Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ესეც ორიგინალი სტატია http://milcord.com/blog/2010/11/29/increased-political-violence-in-the-store-for-italy-and-czech-republic/
  2. 15:54 22-01-2011 ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ბელორუსული სააგენტო "მი" ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს ახალი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის სემ ბელის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გამო მოხდა. ამერიკელებმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველომ ამ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საქართველოს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/157188-amerikeli-eqspertebi-saqarthveloshi-samoqalaqo-bunts-tsinastsarmetyveleben.html
  3. 15:54 22-01-2011 ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ბელორუსული სააგენტო "მი" ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ს კანზასის შტატისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს ახალი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის სემ ბელის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გამო მოხდა. ამერიკელებმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველომ ამ რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საქართველოს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/157188-amerikeli-eqspertebi-saqarthveloshi-samoqalaqo-bunts-tsinastsarmetyveleben.html
  4. ფეისბუქზე დაწერეს ალბათ საპატრიარქოს ზეწოლით... მივესალმები სხვათაშორის...
  5. დამართალია? და ბოროტი ხმები ამბობენ 4 ლარამდე ავაო.. საწვავი კიდე 5 თეთრით გაძვირდა... დღეს რომ მოვდიოდი, აშკარად შემცირებულია მანქანების რაოდენობა, უკვე ძალიან ეტყობა ქალაქს...
  6. გარდა ამისა, 2011 წლის იანვარში, სახალხო დამცველმა დამატებით განახორციელა დევნილთათვის ალტერნატივების სახით შეთავაზებული საცხოვრებლების მონიტორინგი. შედეგად აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონ ფოცხო-ეწერში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ლესიჭინეში, ზუმში, აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირსა და ხობის რაიონ სოფელ თორსა-დღვაბაში, შესაბამისად სახეზეა შემდეგი სურათი: ყველა ობიექტზე, რომელიც დევნილებს შეეთავაზათ როგორც ალტერნატიული ფართი, განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები; ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგ. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფ. აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან სოფელში არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფ. თორსა-დღვაბასა და აბაშირპირში არის წყლის პრობლემა); ჯერ-ჯერობით გაურკვეველია გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; გაურკვეველია განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები“, - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი გააგრძელებს დევნილთა გამოსახლების/განსახლების პროცესის მონიტორინგს. http://ick.ge/ka/rubrics/humanrights/4408-2011-01-21-08-06-52.html ვაშა ვაშა და კიდევ ერთხელ ვაშა მეგობრებო
  7. PEPE. რაღა სპორტის..თავდაცვას ვერ გაქაჩავ თუ? :018:
  8. ძუკუ მარგინალიზმი – საზოგადოებისგან გარიყვა.
  9. PEPE. სხვადასხვა საიტებზე...არა ინტერპორესზე... გუგლი და მისი ჯანი)))
  10. [ჯი-ეიჩ-ენი] საქართველოს პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის სამზადისი უკვე დაწყებულია. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ალეკო შალამბერიძე და ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებენ, მათ ყველანაირი უფლება აქვთ კანონით, რომ კარვები გაშალონ და პროტესტის ამ ფორმას მიმართონ. კარვების გაშლა პარლამენტის წინ სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დასრულდება. ჩხარტიშვილისა და შალამბერიძის თქმით, პარლამენტის წინ დადგმულ კარვებში ხალხი მორიგეობით იქნებან. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული. მათი მოთხოვნები კი არის ის, რომ შეწყდეს დევნილთა გასახლება თბილისიდან და სახელმწიფომ დააკმაყოფილოს ალტერნატიული ფართით და სამუშაო ადგილებით თბილისში.
