
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
"პირWელი" საეკლესიო ჟურნალ "სამრეკლოს" გამომცემელს, ჟურნალისტ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა. ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან: გრძელდება უხსოვარი დროიდან დაწყებული პროცესი, რასაც ბოროტის ღმერთისა და მისი უდიადესი ქმნილების - ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. თანამედროვე სამყაროში ამ ბრძოლის მეთოდებმა განსაკუთრებული დახვეწილობა შეიძინა. თანამედროვე სამყაროს "დროის სულს" ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა ასე ახასიათებს: "ჩვენს პლანეტაზე მრავალი ღვთაება გაუღმერთებიათ, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ჯერაც არ არსებულა ისეთი ულმობელი და ჭეშმარიტებას დაცილებული, უზნეო და დაცემული ღვთაება, როგორიცაა "დროის სული." თანამედროვე სამყარომ მასში თავისი ყველა სნეულება, ყველა ვნება და ცოდვა, ყოველგვარი დანაშაულობანი განათავსა და ამ კერპის ყველაზე წარმართი კერპთმსახური გახდა". მაგრამ აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ არსებობს ამ უკუღმართობის მამხილებელი ძალაც - განკაცებული ღმერთი. ამიტომ ქრისტე და მისი ეკლესიაა ის ბარიერი, რომელიც "დროის სულის" მიმდევრებს ამხელს და ხელს უშლის, - ამიტომაცაა მის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა გაჩაღებული. იგივე ხდება ჩვენთანაც. როგორც აღვნიშნეთ, ამ მასშტაბებთან შედარებით, ეს კონკრეტული კამპანია ძალიან უსუსურად გამოიყურება, მაგრამ გამოფხიზლება მაინც გვმართებს. ჩვენ, თანამედროვე ქართველებმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ და, რაც მთავარია, თავად ჩვენს შიგნით: რაღაც არანორმალურ მდგომარეობაში ვართ ჩაცვენილები - ამგვარი უზნეო, უხამსი, არაბუნებრივი მოვლენები ქართველ კაცს ასე მისაღებად და ნორმად არასდროს მიუჩნევია. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფრის დამკვიდრებას შეგნებულად უწყობს ხელს: ზოგი - მატერიალური გამორჩენისთვის, ზოგი - სნობიზმით, რომ გარკვეულ ადამიანთა წრის მარაქაში გარეულად ჩაითვალოს, მისი აზრით, პროგრესული იდეების მქონენი რომ არიან და ა.შ. ჩემთვის მიუღებელია "თანამედროვეობის" საფარ ქვეშ შენობით საუბარი. მაშინ თუ ჩვენ ღმერთს შენობით რადგან ველაპარაკებით (ამას თავის მიზეზი აქვს) იქნებ შვილებმაც და შვილიშვილებმაც სახელებით მოგვმართონ, მაგ. მე -ბადრი. რა საჭიროა ბადრი ბაბუა, ისედაც ხომ ორივემ ვიცით, ვინ ბაბუაა და ვინ შვილიშვილი და ასე შემდეგ. ვის რა აღზრდა მიუღია იმას ამჟღავნებს და თანამედროვეობაზე ზემოთ ნათქვამზე დაფიქრდით. ვჩქარობ, ალბათ ცოტა გაუგებრადაა.
-
ანონიმურია მარტო მოსაუბრეებისათვის. ემაილის დადგენა ადმინსაც კი თავისუფლად შეუძლია. ემაილს მოყვება იპი. იპი კი მისამართია. ასე რომ ვისაც გონია, რომ იმალება, ისეთი არაფერი დასწერონ, რომ "კომპეტენტურმა" თუ "არაკომპეტენტურმა" ორგანოებმა კარებზე არ დაუკაკუნონ. მარტო მოსაუბრეს თუ ემალები, რაღა აზრი აქვს საუბარს?
-
მაშინ ეს გამიკეთებია, ის გამიკეთებიაო ნუ იტყვით, ნიკის მოსაუბრე კაცს აბა როგორ დავუჯერო? თუ მის მსჯელობაში ერთი ნაწილი თავის ქებაა და მეორე ნაწილი სხვისი ლანძღვა, აბა რა პასუხი გავცე უცნობ ადამიანს? მოკლედ, ერთ ძველ ამბავს მოგიყვები: იმერეთში უცხოელი სტუმარი ჩამოუვიდა კაცს და რაღაც მანძილის გავლა მოუწია სტუმარს ფეხით მასპინძლის სახლამდე. მგონი ვანის ერთ ერთი სოფელში მოხდა ეს ამბავი. ცოტათი ატალახდა. გამოეგება მასპინძელი სტუმარს და ეუბნება: ბოდიშით ბატონო წვიმამ რომ დაიწყოო. გაგიჟდა სტუმარი. სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ვისმეს რომ ბოდიში მოეხადოს, წვიმამ ან თოვლმა დაიწყო, ჯერ არ მოვსწრებივარო (ორივენი ცნობილი ადამიანები იყვნენ). მეც იმერელი კაცი ვარ და არ მსიამოვნებს, როდესაც უცხო და მით უმეტეს ახალგაზრდა, შენობით მომმართავს. მე პირადად ყველას ფორუმზეც კი თქვენობით ველაპარაკები.
