
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
რა არის ეროვნული იდეოლოგია? კითხხულობს ერთი პიროვნება და ჩასაფრებული ელოდება ვინ რას იტყვის, რომ მერე თავისი ვითომ ცოდნა (დიახ, ვითომ ცოდნა) გამოამჟღავნოს. თუ ასეთი ღრმა ფილოსოფიური აზრები გაინტერესებს, ფორუმზე, სადაც ნაკლებად არიან ამ საქმის სპეციალისტები ნუ კი კითხულობ, ბიბლიოთეკაში წადი, წიგნები წაიკითხე და მერე შენი აზრი მეცნიერული ნაშრომის სახით მოახსენე ხალხს. მაგრამ ამ თემის გამხსნელს სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებს, კერძოდ ეროვნული ქართული იდეოლოგიის კრიტიკით ქართველთა თვითშეგნების და მათი უვარგისობის აზრის დამკვიდრება სურშ, რადგან თვითონ არ არის ამ ქართული სულის და იდეოლოგიის მატარებელი. ასეთებს მე განვუმარტავ რა არის ქართული სული და ქართული იდეოლოგია, რადგან საერთო ეროვნულის (ფრანგული, იტალიური...) სპეციალიზაციაზე პრეტენზია არა მაქვს. არც იმას დავიქადნებ, რომ ქართულის სპეციალისტი ვარ, მაგრამ რა არის ჩემთვის ეროვნული იმას გეტყვით: ეროვნული ჩემთვის არის ქართველი ერი. თუ კი არსებობს სომეხი, ფრანგი, იტალიელი და ღმერთის ნებართვით ქართველი კაციც, ჩემთვის ქართველია ეროვნული და არა რაღაც სექსუალური უმცირესობის, ანუ ჩემი გაგებით მამათმავლების ინტერესების დაცვა, რომლებსაც სხვა ერები შეიძლება ქადაგებდნენ. ქართული და ეროვნულია ყველაფერი ის, რითაც ჩვენი ერი განირჩევა სხვა ერებისაგან. მათ შორის ისიც, რაც ბატონმა murTazi -მა ბრძანა და რაც ზოგიერთებმა კუჭამდე დაიყვანეს, რადგან ნათვამში სიმართლეს კი არა გასაქილიკებელს ეძებდნენ. მათ გარდა ეროვნულია ქართული ოლკლორი, დამწერლობა, ქართული სუფრის ტრადიცია, როდესაც სუფრაზე დამთვრალ ადამიანს ამუნათებდნენ მეორე დღეს თანამოინახენი და ახლობლები, ჩემს ახალგაზრდობაშიც კი ასე იყო და არა ის რომ ჯერ ყანწს სვამენ და მერე ერთმანეთზე ათავებენ (მაინც არ მიპასუხა სად ნახა ასეთები). ქართული და ეროვნულია ის, რომ საქართველოში დედის კულტი არსებობს და თუ ახლა ზოგიერთები საკუთარ დედას უდიერად ახსენებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ეს ყველას მოსწონს და ყველა ასეთია. ქართული და ეროვნულია ის, რომ საქართველოში სიტყვას ფასი ჰქონდა და მატყუარას პატივს არ სცემდნენ. ქართველი კაცი ულვაშზედ ხელს რომ გადაისვამდა, მას დაფიცება აღარ სჭირდებოდა. ქართული და ეროვნულია ის, რომ ქართველი კაცისთვის სამშობლო ღმერთივით იყო. ”ჩემი ხატია სამშობლო”... ხომ არაფერს გაგონებთ? ყველაფერი ეს და მრავალი სხვა კიდევ, ეს არის ეროვნული ქართული იდეოლოგია, რომლის ჩაწვდომის უნარსაც, ზოგიერთები ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო, მოკლებულნი არიან.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვაშაა! შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საორგანიზაციო შტაბი უკვე შეიკრა. ბატონი ანალგინის შემდეგ ამ საქველმოქმედო აქციის კონტურები უკვე რეალურია და შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი: 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. 'murTazi' 7. 'analgin' 8. ?????????????? გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს). ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია. აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიძაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან ცოტაა ხუთი კაცი, იქნებ ვინმე დაგვემატოთ? -
გველოდება იქ ვინმე?
-
მაშინ "გრეჩიხა" სჯობია?
