-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მყოფმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" საროსკიპოდ, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი სიბინძურის კერად მოიხსენია . ამასთან, გოგა ხაინდრავასა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს შორის სიტყვიერი შელაპარკებაც მოხდა. გოგა ხაინდრავამ უარი განაცხადა "რუსთავი 2"-ის ტელეკამერის წინ კომენტარი გაეკეთებინა და გადამღებს ჯგუფს მოუწოდა, დაეტოვებინათ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიტინგი მიმდინარეობს. "თქვენ ხართ საროსკიპოს წარმომადგენლები, ვიგინდარები და ბინძური დაწესებულების ჟურნალისტები", - განაცხადა გოგა ხაინდარავამ, რის შემდეგაც შეეცადა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისთვის მიკროფონი წაერთმია, მაგრამ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ლოგოს მოხსნა შეძლო მიკროფონიდან და ის მომიტინგეებისკენ გადააგდო. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, იქ იმისთვის არის მისული, რომ ამ სიბინძურის კერა გაიწმინდოს. "აქ მოსულია ქართველი ხალხი თავისი უფლებების დასაცავად", - განაცხადა მან.
-
PEPE. როგორც ჩანს ბიუჯეტი ისეთ დღეშია....უკვე ხვალინდელ დღეზეც აღარ ფიქრობენ.,..
-
სახალხო კრების ახლად შექმნილ საბჭოში უკვე შეუთანხმებლობაა . საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით მსვლელობის მოწყობის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული "ეროვნულ ფორუმთან" და საბჭოს სხვა წევრებთან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეზო შავიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქედან გამომდინარე, "ეროვნული ფორუმის" მხარდამჭერები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართულებით არ დაძრულან. ისინი შეკრებილი არიან პარლამენტთან. იქ ასევე იმყოფება კახა შარტავა, რეზო შავიშვილი, ირაკლი მელაშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ ეკა ბესელიას გაყვა აქციის მონაწილეთა ნაწილი, ნაწილი კი პარლამენტთან რჩება. ბოლომდე გაიბანძეს თავი "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ პარლამენტის წინ დარჩენილ მხარდამჭერებს რამდენიმე დღე სთხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, გააგრძელებს თუ არა კრებასთან ერთად მუშაობას ”ფორუმი” . შარტავამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ჯერ გარკვეული არ არის, კრებასთან ერთად რას გააკეთებენ. მისივე თქმით, უნდა შეიკრიბოს სათათბირო ორგანო, სადაც ეს საკითხი გადაწყდება. ამასთან, ”ფორუმმა” უარი თქვა ტელევიზიისკენ მსვლელობაში მონაწილეობაზე.
-
გაუსაძლისმა რეალობამ, პროტესტის გრძნობა დაგვიჩლუნგა?
newstudio replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი ოკ ძუკუ ყველაფერს უნდა მაორგანიზებელი ძალა... მათ შორის გამოსვლებსაც... -
დაიძრნენ თორე ესენიც რამის გამკთებლები არიან რა... 1. რატომ დანიშნეს აქცია სამუშაო დღეს სამუშაო საათებში? 2. გუშინვე რატომ არ დაიძრნენ საზმაუსკენ? 3. რატომ არ ქონდათ არავითარი გეგმა 4. რატომ იტყუებოდნენ გეგმა გვაქვსO?! 5. რატომ აბრალებენ ყველაფერს ხალხს? მიშაც იგივეს აკეთებს სხვათაშორის!
-
გაუსაძლისმა რეალობამ, პროტესტის გრძნობა დაგვიჩლუნგა?
newstudio replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი ჩემი აზრით არაფერსაც არ ვატარებთ... უბრალოდ მაორგანიზებელი ძალა არ ჩანს, რომ ბრბოსავით არ მივიდეთ აქციაზე და არ წამოვიდეთ უმიზნოთ... -
PEPE. შემვარდნელი გუშინვე მოახერხებდა რამეს... ეს დურაქი ნახე: "გაბრაზებულ საზოგადოებას აქ ვერ ვხედავ. სახლში ვინც არის გაბრაზებული, სახლში იყოს, სანამ საკაშვილი არ მოუღებს ბოლოს. კრიტიკული მასა ჯერჯერობით არ არის იმ რაოდენობის, რომ აქტიური ნაბიჯები და მოქმედებები დაიწყოს. მუშაობაა საჭირო, რომ კრიტიკული მასა შეიქმნას. ამ კრიტიკული მასის შექმნაზე უნდა იმუშაონ დღეს შეკრებილმა ადამიანებმაც, რომლებსაც ჩვენ სიაში ჩავწერთ", - განაცხადა კახა შარტავამ. და ესეც: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრნენ.
