-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ფეისბუქზე არ წყდება ვერა ქობალიაზე ჭორაობა მეზობელ ფორუმზეც ერთი აამბავია ატეხილი რასტან გვაქვს საქმე? მე მგონი ვერა მიშხელისუფლების სახეა...ფავორიტკა მინისტრად (მერე რა რომ დიპლომი არა აქვს)... გვიანი ფეოდალიზმის ტრადიციული სურათი... სამწუხაროა, მაგრამ კაპიტალისტურ ფორმაციაში ჯერ ვერ შევსულვართ ესე გამოდის...
-
სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე ფეკალური მასები მიედინება და სპეციალისტების თქმით, ეპიდემიის საშიშროებას ქმნის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები ინგრევა და კრამიტისა და ქვის ნატეხები ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ცვივა. სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მავთულები პირდაპირ გზებზე ყრია და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. სარაჯიშვილის, ერეკლე მეორეს და 9 აპრილის ქუჩებზე თავსახურების გარეშეა დატოვებული საკანალიზაციო ჭები. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე უთავსახურო ჭაში 18 წლის ეთერ ჩითინაშვილი ჩავარდა. ჭაში ჩავარდნილი გოგონა მისმა ძმამ გონებადაკარგული იპოვა. გოგონამ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრებმა დაზარალებულის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს, სახლის გარდა. ფინანსური დახმარებისათვის რაიონის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ჩითინაშვილებს არავინ არაფრით დახმარებია. მძიმე მდგომარეობაშია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაც. სამუშაო ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის. იატაკი კი იმდენად დაზიანებულია, რომ მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. ორმოები მაგიდის თავებით არის დაფარული. მორყეული და მოშლილია სტეფანწმინდის ეკლესიის კიბე, რომლითაც სიღნაღში ჩასული თითქმის ყველა ადამიანი სარგებლობს და საიდანაც მთელი სიღნაღი ჩანს. შეგახსენებთ, რომ სიღნაღის რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დღემდე 22 მლნ ლარი დაიხარჯა. http://ghn.ge/news-19481.html ვინმემ იცით ე მართალია?!
-
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მართვის თეორია ვინც აწარმოებს იმან იცის კიდეც სად გაყიდოს -
მე მგონი კარგი ამბავია!!! კი შეიძლება ვიღაცისთვის აკეთებენ ან ვიღაცეებისთვის, მაგრამ ბევრი უაზროდ მკაცრად დდაჩაგრული უპატრონო პატიმარიც ხო მოყვება ამ ცვლილებებში ხოდა მივესალმები !!!
-
[ინტერპრესნიუსი] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქართველ ბიზნესმენებს საყვედურობს. როგორც ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დილას ქართველი ექსპორტიორებისათვის თბილისი მარიოტში სემინარი იმართებოდა, თუმცა სემინარი თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ქობალიას აინტერესებს 09.00 საათი ძალიან ადრეა ქართველი ბიზნესმენებისთვის, თუ მათ არ აინტერესებთ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. თუ ქართველი ბიზნესმენების დილა არ დაიწყება 12.00 საათზე ადრე, შესაბამისად შედეგიც არ გვექნება, - აღნიშნა ქობალიამ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სემინარის დანარჩენ დღეებზე, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, დარბაზი სავსე იქნება. http://presa.ge/index.php?text=news&i=12231 პ.ს. მდაა...ვის დაკარგვია ეს პიცერიის "მენეჯერი"?
