Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. რა თუ გინდა? მაგი შენ მოგიხდება. მე ვწყვეტ ისეთ ფორომზე საქმიანობას, სადაც ადმინებს შეუძლიათ ასე უპასუხონ. დროებითად მივხედავ მარტო ჩემს მიერ გახსნილ თემას.
  2. ადმინებს! თქვენთან პრივილიგირებული წევრები არიან, ძმაკაცობით წყდება საქმე თუ რას ნიშნავს ასეთი პასუხი? თქვენში ვინმე ქართველი არის და ეროვნული თავმოყვარეობა ვინმეს გააჩნია? თუ ამ კომენტით ბედნიერი უნდა ვიყო?
  3. ქალბატონო 'kisa'! ამიხსენით, კიდევ როგორ ვცეთ პატივი ქართველმა ხალხამ ეროვნულ დიასპორებს და ისე მოვიქცევი: აგერ ოსებთან ომი წავაგეთ, ტერიტორიები აგვახიეს და თუ გაგიგონიათ რამე ანტიოსური განწყობისა და მით უმეტეს ქმედებებისა? განა ქართველი ერი ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ არაა განწყობილი კეთილმოსურნედ? თუ მარტო მაშინ ვიქნებით კარგები, თუ მათ პრეტენზიებს ბოლომდე დავაკმაყოფილებთ, ქუთაისი -აფხაზებს, ყაზბეგი - ოსებს, მცხეთა - სომხებს და ა. შ. ქართველები სად წავიდეთ? რაც შეეხება ხელისუფლებას, განა ის ქართველებს უკეთესად გვექცევა ვიდრე სხვებს? ეს ხომ ჩვენი საერთო ჭირია და რატომ ვართ მათ ქმედებებზე მარტო ქართველები პასუხისმგებელნი?
  4. კამათის დროს ყველა მხარე უნდა იყოს თანასწორი. მე ცილი არავისთვის დამიწამებია, რაც დაწერეს ის გავაანალიზე. ეროვნებისა თუ რწმენის მიუხედავად საქართველოში მცხოვრები ვალდებულია პატივი სცეს ჩემს ეროვნულ გრძნობებს, წინააღდეგ შემთხვევაში წინ კიდევ ბევრი ასეთი დამარცხება, (რომელიც ამ თემაშია) გველის. ერი უნდა მიეჩვიოს თავის თავის პატივისცემას.
  5. ბატონო ანალგინ! მოემზადეთ, თქვენი დროშის ქვეშ ვდგებით. გთხოვთ გააგრძელოთ და გვაცნობოთ ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდის და სად შევიკრიბოთ და ასე შემდეგ.
  6. ბატონო თუ ქალბატონო! ბოდისს ვიხდი არ გიცნობთ და როგორც მეტყვით ისე მოგმართავთ. ჩვენი მაშინდელი და მომავალი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენს გვერდით არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსავ შეუძლიათ თქვენი გულისტკივილით სავსე მონოლოგზე ასეთი სიხარულით აღსავსე კომენტარები გააკეთონ: მე ეს არც დემოკრატიის გამოვლინებად მიმაჩნია და არც ხუმრობად. ამის დამწერი თუ ქართველია ან საქართველო (ხომ ასე ჰქვია ჩვენს ქვეყანას - სახელმწიფოს ჯერ კიდევ, ხომ არაფერი მეშლება?) უყვარს, რა არის თქვენს ნაწერში სახუმარო მე ვერ გავიგე. პოლიტიკურ დასკვნებში სრულიად გეთანხმებით, მაგრამ მომავალში რომ ავიცილოთ ასეთი სირცხვილი, მგონი საჭიროა გადავაკეთოთ ამერიკული დევიზი: "რაც სასარგებლოა ფორდისთვის, სასარგებლოა ამერიკისთვის", შემდეგნაირად: რაც სასარგებლოა ქართველისთვის, სასარგებლოა საქართველოსთვის (ანუ საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის - ასეთი განმარტებები არ უნდა მჭირდებოდეს). ერის ზნეობრივი გამოფხიზლებაა საჭირო და ეს მხოლოდ ისტორიული წარსულის დაფასებისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის, მისი ტრადიციების და ადათ-წესების შენარჩუნებითაა შესაძლებელი.