  11. “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება ხელისუფლება განაგრძობს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას და იმ უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც ის ასე ხშირად იყენებს. ამ წუთებში თბილისში, ლტოლვილთა ჩასახლების ადგილებიდან ხდება მათი მასობრივი გამოდევნა და გადაყვანა გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია თუ რატომ მიმართავს ამ უკანონო და ანტიჰუმანურ ზომებს ხელისუფლება თავისი იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც ისედაც დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს და უკვე რამდენი წელია უშედეგოდ ცდილობენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. Aან რა მიზანი აქვს ამ აქციის შუა ზამთარში განხორციელებას. დღეს ასახლებენ ძირითადად იმ დევნილებს, რომლებმაც საცხოვრებელი მიხეილ სააკშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, 2008 წლის ომის დროს დაკარგეს. თავისუფალი დემოკრატები ვგმობთ ხელისუფლების ამგვარ ვანდალურ ქმედებას და მოვითხოვთ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დევნილების გამოსახლება და ამ ადამიანებს შესთავაზოს მათთვის მისაღები რეალური ალტერნატივა. .---
  12. “ქართული პარტია” თბილისის #182 საჯარო სკოლის დირექტორის სოფიო საბულუას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. საქმე ეხება საბულუას მიერ 17 იანვარს დაწერილ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სკოლიდან 14 პედაგოგის დათხოვნა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის #182 საჯარო სკოლაში, სადაც დაახლოებით 1300 მოსწავლეა, 24 წლის სოფიო საბულუა დირექტორის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ხორგუანის განცხადებით, მან საქმიანობა იმით დაიწყო, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინასწარი ინფორმირების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლა არაერთი გამოცდილი პედაგოგი, მათ შორის ქეთევან ახობაძე და ლირა ზუბიაშვილი. როგორც ხორგუანმა აღნიშნა, ორივე მათგანს მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვთ და სამაგალითო მასწავლებლებად მიიჩნევიან. ისინი მოსწავლეებისა და მშობლების პატივისცემით სარგებლობენ და არასდროს მიუღიათ რაიმე სახის დისციპლინარული სასჯელი. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები, ასევე ქეთევან ახობაძე და ლირა ზუბიაშვილი. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სოფიო საბულუა მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს არ ეუბნება და მხოლოდ იმას განუმარტავს, რომ მას ასე სურს, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ. პედაგოგების განცხადებით, სკოლის დირექტორი მათ ასევე შეახსენებს, რომ თანამდებობაზე ის დიმიტრი შაშკინის მიერ არის დანიშნული და ვერაფერს დაუშავებენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სოფიო საბულუა ყოფილი მანდატურია, რომელმაც ერთ-ერთი პედაგოგი ქეთევან ახობაძე გათავისუფლებისას იმით ანუგეშა, რომ სამსახურიდან მას ეკონომიურად არ უჭირს, ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტია და თავისი პროფესიონალიზმის წყალობით სამსახურს ყოველთვის იშოვის. სხვა არგუმენტები იმისა, თუ რატომ ათავისუფლებს სამსახურიდან გამოცდილ კადრებს, 24 წლის სოფიო საბულუას არ აქვს. “ქართული პარტია” იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი თანამდებობიდან არ წავა და პედაგოგები სამსახურში არ აღდგებიან, სასამართლოში იჩივლებს. --- პ.ს. 24 წლის დირექტორი 17-18 წლის მოსწავლეებთან... და 4-50 წლის პედაგოგებთან... მაგარია))) :018:
  13. ვიდეო დღევანდელი გამოსახლებიდან http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=381
  14. მარგინალ მიშისტთა კავშირი ავტორი ლაშა-ალო თუ არ ვცდები
  15. machkatela კუმ ფეხი გამოყოოო რა...\ ძუკუ მაგაშია საქმე
  16. machkatela ეხლა მიხვდი? Achiko1972 კი, ნამდვილად დააკავეს...