-
უკვე 2005 წლის გაზაფხულისთვის ძალიან ცხადლივ დავინახე, რომ ადამიანების დაჩმორება–დაშინება არის მმართველი გუნდის მიზანმიმართული პოლიტიკა და არა რევოლუციური გადაცდომა. დავინახე, რომ მმართველი გუნდი ამით ამკვიდრებდა იმას, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი და რაც ჩემთვის საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების კვინტესენციის მთავარი სიმბოლო იყო – ხელისუფლებისადმი ლოიალობის გამოხატვის სავალდებულობა. ისინი ამის გამართლებას საზოგადოების სიბნელით და რეტროგრადულობით ცდილობდნენ, მაგრამ მე, რომელმაც ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე, ის მაინც ვიცოდი აქსიომის დონეზე, რომ დაშინებული, დაბეჩავებული, შიშით მოკანკალე ადამიანი ღირსეული მოქალაქე ვერასდროს გახდება და ვერც მომავალი თაობის გამზრდელად ივარგებს. და როცა ყველა, ვინც ბედავს დააფიქსიროს, რომ არ არის ამ ხელისუფლების მომხრე, იმთავითვე აღიქმება მტრად, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს დეკლარირებული ოპოზიციონერების მარგინალიზებაზე – მათ არ იღებენ სახელმწიფო სამსახურში, არ აძლევენ გასაქანს ბიზნესში, ცდილობენ არ მიაკარონ უნივერსიტეტებს, რიგ შემთხვევებში აპატიმრებენ კიდეც – ეს სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირის სულის რესტავრაცია მისი ყველაზე ამაზრზენი შინაარსით. მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის ისე ყოვლისმომცველი, როგორც საბჭოთა დროს იყო. არის რაღაც ნიშები, სადაც შეიძლება თავის შეფარება, ქართული ხალხური მეგობრობა–ძმაკაცობა–ნათესაობის ინსტიტუტებიც მოქმედებს, პროსახელისუფლო რესურსიც არასაკმარისია ყველა სფერო რომ დაფაროს, მაგრამ აქ პრობლემა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა. მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყოს წარმატების პირობა, ხოლო ოპოზიციური განწყობა ლუზერობასთან ასოცირდებოდეს. ასეთი დამოკიდებულების შედეგი კი არის ის კინო, რომელიც ერთხელ უკვე ნანახი მაქვს: მასობრივ დონეზე მლიქვნელობის, უპრინციპობის, ორპირობის, შეუწყნარებლობის და სხვა მანკიერი თვისებების კულტივირება, უღირსებო ხალხის აღზევება. და როცა ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, სრულიად ამაოა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება შიგნიდან მოახდინო რაღაც გადახრების კორექტირება, ისეთივე ამაო, როგორც საბჭოთა სისტემის გაკეთილშობილების მცდელობა კარგი რაიკომის მდივნებით. ამიტომ ჩემთვის ოპოზიციონერობა პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის წმინდა მორალური პოზიცია ამიტომ წამოვედი ხელისუფლებიდან და ამიტომ ვარ ოპოზიციაში. დავით ზურაბიშვილი http://www.facebook.com/notes/david-zurabishvili/ratom-var-opozitsiashi/452437551146 სრული სტატია ლინკზე ნახეთ, ვეთანხმები ორივე ხელით.... ქვეყანა მორალური არჩევანის წინაშეა პირველ რიგში...
-
Grig Siknadmo არადა არაა სახუმარო...ჩვენი ფული იფლანგება და ბევრ გაჭირვებულს აკლდება.. თუ სიმწრის სიცილია?!
-
[„პირველი“] საქართველოს ხელისუფლება მოლდოვეთში სტიქიით დაზარალებულთათვის ორ სოფელს ააშენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს მიხაი გიპკოს სატელეფონო საუბრისას გააცნო და მას სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა. ამასთან, ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ასევე გადაწყდა, რომ ზაფხულში 120 მოლდოველი ბავშვი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში დაისვენებს. http://presa.ge/index.php?text=news&i=12215 პ.ს აი ესენი ვართhttp://www.papermag.com/blogs/20061114_sheep.jpg
-
ბერების პიდარასტებად წარმოჩენის კამპანია იგეგმებოდა?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა?! რომ არ მგონია?? -
ძუკუ ეგ არის რესპების მთავარი მინუსი..ქვეყნის შიგნით არავის და არაფრის არ ჯერათ...შესაბამისი რეზულტატით.
-
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მის დაჩქარებული ტემპით მიღებას აპროტესტებენ. ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით აპირებს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას: ივლისის ბოლოს - კანონპროექტის ინიცირება, აგვისტოში - ერთთვიანი, ფორმალური საერთო -სახალხო განხილვის ორგანიზება, ხოლო სექტემბერში - ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება; დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი კონსტიტუცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალური თანხმობით შემუშავებულ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს დემოკრატიული გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი, - აღნიშნულია განცხადებაში. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდება ქართული სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამ რეალურად უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა და საქართველოს სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამ ამოცანის მიღწევას კი კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმებაში ხედავენ, საერთო-სახალხო განხილვის შედეგად. კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა და ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის წარმართვას ქვეყანაში, - ნათქვამია განცხადებში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები; ეროვნული ფორუმი; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; კონსერვატიული პარტია; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; რესპუბლიკური პარტია; საქართველოს გზა; ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა; ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები; ხალხის პარტია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტს, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. http://presa.ge/index.php?text=news&i=12177 პ.ს. ვატყობ სექტემბერში მასობრივ საპროტესტო ტალღას უნდა ველოდოთ...