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკვე ხუთნი ვართ: 1.zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6 ????????????? Кто следующий? სიაში ვინც ჩაეწერება, როგორც ადრეულ ქართულ ტრადიციას შეეფერება, სიტყვას შეასრულებს, იმედი გვექნება. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენებიც ერთ ბილეთს თუ აიღებენ, დამიდასტურეთ და სიაში შეგიტანთ. ბილეთის აღება საკმარისია აქციაში მონაწილეობის მისაღებად. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკვე ოთხნი ვართ: 1.zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. ????????????????? Кто следующий? სიაში ვინც ჩაეწერება, როგორც ადრეულ ქართულ ტრადიციას შეეფერება, სიტყვას შეასრულებს, იმედი გვექნება. ბატონო დირე! ბილეთს თუ აიღებთ, ჩათვალეთ მეტს არაფრით შეგაწუხებთ. კონცერტზე დასწრება გვესიამოვნება, მაგრამ როგორც თქვენ ისურვებთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვისაც იდეა მოგეწონათ, გთხოვთ სხვასაც გააგებინოთ, არც პირველობას ვიბრალებ და არც ორგანიზატორობას. ვისაც უნდა იმან უხელმძღვანელოს. საქმე თუ გამოვა, ბედნიერი ვიქნები. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაშინ ბატონი აჩიკო მესამეა. ვთხოვ დამიდასტუროთ. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უკვე სამნი ვართ ვართ: 1.zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4.????????????????? Кто следующий? სიაში ვინც ჩაეწერება, როგორც ადრეულ ქართულ ტრადიციას შეეფერება, სიტყვას შეასრულებს, იმედი გვექნება. -
ვანო ხუხუნაიშვილი მძიმე მდგომარეობაშია
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მგონი შეცდომა ადამიანმა შეიძლება გადადგას, მაგრამ შემდეგ გამოასწოროს. როდესაც წლების განმავლობაში ხელს უწყობ და ძალისხმევას არ იშურებ, რაიმე საქმეს, ეს უკვე შეცდომა არა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. -
ბატონო სატურნო! არ ვარ თანახმა და აი რატომ: 1. საქართველოს სახელმწიფოს გამაერთიანებელი უნდა იყოს ქართული ენა და არა ინგლისური ან რუსული. 2. ვინც თავს საქართველოს სახელმწიფოს შვილად თვლის, მათთვის უვდა იყვეს: "საქართველო უპირველეს ყოვლისა" 3. საქართველოში სარწმუნოების გამო არასოდეს ყოფილა დაპირისპირებები და ყველას შეუძლია პირველი ორის შემდეგ თავის სარწმუნოება იგულისხმოს, მიტომაა ის რიგში მესამე.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფილარმონიაზე არა მაქვს პრეტენზია, ერთ პატარა დარბაზს უფასოდაც ან ძალიან იაფად დავითრევთ. წინააღმდეგი არა ვარ თუ ამ ფორუმის სახელით გაკეთდება, ჩვენებთან ჯერ არ მაქვს შეთანხმებული. -
პატივცემულო ფორუმელებო! ალბათ უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ ეროვნული მოძრაობის დროს, მიტინგებზე მომღერალი ბრმა ქალბატონი - ლელა ვეფხვაძე. დღეს ის მეტროში სიმღერით ირჩენს თავს. წინადადება შემომაქვს, ამ ქალბატონს გავუკეთოთ ერთი საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა და შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიოს ამ - ნამდვილ სახალხო მომღერალს, ჩვენ კი კარგ ქართულ სიმღერებს მოვუსმინოთ. ამ საქმის ორგანიზაციაში დახმარების და მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ გამომეხმაურონ როგორც აქვე, ასევე ჩოხოსანთა საიტზე (შეიძლება PM-ით.). ჯერ-ჯერობით იდეა თვითონ ლელა ვეფხვაძესთან შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ წინააღმდეგი რატომ უნდა იყვეს?
-
მეც!
-
მოხარული ვიქნებოდი ასეთ ჭკვიან და იუმორით სავსე პიროვნებას პირადად რომ ვიცნობდე! ღმერთმა დაგლოცოს!
-
მეც მაგრად ვიცინე. გაიხარე dire!
-
ჩემს სამშობლოს და ჩემს ერს შეურაცყოფა არ მიაყენოთ-თქო, ესაა რადიკალიზმი?
-
თუ ამ მოთხოვნის გამო გაფრთხილდებიან შესაბამისი პიროვნებები ძალიან კარგი, თუ არა და მომავალშიც აუცილებლად მოგცემენ ადმინებს საბაბს, ახლა კი ძველების გახსენება რა საჭიროა.
-
პატივცემულო მოდერებო და ადმინებო! მე მიმაჩნია რომ უსამართლოდ დავისაჯე ვორნით, მაგრამ რადგანაც თქვენ ასე ჩათვალეთ საჭიროდ, არ ვაპროტესტებ, მაგრამ მოვითხოვ: დასჯილი იქნას ყველა მომხმარებელი, რომელიც ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხმყოფელ განცხადებას გააკეთებს. მე მგონი ასე უფრო სამართლიანი იქნება.
-
ნამდვილად აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ თავი გაიშიფრეთ, როგორც ქართველთმოძულე (თქვენს მიერ გახსნილი თემებისა და პოსტებიდან გამომდინარე), არატრადიციული ორიენტაციის (არ უპასუხეთ ამ შეკითხვას: ციტატა(Nukriko @ 21st January 2010 - 04:05 PM) ის უფრო ტეხავს, ყანწი რომ უჭირავთ და კაცობაზე რომ ლაპარაკობენ, მერე ღამე ტუალეტში რომ შედიან და კაცებზე ათავებენ. სად ნახეთ ასეთი მოვლენა ბატონო ნუკრი, მონაწილე იყავით თუ თქვენი მეგობრებიდან იცით?), და პოლემიკისთვის უინტერესო ('Nukriko' date='21st January 2010 - 05:16 PM' post=177949] და რაში გაინტერესებთ ჩემი აზრი?) პიროვნებამ. იმედი მაქვს, რომ შემდგომში არ მისცემთ თავს უფლებას ქართული ერის და სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი კომენტების გაკეთებისა.
-
სად ნახეთ ასეთი მოვლენა ბატონო ნუკრი, მონაწილე იყავით თუ თქვენი მეგობრებიდან იცით? ამ კითხვაზე მაინც მიპასუხეთ.
-
ჩემს შეკითხვას არ უპასუხებთ ბატონო ნუკრიკო? კონკრეტულად როგორია თქვენი ხედვა საქართველოს ისტორიისა, როდის დაიწყო, რა მითები შემოაპარეს ქართველ ხალხს და როგორია თქვენი ხედვა საერთოდ? აქვს თუ არა ეროვნულ სახელმწიფოებს: საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, სომხეთს და ა. შ. მომავალი, როგორი ფორმით იარსებებენ ისინი?
-
რა გამაცინე.შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!