-
Siknadmo ეს ნახე: სახალხო კრებაზე, ეკა ბესელიამ შეკრებილებს მოუწადა, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააგრძელონ. ეკა ბესელიას თქმით, პირველმა არხმა გუშინდელი საპროტესტო აქციის გაშუქებისას არ აჩვენა სათანადოდ, შეკრებილი ხალხის რაოდენობა. "მოვითხოვოთ სახალხო კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება"–ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ სახალხო კრების მონაწილეებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, კრების პირდაპირ ეთერში ტრასლირებაზე უარი კრების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. კრების წარმომადგენელი,ნონა გაფრინაშვილი, რომელიც გია ჭანტურიას ესაუბრა ამბობს,რომ არხის ხელმძღვანელობამ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე უარი, ფორმატის მიზეზით განაცხადა. სახალხო კრება უკვე მეორე დღეა პარლამენტის შენობასთან იმართება. დღეს კრება ორ საათზე დაიწყო. -- დააპროწიალებენ ამ ხალხს აქეთ იქეთ, იგივე მოთხოვნა გუშინ რო დაეყენებიათ ვერა?! პიკეტირებით და რამე?!
-
ცოტა შორიდან უნდა მოვუარო: ქართველებს რომ მიტინგები ოდითგანვე გვიყვარდა, ამას პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი "შუშანიკის წამებაც" ადასტურებს. გარდა მისა, რომ მოთხრობა ოჯახურ ძალადობას შეეხება, მან პირველი ქართული მიტინგის დარბევის სცენაც შემოგვინახა. მაშინ, როცა შუშანიკი, "უხამური და თმაგარდატევებული" საპყრობილისკენ მიჰყავდათ, მის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანიც მოსულა: "და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი დედათა და მამათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი, მხედრ მიმოსდევნიან და მეოტ-ჰყოფენ მათ ყოველთა" - ანუ, ვარსქენის მხედრებს, დღევანდელ ენაზე რომ ვთარგმნოთ, მიტინგი დაურბევიათ. მაშინ, მეხუთე საუკუნეში ქართველები ქრისტესთვის წამებული დედოფლის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილი და არას დაგიდევდნენ, რომ პიტიახში მათ სასტიკად უსწორდებოდა. თუმცა, იაკობ ხუცესი არც იმას მალავს, რომ ერთი დიაკონი, რომელსაც დედოფლის გამხნევება უნდოდა, შეშინდა და გაიქცა. ჰქონდა თუ არა "ამბოხს" ვარსქენის ტირანიის "დამთავრების" მოთხოვნა, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს, მაინც მეხუთე საუკუნეა ქრისტეს აქეთ. მაგრამ გულში ალბათ ფიქრობდნენ, ღმერთო, მოგვაშორე "მგელი იგიო". http://journalist.ge/?menuid=11&id=301&lang=1 ) არ იქნება ჩვენი საშველი არააა...
-
belepok რისი ამის ღირსი?!
-
PEPE. მე მგონი ამ თემას ეხება: თელავის რეგიონალურმა საგადასახადო ინსპექციამ დედოფლისწყაროელი ფერმერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა. საგადასახადო ინსპექცია ფერმერებისგან 10 წლის წინანდელი მიწის გადასახადის გადახდას ითხოვს, დარიცხული პროცენტებისა და საურავების ჩათვლით. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერებმა აცნობეს. მიწის მფლობელების განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. საგადასახადო ინსპექცია სასამართლოსგან ფერმერებისთვის გადასახადის გადახდის ვალდებულების დაკისრებას, თანხის ამოღებას და საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმებას ითხოვს. http://www.ick.ge/ka/rubrics/economics/3734-2010-11-26-08-44-59.html კიდევ რამდენი ჰექტარი დარჩება დაუმუშავებელი ამის შემდეგ მომავალ წელს? იმენა დედას ###ენ ყველაფერს...