-
http://www.facebook.com/video/video.php?v=1348099585690&comments ვვიდეო ნახეთ ირმა იმაშვლი აცხადებს. რამდენად დაეჯერება არ ვიცი მარა აგერ დავით ზურაბიშვილის აზრი: მოკლედ ეს ჰეთევეი არის ევანგელისტი ქადაგი. პროტესტანტი ქრისტიანია. ვისი იდეა იყო თბილისში მისი ჩამოყვანა არ ვიცი. საქართველოში არიან პროტესტანტები, თუმცა მათი რიცხვი მცირეა და ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული. პრინციპში მათ რომ მოეწვიათ და შეხვედროდნენ, არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ აქ ყველაზე კურიოზული ის არის, რომ ამ კაცის საჯარო ქადაგების ორგანიზება რატომღაც სახელისუფლო ღონისძიება გახდა.არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სპორტის სასახლის დაქირავებაც და ნაციონალურ ტელეარხებში რეკლამის გაშვებაც ფული ღირს, რომლის გადამხდელები არა მგონია ჩვენი ევანგელისტები ყოფილიყვნენ. მთავარი მარაზმი ის იყო, რომ სახელისუფლო სტრუქტურების გამოყენებით ხალხი მარშუტკებით ჩამოიყვანეს რეგიონებიდან რათა სპორტის სასახლე შეევსოთ. ამ ჩამოყვანილთა შორის იყვნენ პროტესტანტებიც და ერთი იმდენი (თუ უფრო მეტი არა) იყო ისეთი ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ იყო სად მიიყვანეს და რაზე. ჰოდა ამის შემდეგ ვინმე გულაშვილიპადობნი ტიპი რომ იტყვის მართლმადიდებლობას ებრძვიანო, მიდი და უმტკიცე, რომ ასე არ არის... არადა მართლა მრჩება შთაბეჭდილება რომ ასეა...
-
ირაკლი წურწუმიამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ხობის კულტურის სახლთან 16 ივლისს დაიწყო და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ახალგაზრდული მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრი, ცოტა ხნის წინ თავად იყო პოლიტპატიმარი და სასჯელს საქართველოს სხვადასხვა ციხეებში იხდიდა. ირაკლი წურწუმია ამბობს, რომ საპყრობილედან იგი 7 თვის წინ მოტყუებით გამოუშვეს, რადგან პოლიტპატიმრის სტსტუსით მსჯავრდებულების დიდი უმრავლესობა კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. ირაკლი წურწუმიას თავისუფლების სანაცვლოდ პრეზიდენტისთვის არც შეწყალება უთხოვია და არც აღიარებითი ჩვენება მიუცია გამოძიებისთვის. მისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ გაათავისუფლეს იგი სხვა პოლიტპატიმრებისგან განსხვავებით ვადაზე 9 თვით ადრე, თუმცა ფიქრობს რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა იგი, როგორც “დაუმორჩილებელი” ტუსაღი თავიდან მოიშორა, რადგან პროტესტს იგი ყველა დაწესებულებაში მუდმივად გამოთქვამდა. ირაკლი წურწუმია 2007 წლის 7 აგვისტოს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით ხობში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში იმ დღეს იგი თავისი მეგობრის, ზვიად ხარებავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მივიდა. - “პოლიციის უფროსი შენობას ავტომანქანით მოუახლოვდა. განყოფილებაში შესული კობა ხუბულავა მოულოდნელად უკან გამობრუნდა და იქ დგომის მიზეზი მკითხა. მე ახსნა დავაპირე, ის კი რატომღაც გაღიზიანდა და გინება დამიწყო, შემდეგ კი მუშტები მომიქნია. შოკირებული ვიყავი ასეთი მოულოდნელობით და მოგერიებას ვცდილობდი. სანაცვლოდ, ხუბულავამ გინება და მუშტი ჩემგანაც მიიღო და ამის უარყოფას არც ახლა შევეცდები. ეს თავდაცვას უფრო ჰგავდა. აშკარა იყო, რომ ჩემი რეაქცია პოლიციის უფროსისთვისაც უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა. მან ტაბელური იარაღით ჩემი დაშინება სცადა, უფრო სწორად, მზად იყო გაესროლა. მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და იარაღი წაართვეს. შემდეგ ბორკილები დამადეს და ხუბულავას კაბინეტში გადამიყვანეს. ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას იგი კვლავ განაგრძობდა”. - იხსენებს ირაკლი წურწუმია. წურწუმია პოლიციის უფროსის დასჯას თუ არა, მისი მხრიდან ბოდიშის მოხდას მაინც ელოდა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ განსასჯელის სკამზე თავად აღმოჩნდებოდა. მისთვის თავზარდამცემი ის ბრალდებებიც არმოჩნდა, რომელიც მას წაუყენეს. - “ის, რაც თავად ჩაიდინეს ჩემს წინააღმდეგ, მე დამაბრალეს”, - აცხადებს ირაკლი წურწუმია. http://presa.ge/index.php?text=news&i=12170 იძახეთ სამეგრელო დაჩმორებულიაო...