-
გიპასუხებ, ნახევარ საათში ახლა არა მცალია, მაგრამ მანამდე თუ სახელს და გვარს ჩემსავით დაწერ, მაშინ დაგიჯერებ ვინცა ხარ. ისე კი ენას ძვალი არა აქვს.
-
მაშინ რა გვეშველება ბატონო ნუკრი? ისე თქვენი აზრი მაინტერესებს, ზოგადად რომ ვთქვათ მიშა ჯობია თუ გრეჩიხა (ზოგადად)?
-
ბატონო ნუკრი! დეგენერატები რომ მრავლად არიან ეს ცხადია და რა თქმა უნდა გეთანხმებით, მაგრამ მაინტერესებს, თქვენი აზრით ვინ არაა დეგენერატი ქართულ პოლიტიკაში?
-
ბატონო შავლეგო! მომატყულა და ის კაცი არაა ვისი სახელიც დაირქვა? თუმცა აზრი არა აქვს, მე დავამთავრე.
-
კარგი თემა და კარგი პოლემიკა იყო. ვთავაზობ მონაწილეებს გავიღიმოთ და ერთმანეთს მადლობა გადავუხადოთ საინტერესო დისკუსიისათვის.
-
თქვენ თუ გნებავთ არაქართველად მაღიარეთ, თუ გნებავთ სიუს ტომის ბელადად, მაგრამ პიროვნულად თქვენ არა გაქვთ უფლება, მე არაქართველობა დამაბრალოდ, რადგან ეს იქნება სიცრუე. თქვენთვის რაც გინდათ ის იფიქრეთ. თუ გაგება არ გინდათ, ვერც გაიგებთ. ძირითადად მაგ ორით მთავრდება ეგ სია. თუ გაგება გინდოდა გაიგებდი. ქართველ ქალებს გთხოვთ თავი დაანებოთ: მოუკრეფავში არ მოგივიდეთ გადასვლა. ბოდიში შემეცვალეთ.
-
მეგონა პირობას შეასრულებდით და ჩემს პერსონას იგნორს გაუკეთებდით, მაგრამ რადგან უჩემოდ არ შეგიძლიათ, გთავაზობთ ინტერვიუ-პოლემიკას ჩვენს საიტზე, ოღონდ ნამდვილი სახელით.
-
ვინმე რამეში გზღუდავთ? ჩემსავით არ მუშაობთ თუ ჩემსავით არა ხართ უმუშევარი? თუ კარგი ადამიანები ხართ, მეზობლები ხომ გეპატიჟებიან ღვინის დასალევად? მეტი ჩვენ რა გაგვაჩნია, რას გვემართლებით?
-
თუ გავითვალისწინებთ მართლმადიდებკური რელიგიის ღვაწლს ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე და თუ საქმე ეხება პიროვნების სუვერენულ უფლებას ასეთი ან ისეთი ადამიანი ჩათვალოს ქართველად, ეს სხვას რატომ უნდა აწუხებდეს? ადამიანს არა აქვს უფლება თავისი ერის წარმომადგენლად ჩათვალოს ან არ ჩათვალოს ვინმე მეორე ადამიანი? ის ხომ არ მოუწოდებს ამ მეორე ადამიანის რაიმე სამოქალაქო უფლების შეზღუდვის ან რასობრივი დისკრიმინაციისაკენ? არ მოგწონთ მისი აზრი? გამოთქვით კულტურულად საკუთარი. ეს ალბათ ჩემს ბაღში ნასროლი ქვაა და ასე ვუპასუხებ: თემის სათაურიდან გამომდინარე მე დასაწყისშივე ვუპასუხე, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა არიულ გარჩევასთან, თუ ვინაა წმინდა სისხლის, წმინდა ჯიშის და ასე შემდეგ, არამედ ერის დამცავ მექანიზმთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა ქართველ ხალხს. კერძოდ: ქართველმა ერმა ისტორიული გარემოცვიდან (მეზობლების სახით მასზედ ბევრად უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტრების არსებობა) გამომდინარე ვერ მოახერხა მრავალრივხოვან ერად ჩამოყალიბება და სხვა ერებთან ასიმილიაციისაგან თავდასაცავად შეიმუშავა ასეთი დამცავი მექანიზმი. ქართველი ქალები არ მიყვებოდნენ უცხო ტომის მამაკაცებს ცოლად და მით უმეტეს უცხო რწმენისას. ქართველმა ქალმა - დედამ შემოინახა ქართველი ერი, ამიტომაა საქართველოში ქართველი დედის სახელი წმინდა და ამიტომ სცემენ ქართველები ასეთ პატივს დედას. სად არის აქ "პროვინციული" ფაშიზმი? აი, ამ მესამე მხარის ფარულ აზრებში მე დიდ უბედურებას ვხედავ ქართველი ერისათვის. იქნებ არა მაქვს უფლება ასე ვფიქრობდე? ვინ მართმევს ამის უფლებას? აქ ხომ ვისმეს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე საერთოდ არც არის ნაფიქრალი? რა არის ამ აზრებში ფაშისტური - ასდს? (მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ შენ საქართველოს დიდი "მოყვარული" ლევან გუდაძე ხარ)
-
დიდი მადლობა! არავითარი ფაშიზმი. ჩემი არსიდან გამომდინარე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ადამიანთა განსხვავების: ფერის, რჯულის, ეროვნული წარმომავლობის თუ სხვა მსგავსი ნიშნით. სხვათა შორის, საკუთარი პერსონის მიმართაც.