-
პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის ლიდერების გუშინდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან . როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წინ მყოფმა გვანცა ყუფარაძის მამამ ალექსანდრე ყუფარაძემ განაცხადა, დღეს რუსთაველის გამზირზე იმიტომ მივიდა, აინტერესებს შეასრულებენ თუ არა პირობას ლიდერები კახა შარტავა და ნინო ბურჯანაძე და მივლენ თუ არა პარლამენტის წინ. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები უმრავლესობა დღეს პარლამენტის წინ სწორედ ამ ინტერესის გამო არის მისული. როგორც ყუფარაძემ განმარტა, ერთია რომ არ მოწონთ ხელისუფლება, მაგრამ მეორეა, რომ ოპოზიციაც არ მოწონთ. "სერიოზულ ოპოზიციას ვერ ვხედავ. აქ ვინც არის, ყველას აინტერესებს გუშინდელი პირობის შესრულება ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან. არცერთი ლიდერი არ გამოჩენილა. ისინი აცხადებდნენ, რომ 14:00 საათზე მოვიდოდნენ, თუმცა უკვე სამია დაწყებული და არცერთი ლიდერი არ ჩანს. ხალხი გამოჰყავთ და იმედგაცრუებულს ტოვებენ", - განაცხადა ალექსანდრე ყუფარაძემ და აღნიშნა, რომ ვერ ენდობა იმ ოპოზიციას, რომლებმაც დეპუტატის მანდატები დახია, შემდეგ კი საკრებულოში შევიდა. მისი თქმით, გუშინ პარლამენტის წინ 10000 ადამიანი იყო გამოსული, რომელიც თუნდაც 800000 მოქალაქეს რომ წარმოადგენდეს, მაინც ვერ გამოხატავს 3 მილიონი მოქალაქის ნებას. მისივე განცხადებით, გუშინ კრება დარჩა მხიარული. რამდენიმე წუთის წინ, აქციას "ეროვნული ფორუმის" წევრები კახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი შეუერთდნენ. --- როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია.
-
Saturn ფაქტია შიში არის ... და ეს თუ ვინმეს კარგი ჰგონია...გთხოვთ იხილოთ სურათი http://markhumphrys.com/Bitmaps/north.korea.night.3.jpg
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თემაზე „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებული კონკურსების ვადა გუშინ ამოიწურა. თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, პროტესტის ნიშნად, რქიანი და კუდიანი პოლიციელი დახატა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, პოლიცია მოსწავლის ვინაობის დადგენას ცდილობს. მოსწავლის თქმით, მას და მის თანაკლასელებს კონკურსში მონაწილეობის მიღება არ უნდოდათ, თუმცა სკოლის დირექტორმა ისინი დაავალდებულა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ, ნახატები დაეხატათ და თხზულებები დაეწერათ. „ამ ნახატით პროტესტი გამოვთქვი. დირექტორები მონებივით არ უნდა გვექცეოდნენ. რაც არ გვინდა, იმას იძულებით არ უნდა გვაკეთებინებდნენ“, - აღნიშნა მოსწავლემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მოზარდის ვინაობას მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვამჟღავნებთ. http://ick.ge/ka/articles/3725-2010-11-26-06-43-59.html
-
zen სულ ალასანია რატო გელანდება? :018:
-
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
newstudio replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator ადამიანმა თავის გაწირვა რომ გაბედოს, ან გამარჯვების ძალიან უნდა სჯეროდეს. ან ლიდერის... სხვა შემთხვევაში ერთეულების თავის დაწვას ვღებულობთ... -
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
newstudio replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator ესეთ მოქმედებას აზრი აქვს. როცა კონკრეტულ რაღაცას ითხოვ... და ერთიც არ დაგავიწყდეს... ისინი რო ბუინობენ, იციან რო ჯარიმით გადარჩებიამ, მაქსიმუმ რამდენიმე დღე აყურყუტონ ციხეში და იმიტომაც მამაცობენ აქ იცი, თომ ასეთი არეულობის შემდეგ თუ დამარცხდი, შეიძLება ციხეში ამოგალპონ და ერიდები გადამწყვეტ მომენტამდე აბუინებას... ძნელია ამის გაგება?! -
ქართულ მედია სივრცეს ნეხვის სუნი ასდის.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 წელცომე ტო გეორგია -
lasha1997 ელოდე
-
Siknadmo ხდება გრეჩიხა, ალასანია, გუბაზი... გამუდმებით ლიდერის ძიებაშია. ვერ ატყობ?
-
Blaugranator ამას თავად ლიდერებმა შეუწყვეს ხელი.. ჩვენ არ ვიტყვით მარა ისეთი გეგმა გვაქვს, ოოოო... და ა.შ. გვინახია ბევრჯერ... აღარ გვინდა ცოტა უფრო ჭკვიანი გვჭირდება...
-
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
newstudio replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator მაშინ საკუტარი საორგანიზაციო კომიტეტი უნდა შექმნა... რომელსაც მიტინგი დაემორჩილება...სხვანაირად ვერ გამოვა საქმე თუნდაც იმიტომ რომ ერთი ალტას იფიქრებს მეორე ბალთას... -
Blaugranator თუ არ იცოდნენ რა ექნათ, ან რას იბარებდნენ ხალხს და საერთოდ დაახვიონ მე მაგალიტად ვიცი რაც უნდა ექნათ!
-
Blaugranator სუ ტყუილად!
-
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
newstudio replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator რა გინდა, სახელგატეხილ პოლიტიკოსთან არასაკმარისად ინფორმირების პირობებში 15-20 000 კაცი მივიდა...