-
საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობები ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება ", _ ამის შესახებ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/140515-mikheil-saakashvili-saqarthvelom-da-azerbaijanma-konfederaciuli-urthierthobebi-unda-chamovayaliboth.html სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი უბრალოდ დააბრეხვა როგორც ჩვევია, თუ ამ მიმართულებით მუშაობას აპირებენ?! და ძალიან ცუდი იდეა არა მგონია იყოს ჩემი აზრით...
-
http://b.pix.ge/o/kkojy.jpg
-
1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ წელს, 1 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამი მილიონი ლარის დამატება მოსთხოვა. ჭანტურიამ მინისტრს აუხსნა, რომ სატელიტური კომპანია "უეტელსატთან" შეწყვეტილი კონტრაქტის გამო "მაუწყებელი იძულებული გახდა, კონტრაქტები სხვა კომპანიებთან გაეფორმებინა. ეს გასულ წელთან შედარებით სატელიტურ მაუწყებლობას თითქმის სამჯერ აძვირებს... მაუწყებლის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 მილიონი ლარი". მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ ხუთ დღეში დააკმაყოფილა - 6 აპრილს, საზოგადოებრივ მაუწყებელს "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" 3 მილიონი ლარი მისცა (განკარგულება #425). "ბათუმელებმა" 3 მილიონი ლარის მოთხოვნის საფუძველი და თანხების ხარჯთაღრიცხვა მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის ქსეროასლი ტელევიზიამ არ მოგვაწოდა (დოკუმენტი "ბათუმელებმა" საქართველოს მთავრობისგან მიიღო). სამაგიეროდ ტელევიზიამ მოგვაწოდა სხვა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აპრილში მიღებული 3 მილიონიდან 2 363 072 ლარი სულ სხვა მიზნებისთვის გახარჯა, რასაც არაფერი აქვს საერთო მაუწყებლის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან. კერძოდ, 2 069 473 ლარი "ევროვიზიის" კონკურსზე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის გადაიხადა; 169 099 ლარად 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე კომპანია GFK-ს ეგზით პოლის ჩატარება დაუკვეთა; 124 500 ლარი მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯებშია გაწერილი. 320 840 ათასი ლარი აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენა. "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" მაუწყებელს სამი მილიონიდან მხოლოდ 316 ათასი ლარი დარჩა. გიორგი ჭანტურია - ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამ 3 მილიონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებისთვის რაიმე თანხის გაღებას "ბათუმელებთან" არ ადასტურებს: "აქედან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ჩემპიონატთან დაკავშირებით კონტრაქტი სამი წლის წინ დაიდო და თანხასაც გეგმიურად ვიხდით". 2 მილიონი ევროვიზიისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში "ბათუმელებს" უთხრეს, რომ "ევროვიზიისთვის" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. გიორგი ჭანტურიამ კი, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის სწორედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დახარჯვაზე თანხმობა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სთხოვა (სხდომის ოქმი #159). მან 8 აპრილის სხდომაზე საბჭოს განუმარტა, რომ მაუწყებელს ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 3 მილიონი ლარი. ამ თანხიდან 802 100 ევრო უნდა გადაუხადონ თურქულ კომპანიას, რომელიც სოფო ნიჟარაძის პოპულარიზაციაზე იმუშავებს. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს თანხმობა იმავე დღეს, 8 აპრილს მისცა (გადაწყვეტილება #172). საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 აპრილს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტით კი, 7 აპრილს კომპანიას 402 100 ევრო უნდა გადაერიცხოს. "არც ერთი სარეზერვო ფონდიდან არ დაფინანსებულა ევროვიზია, არც პრეზიდენტის და არც მთავრობის", - დარწმუნებულია ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ჟივიძე. ის იმავეს პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც. "ნებისმიერი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ კონფიდენციალურია. ამ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები" - ნათქვამია მაუწყებლის მიერ საიასადმი 2010 წლის 7 მაისს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში (#2279/02). ამ აკრძალვის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ბათუმელებს" თურქულ კომპანია "Cosmo Organizasyon"-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ინგლისური ვერსია) გამოუგზავნა. კონტრაქტში აღწერილია სოფო ნიჟარაძის პრომოუშენთან დაკავშირებული დეტალები. მეშვიდე პუნქტი კი მართლაც ითვალისწინებს ინფორმაციის დაფარვას მესამე პირისთვის. ხელშეკრულებაში წერია, რომ შეთანხმების დამრღვევი მხარე 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაუცემლობა ძალაშია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგაც. გია ჭანტურია დოკუმენტის "ბათუმელებისთვის" მოწოდებას ასე ხსნის: "პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გასაჯაროებაზე". "ეუტელსატი" – მაუწყებლის პრობლემა 1 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ფრანგული საადვოკატო და აუდიტორული კომპანიები იმისთვის ჰყავს დაქირავებული, რომ სატელიტურ კომპანია `ეუტელსატს~ სასამართლოში ედავება. ამონარიდი წერილიდან: `სასამართლო დავის წარმოება დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ეს თანხა მაუწყებლის 2010 წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. დღეისთვის ხარჯმა შეადგინა 900 ათასი ლარი~. წერილით გია ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს აცნობა, რომ 310 ათასი ევრო (`ეუტელსატის~ ექვსი თვის მომსახურების საფასური) მაუწყებელმა გადარიცხა სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე `მაუწყებლის გადამხდელუნარიანობის დასასაბუთებლად~. "ეუტელსატი" "პირველი კავკასიურის" (რუსულენოვანი არხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის) თანამგზავრზე გასვლას უზრუნველყოფდა. შეთანხმების დარღვევის ანუ "პირველი კავკასიურის" გათიშვის შემდეგ, `საზოგადოებრივმა მაუწყებელმა~ ფრანგულ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. პროცესი 12 ივლისს გაიმართება. დოკუმენტთან შეუსაბამობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიერ "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გაკეთებული განცხადებები და ოფიციალური დოკუმენტები ერთმანეთს არ შეესაბამება: მაშ ასე, გენერალური დირექტორის 1 აპრილის წერილში ნათქვამია, რომ პარიზის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 310 ათასი ევროა გადარიცხული. ლევან გახელაძის თქმით კი - 600 ათასი ევრო; ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში წერია, რომ მაუწყებელი იძულებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტები სხვა სატელიტურ კომპანიებთან, კერძოდ, "გლობქასტთან" და "თურქსატთან", რასაც გახელაძე უარყოფს: "გლობქასტთან" ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია"; კითხვაზე, რა თანხაზე გაფორმდა ახალ კომპანიებთან ხელშეკრულებები და სწვდებოდა თუ არა მაუწყებლის ბიუჯეტი გაძვირებულ ტარიფს, გახელაძე აცხადებს: "რომ ვერ წვდებოდა, იმიტომაც გვჭირდებოდა ეს სამი მილიონი". მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ელოდებოდა საბიუჯეტო ცვლილებას, რის შემდეგადაც უნდა გაზრდილიყო არხის დაფინანსება: "იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა ეს ცვლილება არ მიიღო. ამიტომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა". ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები ფასების გასამმაგება, "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში გიორგი ჭანტურიამაც უარყო: "ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმ კომპანიებთან ფასების გასამმაგებაზე ან გაორმაგებაზე საუბარი არ არის". გია ჭანტურია დოკუმენტში დასახელებული ორი კომპანიიდან მხოლოდ ერთზე საუბრობს. "თურქსატთან" სასწრაფოდ გავაფორმეთ ხელშეკრულება, სხვებთან დაკავშირებით კი სასამართლო დავის დასრულებამდე ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ",– აცხადებს იგი. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათვლები "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავის ვებგვერდზე განთავსებული აქვს პირველი კვარტლის ანგარიში. ამ ანგარიშში ფინანსური (თუნდაც შესაძლო) პრობლემების შესახებ არაფერი წერია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აპრილითაა დათარიღებული, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" წლის დასაწყისში ტექნიკური ხარჯებისთვის 7 მილიონი ლარი (ამაში შედის სატელიტის მომსახურების ხარჯიც), ხოლო პროდიუსინგის ხარჯებისთვის 7 303 245 ლარი აქვს (ევროვიზია და მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია). 2009 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გასულ წელს 33 297 727 ლარი გახარჯა. აქედან დაახლოებით 26,5 მილიონი სახელმწიფომ მისცა. წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მისცეს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე: "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" - ეს ფორმალური ტერმინია. სარეზერვო ფონდიდან თანხის მიღებისას მთავრობა მიზნობრიობის დაკონკრეტებას არ ითხოვს. მივწერეთ მთავრობას, რომ გვჭირდებოდა დამატებითი თანხა ფუნქციონირებისთვის, თანხების მიზნობრიობა კი შემდეგ ბორდმა განსაზღვრა". თამარ გურჩიანი, საიას იურისტი: "ტერმინი "შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის" სამართლებრივ განმარტებაში არ არსებობს. ასეთ ტერმინებს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებებში ვაწყდებით. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება დაფინანსების რეალური მიზნების შესანიღბად, რადგან დაფინანსების რეალური მიზეზი არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო შემდგომში ამ თანხების ხარჯვის მაკონტროლებელი მექანიზმი აღარ არსებობდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული #425 განკარგულების მიხედვით, ისეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც არანაირ სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული - თუკი ვხარჯავთ რაღაცას, უნდა არსებობდეს ამის საფუძველიც. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების NED და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს "გაზეთ ბათუმელებს". ინფორმაციის გამოყენებისას გაზეთ "ბათუმელების" მითითება აუცილებელია. http://netgazeti.ge/GE/16/News/1933/
-
"პირველი კავკასიურის" მართვის უფლება კერძო კომპანიას გადაეცა . ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ~პირველი კავკასიურის~ მართვის უფლება შპს ~ქეი 1~-ს გადაეცა. გახელაძის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები წამყვანი ბრიტანელი ჟურნალისტები არიან, თუმცა თავად კომპანია ქართულია და საქართველოშია დარეგისტრირებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მაუწყებლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ სამეურვეო საბჭო, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ~პირველი კავკასიური~ ეფექტური მართვისა და ამ არხზე მაუწყებლობის გაუმჯობესების მიზნით კერძო კომპანიას გადასცეს. ამასთან, საქართველოს მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, ~პირველ კავკასიურს~ ~ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით~ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 7 მლნ ლარი გადაეცა. ამ თანხიდან შპს ~ქეი -1~-ს ტელეკომპანიის ეფექტურად მართვისა და არხის მაუწყებლობის გაუმჯობესებისთვის 4 მლნ 700 ათასი ლარი გადაეცა. სამეურვეო საბჭოს ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თუკი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან კიდევ გამოყოფს თანხას, ~ქეი -1~-ს იმ თანხის ნაწილიც გადაეცემა, ნაწილი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს დარჩება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/140482-qpirveli-kavkasiurisq-marthvis-ufleba-kerdzo-kompanias-gadaeca.html პ.ს. ასე იფანტება მილიონები...