-
ბატონო სატურნო! ნება მომეცით თქვენი გამოხმაურება მივიჩნიო იმის ნიშნად, რომ მე არ გამოვსულვარ კულტურული კამათის ფარგლებიდან და იმედი გამოვთქვა, რომ არავითარი პირადი წყენა, არავისთვის არ მიმიყენებია.
-
Оскорбляет не ложь, оскорбляет правда!
-
ქალბატონი კი ბრძანდებით, მაგრამ იქნებ ლანძღვა შეწყვიტოთ?
-
აი, ჩემი ნათქვამის დამამტკიცებელი საბუთები. გმადლობთ. დავამთავრეთ ორივე მხარემ.
-
როგორ დავიჯერო, რომ ამის დამწერმა შავები ჩაიცვა, როდესაც მისმა თანატომელმა ოსებმა თამარაშენში ტრაქტორით მოსპეს ქართველთა საფლავები და სახლები? ცხვრის ქურქში რომ გაეხვევით და მგლურ ბუნებას არ იშლით, ამიტომაც არ ხდება თქვენი ქართველიზაცია (თემას რომ დავუბრუნდეთ). ეს მარტო პირადად თქვენ არ გეხებათ ქალბატონო ლილიკო, ეს ქართველი ხალხის პრობლემაა და იქნებ არ გვასწავლოთ, როგორები უნდა ვიყვეთ, რომ უფრო ადვილად შეიძლებოდეს ქართველების განადგურება, როგორც ეს სამაჩაბლოსა და ცხინვალში მოახერხეს საქართველოს მტრებმა. გაიღვიძებს ქართველი ერი და ღმერთი დაიფარავს საქართველოს! საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუმარჯოს, ვისაც საქართველო და ქართველები უყვარს! ასევე იმ ქართველებს გაუმარჯოთ, ვისაც თავიანთი მეზობლები უყვართ!
-
ვინც ასე ფიქრობს ის მარაზმატიკია, თვითონ ასეთი აზრი კი მარაზმი. აი თქვენში გაიღვიძეს ისტორიულმა ფესვებმა და ძალიანაც კარგია ქალბატონო ლილიკო, მაგრამ ამას ქართველებს რატომ გვძრახავთ? ყველას დიდი მადლობა ვინც შვილის დაბადების დღე მომილოცა.
-
ამავე თემაში თუ მოისურვებთ მრავლად აღმოაჩენთ.
-
ბატონო სატურნო! როგორც ადმინს მოგიწოდებთ აკრძალოთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი შეფასებები და გამოთქმები. ვიდრე შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანები ასეთ დონეზე ილაპარაკებენ საქართველოს და ქართველების შესახებ, მე როგორც ქართველს უფლება არა მაქვს ყურადღება არ მივაქციო მათ ნათქვამს და შესაბამისი პასუხი არ გავცე.
-
იცით რა გითხრათ? ქართველებს გაგვიფრთხილდით, ნამეტანს ნუ გაგვაბრაზებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სულის (რომელიც, თურმე ზოგიერთმა არ იცის რა არის) მატარებელი ბევრი ადამიანი სიამოვნებით კითხულობს ჩემს ნაწერს და ოდესმე ისინიც გაბედავენ საკუთარი სიტყვის თქმას და ეს სიტყვა საქართველოს მტრებს არ მოეწონებათ. საკუთარი სახელით მიპასუხოს მანქურთმა თუ ვაჟკაცობა აქვს.
-
დღეს ბავშვის დაბადების დღე მქონდა ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს ბავშვს პოსტი კი რედაქტირდება შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. ბავშვის ხათრით ამ ჯერზე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება. პატივისცემით, Saturn
-
Siknadmo-ს გაუმარჯოს!
-
პასუხმა ჩემი პატივისცემა დაიმსახურა ქალბატონო ლილიკო!