუმროში შეიტყუეს. იქ არის გადაღებული ის ფარული ჩანაწერიც. ძალადობაც იქ დაიწყო. იქვე სცემეს და სასტიკად გაუსწორდნენ თვითმხილველებსა და დაკავებულებს, რომელიც შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. ნელი ნავერიანს კი სპეცრაზმი სახლში მიუვარდა და მეორე სართულიდან ძალადობით ჩამოიყვანა. პოლიციასთან შეკრებილმა მოსახლეობამ შენობას ალყა შემოარტყა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ძალოვანებმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობის უკანა გასასვლელიდან ჯაფარიძეების გაპარება მოახერხეს. ისინი ზუგდიდში გადაიყვანეს. ნელის გაყვანა კი ვერ შეძლეს. მოსახლეობამ ზუგდიდის მიმართულებით გზა ჩახერგა. მორიგი ძალადობა შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა. პოლიციამ ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინა და ხელკეტები ურტყა. მზიური ჯაფარიძეს თავი გაუტეხეს, გელა ჯაფარიძესა და ინგა მარგიანს ხელები გადაუმტვრიეს. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მუცელში დაჭრეს. შსს იძულებული გახდა ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ვერტმფრენი გამოეყენებინა. ორი მიკროავტობუსით სავსე სპეცრაზმი, 5 სამხედრო და 4 პოლიციის პიკაპი, ათეულობით კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი-ასეთი იყო ის ძალა, რომელიც შს სამინისტრომ 7 ივლისს სვანების წინააღმდეგ გამოიყენა. http://presa.ge/index.php?text=news&i=12300
-
gendolf არის ეგ მომენტიც, მასწავლებლებისა არ იყოს, ერთხმად დაუჭირეს ლამის ხმა და ეხლა რო შემცირებებია უკვირთ...
-
[ინტერპრესნიუსი] სტუდია რეპორტიორის ხელმძღვანელ ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, - ამის შესახებ, ინტერპრესნიუსს ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ აცნობა. მისი განცხადებით, ვახტანგ კომახიძე შვეიცარიიდან დაუკავშირდა და პირადად შეატყობინა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. კაკაბაძის თქმით, შვეიცარიამ ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ დევნილად აღიარა. შვეიცარიამ აღიარა, რომ ვახტანგ კომახიძე ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა და იზღუდებოდა. მას ხელი ეშლებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში,-აღნიშნა ნანა კაკაბაძემ. მისივე თქმით, შვეიცარიამ ვახტანგ კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვნიდან სამი თვის შემდეგ მისცა. კაკაბაძის ინფორმაციით, ვახტანგ კომახიძე საგამოძიებო ფილმებზე მუშაობას კვლავინდებურად გააგრძელებს.
-
უეჭველი ეს თემა ექნებოდა ჟურნალისტს წაკითხული))) NDI ახალ რეიტინგებს აქვეყნებს, სადაც გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 26% უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წელს. ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებით გაჟღერებულ გამოკითხვებში მოსახლეობის 71% თავს უმუშევრად თვლის და ამავდროულად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა, იგივე მოსახლეობა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. http://presa.ge/index.php?text=news&i=12311
-
ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – 68,8%
newstudio replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko აბა ადმინისტრირება გავაუმჯებესეთო?! -
როდიდან დაიწყეს სომხებმა ინგლისურად ბაზარი?
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 სომხები, აზერები, რუსები, უკრაინელები და ალაგ ალაგ თურქ-ირანელები თუ ინგლისურენოვანები იყვნენ არ ვიცოდი გარტყმაში არაა საკითხის,. -
უმრავლესობა მიშას გაპრემიერების წინააღმდეგია
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo აღარ შველის... ძუკუ მშვენივრად აღიქვა, უბრალოდ ოპოპარტიებს პირში წყალი ჩაუგუბებიათ... ყველას!!! ისვენებენ ბიჭები?!? :018: -
lasha1997 სახელობითი იყოს))) მე უმუშევარი ვარ მაგალითად...
-
გამოკითხულთა ერთი პროცენტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა ვენერა ბებოების რაოდენობაც დაფიქსირდა...