-
Океанариум в виде морской гальки появится на берегу моря в грузинском Батуми, говорится в сообщении датского архитектурного бюро Henning Larsen Architects, проект которого выиграл в конкурсе. Как передает РИА "Новости", новый океанариум площадью 2 тысячи квадратных метров заменит старый в морском порту Батуми. Он расположится на городской набережной по соседству с парком Шестого мая, где также находятся дельфинарий и зоопарк. Дизайн здания подсказан формой, которая характерная для гальки батумского пляжа, веками шлифовавшейся волнами моря. Океанариум станет неординарным сооружением, напоминающим лежащие друг на друге морские камни, и будет хорошо виден как с берега, так и с моря. Строение включит четыре автономных выставочных помещения, и в каждом из этих четырех "камней" будет представлен уникальный морской биотип. "Здание станет знаковой деталью ландшафта, "перекликающейся" с морем. Оно хранит дух моря, оно станет своеобразной данью ему", - заявил директор по дизайну и партнер мастерской Луис Беккер. В здании также разместятся кафе и торговые площади, а его гибкая планировка позволяет проводить там презентации и семинары. http://realty.newsru.com/article/16jul2010/batumi პ.ს. როგორ მოგწონთ?! მე არა, და რატომ, ეხლა მსოფლიოში ჰაიტექ შენობების მოდაა მსოფლიოში და მაგით უფრო მიიტყუებ ტურისტს, ვიდრე ასეთი "შედევრებით"///და ძველ ოკეანარიუმს რას ერჩიან?
-
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის მოსმენისას, წვიმა ჩავიდა. წვიმის წვეთები ოპოზიციის წევრებმა “იგრძნეს”. “ქართული დასის” ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ხუმრობით უკმაყოფილებაც კი გამოთქვა, რომ მაინდამაინც ოპოზიციას დააწვიმა. ოპოზიცია დარბაზის უკანა ფლიგელში ზის, თავად დარბაზი კი მინით არის გადახურული და წვიმამ ოპოზიციონერი დეპუტატების ფურცლებიც დაასველა. რაც შეეხება სხდომის მიმდინარეობას, მიხუედავად “დაწვიმებისა”, ოპოზიციის წევრებმა კითხვებით სახალხოდ ამცველს მაინც მიმართეს. ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. --------- ეს ხუმრობა არ გეგონოთ... პარლამენტიც თურქებმა გაარემონტეს კაცო? :018:
-
155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56%-ს - პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლებით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა: რუსეთი - (73 ადგილი), უკრაინა (74), ბელორუსი (54), სომხეთი (110), აზერბაიჯანი (103), თურქმნეთი (18). ორგანიზაცია Gallup-მა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ჩაატარა და დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს დანიის მოსახლეობა მიიჩნევს http://www.ambebi.ge/mozaika/23483-saqarthvelo-bednier-ertha-shoris-115-e-adgilzea.html პ.ს. 35% უბედური...ანუ ყოველი მესამე...ეჭვი მაქვს ესენი სიმართლისტები არიან 56% "ნეიტრალი" 10 % ვენერა ბებოები...
-
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, პიაცას მოედანზე, ბარონესა ქეთრინ ეშტონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კავკასიის რეგიონში პირველი ვიზიტისთვის ბარონესა ეშტონმა სწორედ საქართველო შეარჩია. `ეს მოედანი არის სიმბოლო თანამედროვე საქართველოსი, რადგან სწორედ აქ, ჩვენ დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების თაობაზე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება მოჰყვება. რამდენიმე წლის წინ ეს ქალაქი იყო ყველაზე უპერსპექტივო, ყველაზე კრიმინალური, შავი ზღვისპირეთში ყველაზე მეტი უკანონობით მოცული რეგიონი, მაგრამ დღეს ეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია~,- განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი, 2,5-დან 3 მილიარდამდე ინვესტიცია მოდის. `დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ბათუმი ბარსელონას, ნიცას, კანის და სხვა ევროპული ქალაქების კონკურენტი იქნება. ეს მოედანი დაუმთავრებელია, დაუმთავრებელია რეფორმებიც. მშენებლობა აქ 1-ელი მარტიდან დაიწყო. ასე ჩქარა შენდება საქართველო. საქართველო კი არ მიდის ევროპაში, უკვე არის ევროპაში და უბრუნდება ევროპულ ინსტიტუტებს~, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მრწამსი არასოდეს დაუკარგავს. `ჩვენი რეფორმების მიზანი, კავკასიის ისტორიაში პირველი ევროპული სახელმწიფოს შექმნაა. ბევრი რამ გავაკეთეთ, ბევრში თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს გზა თქვენთან ერთად განვვლოთ. ევროპაშიც არ არის იდეალური მდგომარეობა, ჩვენ არ ვაიდეალებთ, თუმცა გვინდა, ვიყოთ ევროპის ნაწილი და მონაწილეობა მივიღოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში~, - განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, რეფორმების შედეგებს მალე ბევრი დაინახავს, ბევრს კი შესაძლოა, ამისთვის წლები დასჭირდეს. `სიმბოლო - თავისუფალი ბათუმი, არის ასევე იმედი მომავალი თავისუფალი სოხუმის, თავისუფალი ცხინვალის, მომავალი ერთიანი და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებული საქართველოსი. თავისუფლება დღეს ჩვენი - ჩემი და ჩემი მთავრობის ყველა წევრის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი პრინციპია~, - განაცხადა პრეზიდენტმა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/140301-mikheil-saakashvili--chveni-reformebis-mizani-kavkasiashi-pirveli-evropuli-sakhelmtsifos-sheqmnaa.html პ.ს. მეჩვენება თუ უფრო და უფრო დიდი სისულელეებს იძახის ეს კაცი?!