  7. მე მგონი მიშა ტიმოშენკოს კი არ ძირავს, იანუკოვიჩს ეხმარება. ძნელი არაა იმის გათვლა, რომ იანუკოვიჩი აღმოჩნდეს ორმაგი აგენტი და პრეზიდენტობის შემთხვევაში უფრო პროამერიკული აღმოჩნდეს ვიდრე, რომელიმე სხვა კანდიდატი. რუსეთს ჰგონია (ან დაწერილ სცენარი ამას ითვალისწინებს), რომ თავის კანდიდატს ეხმარება, სინამდვილეში კი ქართული სახელმწიფოს ხარჯზე ამერიკელების ფარული კანდიდატი - იანუკოვიჩი გახდება პრეზიდენტი. ამ თამაშში შეიძლება ყველა მოგებული დარჩეს, საქართველოს გარდა. ამერიკას - თავისი პრეზიდენტი, რუსეთს - საქართველო (ნოღაიდელის ვიზიტები და დიდგულობა ამაში ჯდება), მიშას დევნილის სტატუსი. საქართველოს რაა? ვის ახსოვს საქართველო?
  8. ძალიანაც გამიხარდება ბატონო ჩემო! მე ტყუილად არ მიმიცია მისთვის ხმა. ჩემს ასაკში გაკეთებული საქმით ტკბობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი: 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. 'murTazi' 7. 'analgin' 8. "ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. ?????????????????? გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია. ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს). ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია. აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც. ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა: 1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 3 ხმა. (ბადრი წიქორაძე, აჩიკო, 'zeppelina') 2. ბადრი წიქორაძე -----------------მიღებული აქვს 1 ხმა. ('analgin')
  9. წარმოდგენა არა მაქვს, რაზეა ლაპარაკი, ამიტომ თემას ნუ გავაოფებთ. მომწერეთ PM.
  10. დიდი მადლობა. კეთილი სურვილებიც დახმარებაა. ღმერთმა გაგიმარჯოთ.
  11. წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი: 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. 'murTazi' 7. 'analgin' 8. "ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. ?????????????????? გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია. ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს). ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია. აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც. ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა: 1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 2 ხმა. (ბადრი წიქორაძე, აჩიკო) 2. ბადრი წიქორაძე -----------------მიღებული აქვს 1 ხმა. ('analgin')
  12. მარტო პოლიტიკოსებს არ ეხებათ ეს. ეს მთლიანად ქართულ საზოგადოებას ეხება. ამის დამწერს ეს რამ დაგაწერინათ? იქნებ გვითხრათ, რატომაა ალასანია მერანი?
  13. იქნებ კარგად ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი. დიდი მადლობა დახმარების სურვილის გამოთქმისათვის. ამხელა კონცერტის პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს რომ სატელევიზიო რეკლამა ვატრიალოთ. ბოლოს და ბოლოს პავაროტიც შემოევლოს და კარიერასიც, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. ერთი ასი ცალი 5 ლარიანი ბილეთიც რომ გაიყიდებოდეს რაღაც დარბაზს მოვძებნით (ოპერასა და ფილარმონიაზე) არ მაქვს პრეტენზია და ამ ქალბატონის სახით, ჩვენი წარსულს ვცემთ პატივს. რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება მით უკეთესი, მაგრამ ეს ხალხისაგანაა დამოკიდებული. ეხლა ბოდიშს ვიხდი და მე ნამდვილად არ მესმის ხელმძღვანელის გარეშე ასეთი საქმე როგორ უნდა გაკეთდეს. ორი კაცი რომ შეიკრიბება სუფრაზე, ერთი მათგანი თამადაა და საქმე ხელმძღვანელობის გარეშე როგორ იქნება? მე პირადად ანალგინი დავასახელე თავმჯდომარედ, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუმცა წარმოდგენაც არა მაქვს ვინ არის. პირადად არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ვინც გინდოდეთ იმას მიეცით ხმა. ჩემთვის ბედნიერება ის იქნება, თუ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუ გინდათ ბილეთს ვიყიდი და კონცერტზეც არ მოვალ, ფორუმიდან გავიგებ და გამიხარდება.