-
machkatela ან ვიღაცა აკორექტირებს შედეგებს და აბსურდი გამოდის ესე იგი უმრავლესობა თვლის რომ სწორად ვვითარდებით, და მეორეს მხრივ რუსეთთან ჩვენ პოლიტიკას 50%ზე მეტი იწუნებს... საინტერესოა განვითარებაში რა იგულისხმება? საზოგადოების განვითარება? მაშინ მეც დადებით პასუხს გავცემდი... ანუ ოპერატორებმა ეს კითხვა რესპოდენტებს როგორ აუხსნეს?! აგერ ნდ-ის გამოკითხვის სრული ვერსია FINAL media Presentation_GEO1 JULY 2010.pdf
-
32% წინააღმდეგია 23% მომხრე 23% არ იცის 16% სულ ერთია 3% არ იცის...
-
ციფრები ასე გამოიყურება შეკითხვა: საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?! პასუხებ: ნამდვილად სწორად ვითარდება 9% ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება 42% დანარჩენი პასუხები უარყოთითია, როგორც ხედავთ მხოლოდ 51% თვლის რომ სწორედ ვითარდება...და აქედან 42 "მთლიანობაშიო" აი რა იგულისხმება ამ მთლიანობაში?! და კიდევ ერთი...ეს ის ნდი-ია, უგულავას 60+% რომ დაუწერა რეიტინგი... ოფიციალურად 10 % ნაკლები მიიღო... --- კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, უმრავლესობა თვლის რომ საქართველოში დემოკრატია არაა... მოკლედ ეს გამოკითხვა თავის თავს ეწინააღმდეგება...
-
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, მოსახლეობის უმეტესობის აზრით, სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. კვლევის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. http://new.interpressnews.ge/ge/politika/141165-ndi-is-kvlevith-mosakhleobisthvis-umthavres-prioritets-samushao-adgilebis-sheqmna-tsarmoadgens.html პ.ს. აი ეს ორი რაღაც ერთმანეთში როგორ ჯდება ამიხსნას რა ვინმემ?!
-
კახა მიქაიას თანამებრძოლი გამოუჩნდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხობში მოშიმშილე ირაკლი (ილია) წურწუმიას მხარდასაჭერად მოძრაობა `7 ნოემბრისა~ და `დაიცავი საქართველოს~ წარმომადგენლები ჩავიდნენ. საპროტესტო აქციის დაწყებიდან მეშვიდე დღეს წურწუმია თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაუკმაყოფილებამდე არ აპირებს. `7 ნოემბრის~ ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი და რადიკალური აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს. იგი მიიჩნევს, რომ ეს აქცია გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. http://presa.ge/index.php?text=news&i=12288 lasha_alo ცხადია, ეს ხალხი გარემოს პირმშოა, მე მგონი გასაგებად დავწერე... -
იცოდით რომ უიმედობა, დეპრესია სასიკვდილო ცოდვა ყოფილა? http://ru.wikipedia.org/wiki/Смертный_грех თემა პოლიტიკურია...რადგან უიმედობით ჯერ ხომ ჩვენ მომავალს ვკლავთ, და ჩვენ სულსაც!