  17. [ინტერპრესნიუსი] სტუდქალაქის შესასვლელთან პოლიციელებსა და დევნილებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა . ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციელებმა დევნილებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს შესაძლებლობა, სტუდქალაქის ტერიტორიაზე საიდანაც დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, შესულიყვნენ. დევნილები მოსული არიან სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან. ესენი არიან იმ დევნილების ნათესავები, რომელთა გამოსახლებაც მიმდინარეობს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შეხლა-შემოხლა პოლიციელებსა და დევნილებს შორის. დევნილებმა ჯებირიც კი მოხსნეს, რომლითაც აქვთ შემოღობილი ტერიტორია პოლიციელებს. თუმცა პოლიციელებმა დაიკავეს ტერიტორია და არ მისცეს დევნილებს შესვლის უფლება. დევნილებს მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც იქ იმყოფებიან: კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ცოტა ხნის წინ მივიდა ეკა ბესელია. ერთ-ერთ დევნილს, რომელიც ამ შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება http://www.presage.tv/?m=news&NID=4540 პ.ს. მარა როგორ არ ვთქვა... ხუთიანს რო ხაზავდნენ მაშინ არ ფიქრობდნენ?! თან აფრთხილდებდა ხალხი, რაც ელოდათ... http://a.pix.ge/n/o76n2.jpg
  18. nostradamusi რა გიკვირთ? ჭკვიანი ხალხი აღარ დარჩათ ..ვერც გაჩერდება ჭკვიანი.. იმიტომ რომ მიხვდება რო ესენი დროებითი მოვლენაა..ვხოვრება კი დიდია...
  19. ეკა ტყეშელაშვილს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე თვეში 4 000 ლარი პრემია გამოუწერეს . აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.opendata.ge. ვებგევრდისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ოფიციალური ცნობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ, ეკა ტყეშელაშვილისთვის ხელზე ასაღები პრემიის ოდენობა 2010 წლის დეკემბერში 3 200 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ყოფილ მინისტრს, თემურ იაკობაშვილს, ხელფასის ოდენობის პრემიას გასული წლის განმავლობაში იგი ყოველთვიურად იღებდა. 2010 წლის განმავლობაში თემურ იაკობაშვილს ხელფასის სახით 35 400 ლარი და ამავე რაოდენობის პრემია აქვს აღებული. 2009 წელს კი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პრემიის ჯამური ოდენობა ხელფასის მთლიან მოცულობას აღემატება. კერძოდ, იაკობაშვილის ხელფასის სახით 2009 წელს 42 480 ლარი აქვს აღებული, ხოლო პრემიის სახით – 46 020 ლარი. www.opendata.ge-ისთვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ხელს აწერს სახელმწიფო მინისტრიეს აპარტის უფროსი ნინო დარჩიაშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/156832-eka-tyeshelashvils-sakhelmtsifo-ministris-thanamdebobaze-danishvnis-pirvelive-thveshi-4-000-lari-premia-gamoutseres.html პ.ს. I LOVE ტუნის
  20. DATA TUTASXIA ეს მე მგონი საკმაოდ ძველი ფრაზაა ხო? თუ მიშას ფრაზები არ ძველდება?!
  21. lasha1997 ხოდა თუ რამე წყენა აქვს... კეთილ ინებოს და პირადში გაარკვიოს...
  22. Nukriko მე შემოგთავაზეთ ვითარების განმუხტვა რა შუაშია შანტაჟI?> მარა როგორც ჩანს არ გამოდის
  23. vano23 მაცადე? თუ გგონია მართლა 24 საათი ვზივარ ინტერნეტთან?> ბოდიში ეხლა რა... ეს გინება ძალიან ცუდი საქციელი იტო შენგან.. პმ-ც გაქვს, სკაიპიც და ელემენტარულად შეგეძლო ის მაინც გეკითხა აქ ხარ თქო? და დაგეცადა სანამ პოსტებს წავიკითხავდი.. მარა შემოვვარდი ეგრევე გინებით... რაც შენი მხრიდან მაგარი არაკაცური იყო...
×
×
  • შექმენი...