  14. გმადლობთ თქვენ უკვე ხართ სიაში. წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი: 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. 'murTazi' 7. 'analgin' 8. "ჩოხოსან რაინდთა დასი" 9. ?????????????????? გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია. ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს). ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია. აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც. ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა: 1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 1 ხმა. 2. ბადრი წიქორაძე ----------------მიღებული აქვს 1 ხმა.
  15. ამის დამწერს არ ეგონა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ყოველ დილას, თავის სახლის წინ ამერიკის დროშას აღმართავდა და "ამერიკა, ამერიკა-ს" იმღერებდა, თუ ისინიც გარეწრები არიან? იქნებ მარტო ქართველისთვისაა ასე? სომეხისთვის, ფრანგისთვის?...
  16. შესწორება მინდოდა და ისე დამიმახინჯდა, იძულებული გავხდი გამეპარსა.
  17. თქვენ თუ საქართველოს სახელმწიფოს პატრიოტი ხართ, რა არის ამაში ნიშნის მოსაგები? ეს არაქართველისთვისაა ზღაპარი, თორემ მე ცხოვრებაში ერთხელ და ისიც შემთხვეით რომ მაქვს ულვაში გაპარსული, დამიჯერებთ? იცით რუსულ ჯარში, რამდენჯერ დამსაჯეს, ულვაშის გაპარსვა რომ ეძულებიათ?
  18. რა თქმა უნდა. ვისაც ჩემი ბიოგრაფია არ წაუკითხავს ჩვენს საიტზე raindebi.ge მათთვის ვიტყვი: ორი ეკლესიის მშენებლობაში მაქვს წვლილი ჩადებული და გთხოვთ ნუ მაწყენინებთ. რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ იმღერებენ და იცეკვებენ და მადლობასაც იტყვიან, კულტურული ხალხია. ქართულ ვარიანტებს თავი დავანებოთ და ყველა საქმეს უნდა ყავდეს მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსების გამჭირვალობის თუ სხვა კუთხით, ასევე აქციაში დახმარების მსურველებს სთხოვს დახმარებას და მიიღებს მათგან შესრულებული სამუშაოს ხარისხიანად. როდესაც არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, იქ საქმე არ გამოდის. მე ვასახელებ analgin-ს. ყველას ვთხოვ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. ხელმძღვანელის გარეშე ასეთი საქმე როგორ გაკეთდება?
  19. მართალი ბრძანდებით, მაგრამ იქნებ შაბათ-კვირას ერთი -ორი თანამოაზრე შემოგვემატოს, არც ქორწილივით ხალხის დაპატიჟება მინდა, ყველამ იგრძნოს, რომ თანამონაწილეა. მგონი ასე უფრო მადლი ექნება. თან თემა არ იძირება (მეორე გვერდს ყველა არ კითხულობს). ორშაბათიდან დავიწყოთ მოქმედება.
  20. ათიოდე წუთის წინ ვესაუბრე ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარეს, ბატონ გოგი დოლიძეს და მან გამოთქვა სურვილი, რომ ჩოხოსანთა დასი მიიღებს მონაწილეობას ამ აქციაში. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დასის კოლექტიური წევრები, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ასევე აღმოჩენილი იქნება დახმარება საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის კუთხით.
  21. ისინი თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ჩვენთვის კი ”სამშობლო ღმერთი არაა” (ერთი იუზერი) და შესაბამისად სხვისი ინტერესების დამცველი ვართ და არა საკუთარის.
  22. გაგიმარჯოთ ღმერთმა ბატონო! გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში.
  23. დიდი მადლობა. თემა ჩაძირვას რომ დაიწყებს, ამოსაწევად, ჩემს კანდიდატურას მაშინ დავასახელებ.
  24. გაგიმარჯოს ღმერთმა. უკვე რვანი ვართ. 1. zeppelina 2. ბადრი წიქორაძე 3. Achiko1972 4. დირე 5. lasha1997 6. 'murTazi' 7. 'analgin' 8. 'vitaminC' 9. ???????????? გთხოვთ ყველამ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
×
×
  • შექმენი...