-
მინდია უგრეხელიძის ბიოგრაფია, ამ ორგანიძაციის თავჯდომარის: დაიბადა 1942 წელს ქ. ქუთაისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1963-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1974 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია. 1975 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე, უძღვებოდა ლექციების კურსს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე. 1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორია. 1988-1990 წლებში იყო გაზეთ "კომუნისტის", 1990 წლის 14 ნოემბრიდან კი - გაზეთ "ახალ საქართველოს" რედაქტორი. 1990 წელს 28 ოქტომბერს აირჩიეს საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტადად, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 1999 წლის 25 ივნისს შეუწყდა უფლებამოსილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით. 1997 წლიდან 1999 წლის ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი. საქართველოში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. არის "იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და "სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი. როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სამართლებრივი რეფორმის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარე, მონაწილეობს საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში. http://www.hcoj.gov.ge/?i=652&l=
-
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტს კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან უკან გამოთხოვისაკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. კომისიის თავმჯდომარის მინდია უგრეხელიძის განცხადებით, რეალურად აღნიშნული პროექტით არაფერი არ იცვლება და მასში 'თვალთმაქცური ცვლილებებია შეტანილი'. 'წარმოდგენილი ცვლილებები ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებს პარლამენტს, როგორიც დღემდეა. შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მთავრობამ ადვილად შეიძლება გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის საბაბად. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნა მხოლოდ უმრავლესობის ნებაზეა დამოკიდებული', - განაცხადა უგრეხელიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით კვლავ უუფლებო რჩება პოლიტიკური ოპოზიცია და ასევე არაფერია გათვალისწინებული თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრის, იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტის მიერ უკვე წარდგენილია პარლამენტში, გუბერნატორების თანამდებობა კვლავ დანიშვნადია. 'თუმცა, სხვაობა ის არის, რომ გუბერნატორებს ამიერიდან ნიშნავს ძლევამოსილი პრემიერ მინისტრი, მინისტრის თანამდებობაზე კი კვლავ დაშვებულია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის დანიშვნა. სამაგიეროდ კი გართულებულია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და ეს პროცესი ახალი პროექტის მიხედვით თითქმის შეუძლებელია', - განაცხადა მუხაშავრიამ. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო წევრების თქმით, ასეთ შემთხვევაში ყველაზე გონივრული იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კონსტიტუციის პროექტი უკანვე გამოეთხოვა. –– ცირკია ეს ქვეყანაა)))
-
ცნობისათვის, სამტრესტი გასცემს საექსპორტო სერთიფიკატს...და წესით ძალიან მუშა და ოპერატიული სამსახური უნდა იყოს ხომ? http://www.samtresti.gov.ge/#1 აი მაგათ საიტზე თუ რამეს გაარკვევთ, საღოლ რა!
-
საკრებულოს წევრს თვეში მაქსიმუმ 1700 ლარის მიღება შეეძლება 13:20 25-07-2010 საკრებულოს თითოეულ წევრს, სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის, თვეში მაქსიმუმ 1700 ლარის მიღება შეეძლება. "თბილისის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. დამტკიცებული წესის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ფრაქციის წევრებისთვის 300–მდე ლარის გაცემა შეეძლებათ, თანხის ოდენობაზე კი გავლენას მოახდენს საკრებულოს წევრის სსდომებზე დასწრება, შესასწავლი და შესწავლილი საკითხების მნიშვნელობა და ა.შ. საკრებულოს წევრს თანხის მიღება მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარისგანაც შეეძლება. კომისიის წევრებს ასევე დავალებების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 700 ლარის მიღება შეეძლებათ. დარჩენილი 700 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება კი საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცემა, რომელიც თანხას ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების მოსაზრებების და საკრებულოს წევრის აქტიურობის მიხედვით გასცემს. http://new.interpressnews.ge/ge/politika/141110-sakrebulos-tsevrs-thveshi-maqsimum-1700-laris-migheba-sheedzleba.html აიწყვეს ცხოვრება შონზომ და ძმანმა მათმა
-
რას შვრება ვინმემ ხომ არ იცით?
-
ექიმები სადაზღვევო კომპანიებს მორიგ ხმაურიან ბრალდებებს უყენებენ. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ექიმთა ასოციაციის წევრებმა სადაზღვევო სექტორისგან პაციენტების დაცვა ღიად მოითხოვეს. ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია სადაზღვევო ბაზების დარეგულირება და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ექიმების მტკიცებით, სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიების მენეჯერები ექიმთა გაიდლაინებს არ სცნობენ და თავად წყვეტენ, წნევის რა მაჩვენებელზე უნდა დაინიშნოს მკურნალობა და რომელზე არა. მათივე თქმით, მენეჯერების გადასაწყვეტი ხდება პაციენტების ოპერაციების საკითხები. "საბოლოო ჯამში, პაციენტი ვაჭრობის საგანი ხდება,"–აცხადებენ ექიმები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ პერიოდში სადაზღვევო ბაზების დაურეგულირებლობის გამო, პაციენტის უფლებები აბსოლუტურად დაუცველი რჩება. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=18836&ct=17 გენიალურია არა?!