-
გიორგი დემეტრაძე ფეხბურთელი დაიჭირეს
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფეხბურთელი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს . აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს 50-მდე ადამიანი, ძირითადად სპორტული სამყაროდან. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, მზად არის, ოჯახთან ერთად, დემეტრაძეს თავდებად თაუდგეს. მისივე თქმით, დემეტრაძეს ფეხბურთის სფეროში კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა და უახლოეს მომავალში უცხოურ საფეხბურთო კლუბში აპირებდა წასვლას. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/140114-kakhi-kaladze-giorgi-demetradzis-gathavisuflebis-thkhovnith-patriarqs-prezidentsa-da-parlamentis-thavmjdomares-mimarthavs.html გაწეწავენ კალაძეს და გამოუშვებენ... -
ვიზიტი ვიზიტზე...სიკორსკი, ეხლა კუშნერი ჩამოდის, მამანდე კლინტონი... "პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ აღმოსავლეთის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყოს ახალი პროექტის შემუშავება, რომელიც კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. უკვე გვაქვს ამერიკული მხარის ინიციატივა. სავარაუდოდ, გვექნება ევროპული მხარის ინიციატივაც. ეს ინციატივა გულისხმობს კონკრეტულ მხარედაჭერას მედიის თავისუფლების, ტრანსფარანტულობის გაზრდისთვის, აგრეთვე, შეიქმნას გარემო ოპოზიციისთვის თანხების მოზიდვის და ოპოზიცია ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/140098-irakli-alasanias-varaudith-sikorskisthan-shekhvedristhvis-opoziciis-tsarmomadgenlebi-bolo-archevnebis-shedegebith-sheirchnen.html პ.ს. თუ ეს მართლაც მასეა... ესე იგი კიდევ შეიძLება რარაცის იმედი ქონდეს კაცს, მარტო შიდა რესურსებით რომ არაფერი გამოვა ცხადია...
-
ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას აპირებს
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებისას "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა . "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დებატები საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა, ხელისუფლებამ ოპოზიცია მოსაწყენ დისკუსიასა და არაკომპეტენტურ კითხვებშიც დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მაგისტრალური გაზსადენით საქართველოს სარგებლის შესახებ კითხვა თავდაპირველად სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დასვა, თუმცა მოგვიანებით მანმვე ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით არაკომპეტენტურად ინტერესდება. პავლე კუბლაშვილის ამ და სხვა საკითხებზე კრიტიკას "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძის მხრიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა და პარლამეტის თავმჯდომარისგან გაფრთხილებაც დაიმსახურა. გაფრთხილება სასჯელის ერთგვარი ფორმაა, რის შემდეგ სასჯელი უკვე შენიშვნა, შემდეგ კი დარბაზიდან გაძევებაა. ლევან ვეფხვაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად, გაფრთხილების მიღებისთანავე დატოვა. http://new.interpressnews.ge/ge/politika/140092-levan-vefkhvadzem-protestis-nishnad-parlamentis-skhdomatha-darbazi-datova.html პ.ს. ვერ გააპარებენ გაზსადენის გაყიდვას არტივად! -
ახლა აზარტულ თამაშებზე იზრდება მოსაკრებლებიი
newstudio replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლიბერალური ეკონომიკა წარსულს ჩაბარდა როგორც ჩანს... ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ფასები და კიდევ შემცირდება სამუშაო ადგილები, გილოცავთ მეგობრებო!